Search This Blog

Saturday, April 7, 2012

კვატი (იხვისნაირები)

                                                             უბრალოდ კვატი


1.
     ოქროსთვალა (bucephala clangula) ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე მცხოვრები იხვია. იგი იკვებება თევზითა და კიბოსნაირებით, ბუდეს კი ხის ფუზუროებში იკეთებს.

2.
   ბატასინი ( mergus merganser) ტბების მახლობლად და სანაპირო ზოლში მრავლდება. თევზის უკეთ დასაჭერად ნისკარტზე კბილებისმაგვარი გამონაზარდი აქვს.
3.
   ინდოეთსა და სამხრეთ აზიაში გავრცელებული მცირე სტვენია იხვი (Dendrocygna javanica ) იკვებება ლოკოკინებით, მწერებითა და ბაყაყებით.
4.
აფრიკული ჯუჯა ბატი (nettapus auritus) ტროპიკებში მცხოვრები მცურავი იხვია, რომელიც ბუდეს ხეზე იკეთებს და წყლის შროშანებით იკვებება.
5.
   განიერცხვირა იხვი(anas clypeata) ამოძრავებს ნისკარტს აქეთ-იქით და შემდეგ ფილტრავს წყალს, რის შედეგადაც, პირში მცირე ორგანიზმები რჩება.
6.
  ფოლკლენდის მკვიდრი, ფრენის უნარს მოკლებული ტაჩისერი(tachyeres brachypterus) სამხრეთ ამერეიკისა და ფოლკლენდის კუნძულებზე გვხვდება.
7.
 სამეფო სუსხური (somateria spectabilis)  ყველაზე ჩრდილოეთით მცხვრები იხვისნაირია. იგი შეგუებულია ასეთ ექსტრემალურ ცივ გარემოს.

                                                                       ბატები
   ნამდვილი ბატები, ძირითადად, არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ფრინველები, რომლებიც, ჩვეულებრივ, შესაჯვარებლად არქტიკის ან სუბარქტიკის ზონას აკითხავენ. გამორჩეულია ჰავაის ბატი, რომელიც ჰავაის კუნძულის ენდემია და სხვაგან არსად არ გვხვდება. ერთხანს იგი ამოწყდომის პირას იდგა. მეორე ასეთი ბატია კაპებარას ბატი, რომელიც მხოლოდ ავსტრალიაში ბინადრობს.
   არსებობს ორი ფრინველი, რომელიც ბატის სახელწოდებას ატარებს, მაგრამ ნამდვილ ბატს არ წარმოადგენს. ესენია: კაჭკაჭისებრი და ფრთადეზებიანი ბატი. ფრთადეზებიანი ბატი აფრიკაში ბინადრობს და ბატისნაირებში ცალკე ქვეოჯახად არის გმაოყოფილი. კაჭკაჭისებრი ბატი ავსტრალიის ბინადარია. გამორჩეული შავ-თეთრი შეფერილობითა და მაღალი მოშიშვლებული სახით იხვისნაირებისგან საერთოდ ცალკე დგას.
   ნამდვილი ბატები დიდი ფრინველები არიან, გრძელი კისრითა და ხმამაღალი ყიყინის უნარით. იხვებისგან განსხვავებით, მდედრი და მამრი მსგავსად არის შეფერილი. ისინი სოციალურ და ჯგუფურ ფრინველებს წარმოადგენენ. სახეობათა უმეტესობა დიდ გაერთიანებებს ქმნის, ზოგჯერ რამოდენიმე ასეული ინდივიდის შემადგენლობით. აქ შესაძლოა სხვადასხვა სახეობებსაც შევხვდეთ. ბატებიც გადამფრენი ფრინველები არიან. გაზაფხულისა და ზაფხულის გამრავლების სეზონს ისინი მაღალ მთებში  გაშლილ ადგილებში ატარებენ, ხოლო ზამთარს - შედარებით ქვემოთ, საძოვრებსა და ჭაობებში. ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაფრენისას, ისინი დამახასიათებელი წესებით მოძრაობენ და მხოლოდ წინასწარ ნაცნობ, საყვარელ ადგილებში ჩერდებიან საკვებად. ზოგიერთი სახეობა ასეთი გადაფრენისას ათასობით კილომეტრს გაივილის, მიფრინავენ რა პირდაპირ არქტიკისკენ. ლათინური V-ს ფორმით ფრენა ჰაერის დინების საჭირო მიმართულების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას აძლევთ მათ.
   მიუხედავად იმისა, რომ ბატების უმეტესობა შესანიშნავად ცურავს და წყალში თავს კარგად გრძნობს, მათი ნახვა უფრო ხშირად ხმელეთზე შეიძლება. ზოგიერთი ბატი, მათ შორის ნაცრისფერი ბატიც, ძირითადად, ფესვის სახეცვლილებებით იკვებება და განსაკუთრებით კარტობილის ნარგავებს უქმნის საფრთხეს. ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ მიგრაციისას ისინი სავარგულებში ჩერდებიან და მოსავალს დიდ ზიანს აყენებენ. მისგან განსხვავებით, შავი ბატი კი მარილიან ჭაობსა და ჭინჭრობებში განვითარებული ზღვის ბალახით იკვებება.
                                                 ბატების ოჯახური ცხოვრება
  ბატები ხშირად წყვილებად გვხვდებიან. ასეთი წყვილი თანაცხოვრობს მთელი ზამთრისა და შემდეგ მთელი გამრავლების სეზონის განმავლობაში. ისინი ბუდეს მიწაზე, ორმოს მოპირკეთებით ან ბალახის ამოფენით იკეთებენ. ღინღლით შემოსილ, ახლად გამოჩეკილ ბატებზე ორივე მშობელი ზრუნავს. ასეთი ოჯახი ტავად ერთიანდება უფრო დიდ ჯგუფში. ამ გზით, პატარები სწავლობენ მიგრაციის წესებს, საყვარელი საკვები ადგილების მდებარეობას, მათი წინაპრების სეზონურ საცხოვრებლებსა და წინა ზამთრის საბუდრებს.

8.
   წითელჯვარა ყურყუმალა(netta rufina) მყვინთავი იხვია. შეწყვილების სეზონის შემდეგ მამრი თავის კაშკაშა ნარინჯისფერ ჯვარს კარგავს.
9.
   კანადური ბატი (branta canadensis) ფართოდ არის გავრცელებული მთელ ჩრდილოეთ ამერიკასა დადასავლეთ ევროპაში,ასევე, იგი შეიყვანეს ახალ ზელანდიაში.
10.
   ჰავაიური ბატი(branta sandvicensis) სხვა ბატებისგან სრულიად დამოუკიდებლად განვითარდა.
11.
   შავი ბატი(branta bernicla) სამი ქვესახეობა არქტიკაში ბინადრობს. ისინი ხშირად მიწაზე გუნდებად იბუდებენ, ზოგჯერ სუსხურთან ერთად. ევროპისა და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროზე ისინი ზღვის ბალახით იკვებებიან. 1930 წელს ეს მცენარე დაავადდა და მისმა გაქრობამ ამ სახეობის წარმომადგენლების დიდი რაოდენობით განადგურება გამოიწვია.
12.

   სამხრეთ ამერიკაში ბინადარი შავკისერა გედი(cygnus melancoryphus) ყველაზე პატარა გედია მსოფლიოში.
 13.
   წითელნისკარტა ანუ სისინა გედების ოჯახი ყოველთვის ერთად დაცურავს. მდედრი წინ მიუძღვის, ხოლო მამა უკნიდან იცავს პატარებს. წითელნისკარტა გედები(cygnus olor) მძაფრი შერკინების დროს კისრებგადაჭდობილები ერთმანეთს ფრთებს ურტყამენ და საკუთარი ტერიტორიის დაცვას ცდილობენ.
14.

    შავი გედის(cygnus atratus) კრუხობის შემდეგ, ჩვეულებრივ, იჩეკება ოთხი ბატარა, რომელთაგან სამი მაინც აღწევს ზრდასრულობას.

                                                        საინტერესო ცნობები
1. დიდი ხნის განმავლობაში წყალში გაჩერება, ცურვა და ტივტივი იხვისნაირების ბუნბულის აგებულებასა და კუდსუკანა ცხიმოვან ჯირკვალზე არის დამოკიდებული. ფრინველები რეგულარულად იწმენდენ და ისვამენ ამ ცხიმს ბუმბულზე, რაც მას წყალგაუმტარს ხდის.
2. კანადური ბატის სიდიდე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იცვლება. ყველაზე დიდი ფრინველი შვიდჯერ უფრო დიდია ყველაზე პატარა წარმომადგენელზე.
3. ფრენის უნარს მოკლებული ტაჩიერესი წრლის ზედაპირზე მცურავი ყველაზე სწრაფი ბატია, რომელიც ზოგჯერ 27 კმ/სთ სიჩქარით მიცურავს.
4. მესაყვირე და მყივანი გედები ძალიან ხმაურიანი ფრინველები არიან, სწორედ აქედან წარმოდგება მათი სახელებიც. სტვენია გედი სულაც არ სტვენს, მაგრამ აქვს სხვადასხვა დიაპაზონის ყიყინისა და ჟივჟვის უნარი. სისინა გედი მხოლოდ სისინით არ შემოიფარლება, არამედ უფრო ხშირად ყიყიებს, ყივის და ფრუტუნებს.




                             

3 comments:

  1. ყველაზე მაგარი პოსტია ! :)

    ReplyDelete
  2. ადრეც საყვარელი იყო :))

    ReplyDelete