Search This Blog

Saturday, October 20, 2012

ბრუნება

  s დაბოლოებათა მიხედვით სახელის შვიდნაირად ცვლას ბრუნება ეწოდება, თითოეულ ფორმას - ბრუნვა.

სახ.      -
მოთხ. -მა
მიც.     -
ნათ.    -ის
მოქმ.   -ით
ვით.    -ად
წოდ.    -
წრფელობითი - უნიშნო (გამოიყენებოდა ძველ ქართულში).


     სავრცობი
     მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში ბრუნვის ნიშანი შეიძლება გაივრცოს ხმოვნის დამატებით, რომელსაც სავრცობი ჰქვია.
     გავრცობილი ბრუნვის ნიშნები იხმარება სამ შემთხვევაში:



1. როცა მიცემითში, ნათესაობითსა და მოქმედებითში დასმულ სახელს მოსდევს და ან თუ კავშირი; მაგ: ქალს და კაცს, ქალის და კაცის, ქალით და კაცით...
2. როცა ნათესაობითში დასმული სახელი მსაზღვრელია და მეორე ადგილზე დგას; მაგ: მოთხრობა ილია ჭავჭავაძის, წიგნი ამხანაგის...
3. როცა მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი და ვითარებითი ბრუნვის ნიშანს დაერთვის ნაწილაკი; მაგ: ამხანაგსც, ამხანაგისც, ამხანაგითც, ამხანაგადც.


                                            სახელები ფუძეთა მიხედვით
     სახელის იმ ნაწილს, რომელსაც ბრუნვის ნიშანი დაერთვის, ფუძე ჰქვია. ფუძე შეიძლება იყოს სრული ან უსრული. სრულია, თუ მას არ აკლია ხმოვანი, უსრულია, თუ მას აკლია ხმოვანი; მაგ: ირემ-ს -სრული, ირმ-ის - უსრული.

                                           რიცხვის ფორმები
   სახელის ფორმა, რომელიც ერთ საგანს აღნიშნავს, არის მხოლობითი, რომელიც აღნიშნავს ერთზე მეტს - მრავლობითი.
   მრავლობითის ფორმას აწარმოებს ებ, და ბოლოსართები. ებ-ით ნაწარმოებს ებიანი ჰქვია, -თი - ნარიანი, -თი - თანიანი (ერთად - ნართანიანი).
   ნარიანი აწარმოებს ორ ბრუნვას, თანიანი - სამს, ებიანი - შვიდივეს.

სახ.      ყვავილ-ებ-ი             ყვავილ-ნ-ი
მოთხ. ყვავილ-ებ-მა                                             ყვავილ-თ(ა)
მიც.     ყვავილ-ებ-ს                                               ყვავილ-თ(ა)
ნათ.    ყვავილ-ებ-ის                                             ყვავილ-თ(ა)
მოქმ.   ყვავილ-ებ-ით                              
ვით.   ყვავილ-ებ-ად
წოდ.   ყვავილ-ებ-ო           ყვავილ-ნ-ო

        იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, რომელ ბრუნვაშია თანიანი მრავლობითით წარმოდგენილი სიტყვა, ჩავანაცლოთ ებიანით; მაგ: ყვავილთ სული განაბეს -ყვავილებმა სული განაბეს.


                მრავლობითი რიცხვის უქონელი არსებითი სახელები
1) საკუთარი სახელები;
2)ნივთიერებათა სახელები;
3)აბსტრაქტული სახელები;
4)მოქმედების აღმნიშვნელი სახელები.

6 comments:

  1. რა მაინტერესებდა: სიტყვათა წყობა "რობერტ სტურუა" ყველა ბრუნვაში ნათესაობითი ბრუნვის ფორმას რატომ იღებს?

    ReplyDelete
    Replies
    1. რობერტ სტურუა საკუთარი სახელია და იბრუნვის.
      ამ შემთხვევაში, როცა სახელი და გვარი ერთად იხმარება, სახელი უბრუნველია, ბრუნვის ნიშნებს კი გვარი მიიღებს:
      სახ. რობერტ სტურუა
      მოთხ. რობერტ სტურუა–მ
      მიც. რობერტ სტურუა–ს
      ნათ. რობერტ სტურუა–ს(ი)
      მოქმ. რობერტ სტურუა–თ(ი)
      ვით. რობერტ სტურუა–დ
      წოდ. რობერტ სტურუა(ვ)

      Delete
  2. თაკო მართალია საპასუხოდ უკვე გვიანია მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს )

    ReplyDelete
  3. რობერტ სტურუა საკუთარი სახელია და იბრუნვის.
    ამ შემთხვევაში, როცა სახელი და გვარი ერთად იხმარება, სახელი უბრუნველია, ბრუნვის ნიშნებს კი გვარი მიიღებს:
    სახ. რობერტ სტურუა
    მოთხ. რობერტ სტურუა–მ
    მიც. რობერტ სტურუა–ს
    ნათ. რობერტ სტურუა–ს(ი)
    მოქმ. რობერტ სტურუა–თ(ი)
    ვით. რობერტ სტურუა–დ
    წოდ. რობერტ სტურუა(ვ)

    ReplyDelete
  4. ისე რა მაინტერესებს ჩვეულებრივ მეტ
    ყველებაში რა და რა შემთხვევაში იხმარება გავრცობილი ბრუნვის ფორმები

    ReplyDelete
  5. გაშმაგებულები- გაშმაგებულნო სწორედ არის ხომ

    ReplyDelete