Search This Blog

Monday, October 15, 2012

ნაწყვეტი "მგზავრის წერილებიდან"

" - მაშ უწინდელი წყობა და დრო უკეთესი იყო ?
  - რატომ არა ? - მიპასუხა ლელთ ღუნიამ.
  - რით იყო უკეთესი ? 
  - ადრე, ავად თუ კარგად, ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს. 
  - ეხლა რომ მშვიდობიანობა არის ?
  - რაის ვაქნევ ცარიელ მშვიდობას. ცარიელ სტომაქით... უხმარ სატევარს ჟნგი დაედების. რაი არს მტერობა, თუ ერი ერობს ? ცარიელი მშვიდობა მიწაშიაც გვეყოფის.
    მიგიხვდი ჩემო მოხევევ, რა ნესტარიტაც ხარ ნაჩხვლეტი. " ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო " - სთქვი შენ და მე გავიგონე, - მაგრამ გავიგონე თუ არა, რაღაც უეცარმა ტკივილმა ტვინიდამ გულამდე ჩამირბინა, იქ, გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა. როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის? ოხ, როდემდის, როდემდის? ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამის პასუხი!"

No comments:

Post a Comment