საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ჰქვია.
მისი ჯგუფებია:
1. ვინ ჯგუფისა და რა ჯგუფის სახელები
ვინ დაესმის ადამიანებს, რა - ყველა დანარჩენს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ერთი და იგივე სიტყვა შეიძლება იყოს როგორც რა ჯგუფისა, ისე ვინ ჯგუფისა.
მაგ: ბებიამ სიამოვნებით გაიხსენა თავისი ახალგაზრდობა - რა?
ძალიან მოწონს ჩვენი სკოლის ახალგაზრდობა - ვინ?
2. სულიერთა და უსულოთა სახელები
სულიერი ეწოდებასაკუთარი ძალით მოძრავ ცოცხალ არსებას; მაგ: ადამიანები, ფრინველები, ცხოველები...
უსულო ჰქვია ისეთ საგანს, რომელსაც თავისი ძალით მოძრაობა არ შეუძლია; მაგ: ხე, ქვა, მდინარე, სახლი...
3. საკუთარი და საზოგადო სახელები
საკუთარია სახელი, რომელიც ერთ რომელიმე საგანს ჰქვია, საზოგადო კი ერთნაირ საგანთა საერთო სახელია; მაგ: ქალაქი - საზოგადო, თბილისი - საკუთარი.
გეოგრაფიული სახელები იწარმოება -ეთ ბოლოსართისა და სა - ეთ, სა - ო თავსართ-ბოლოსართის საშუალებით; მაგ: საბერძნეთი, საქართველო, სვანეთი...
4. კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები
კონკრეტულია სახელი, თუ ის აღნიშნავს ნივთიერი სახის მქონე საგანს; მაგ: მერხი, წიგნი, მერცხალი, ჰაერი.
აბსტრაქტულია სახელი, თუ ის აღნიშნავს ისეთ რამეს, რომელსაც ნივთიერი სახე არ გააჩნია. მისი მაწარმოებლებია -ება, -ობა, სი - ე; მაგ: სიბრძნე, გულწრფელობა, ბედნიერება...
5.კრებითი სახელები
კრებითია სახელი, რომელიც აღნიშნავს ერთგვარ საგანთა კრებულს, მაგ: ფარა, ჯოგი, ხროვა, გუნდი... იწარმოება -ნარ ბოლოსართით, მაგ: ნაძვნარი, ფიჭვნარი...
მაგრამ სხვადასხვა შემთხვევაში ერთი და იგივე შეიძლება ერთ საგანს აღნიშნავდეს, შეიძლება - მრავალს; მაგ:
თედოს ცხვარი დაეკარგა - მხოლობითი;
ფერდობზე ცხვარი შეფენილიყო - კრებითი.
6. ნივთიერებათა სახელები
ნივთიერებათა სახელების დათვლა და ცალკე ერთეულებად წარმოდგენა არ ხერხდება; მაგ: ოქრო, ვერცხლი, რძე, თაფლი, ქარვა, ქვანახშირი, კირი... ისინი შეიძლება აიწონოს ან გაიზომოს.
7. მოქმედების სახელები
ბევრი სიტყვა მოქმედებას აღნიშნავს, მაგრამ წინადადებაში ისეა გამოყენებული, როგორც არსებითი სახელი და მიგებს კითხვაზე რა? მაგ: ჭრა, კერვა, კეთება, დგომა, მღერა...
8 კნინობით-ალერსობითი სახელები
კნინობით-ალერსობითი სახელები ძირეული სიტყვით აღნიშნულ საგანს შემცირებულად წარმოგვიდგენს. მაწარმოებლებია:
ა - ჩიტა, დედოფალა...
აკ - გორაკი, წიგნაკი...
ია - დაია, ბიძია...
იკო - დედიკო, თამრიკო...
ილო - მამილო, დედილო...
უნა - ფისუნა, ჩიტუნა...
უნია- დათუნია, კაცუნია...
იკელა - ზურიკელა, დათიკელა...
9. უცხოაფიქსიანი არსებითი სახელები
მაწარმოებლებია - იზმ, - ისტ.
-იზმ აღნიშნავს მოძღვრებას, -ისტ - მიმდევარს.
მაგ: ტურიზმი-ტურისტი...
10.სინონიმური, ომონიმური, ანტონიმური არსებითი სახელები
სინონიმები ეწოდება ბგერითი შედგენილობით განსხვავებულ, შინაარსით ერთნაირ სიტყვებს; მაგ: კომში-ბია, დროშა-ალამი, ვირი-სახედარი-კარაული...
ომონიმები ეწოდება ბგერითი შედგენილობით ერთნაირ, შინაარსით გასხვავებულ სიტყვებს; მაგ: ბარი(ღამის ბარი)-ბარი(სამუშაო იარაღი)-ბარი(მთა და ბარი)...
ანტონიმები ეწოდება საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებს; მაგ: მაღალი-დაბალი, დიდი-პატარა...
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteსად არის გეორაფიული?
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteso good site🥹🥹
ReplyDelete