ამ პოსტით მინდა
ერთგვარი მიმოხილვა, „რევიუ“ გავაკეთო მართლაც შესანიშნავი ფილმისა - „მეოცნებენი“
და ჩემი სუბიექტური აზრი დავაფიქსირო ამ ფილმთან მიმართებით. შესაბამისად ჩემი თვითმიზანი
არაა ყველა დამეთანხმოს, რადგან ყველას საკუთარი აზრის ქონისა და გამოხატვის თავისუფლება
აქვს. მოკლედ, დავიწყოთ.
აჯანყებულები -
მარცხი თუ გამარჯვება
(ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმ „მეოცნებენის“ მიხედვით)
ამ ფილმით რეჟისორმა
კიდევ ერთეხელ დაადასტურა, თუ რა დონის გენიოსია კინემატოგრაფიაში. ფილმი გადაღებულია შოტლანდიელი მწერლის გილბერტ ადერის
ნოველის მიხედვით. ფილმის სიუჟეტი ვითარდება 60-70-იანი წლების საფრანგეთში; ამ პერიოდში, კერძოდ კი 1968
წელს, პარიზში სტუდენტები მასიურად გაიფიცნენ. მთავრი იდეა და რეჟისორის ჩანაფიქრი
ცოტა რთულად აღსაქმელი აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ ვეცდები ჩემი აზრი
და შთაბეჭდილებები გამოვხატო ამ ფილმის შესახებ.
ამერიკელი მეთიუ
საფრანგეთში ჩადის სასწავლებლად, სადაც შეხვდება სტუდენტ და-ძმას ტეოსა და იზაბელს,
რომლებიც ამ პერიოდის გაფიცვებში იღებენ მონაწილეობას. ტეო და იზაბელი მეთუს თავიანთი
მშობლების სახლში გადაიყვანენ და აქედან იწყება ყველაფერი. ჩემი აზრით, რეჟისორი გვაჩვენებს იმ არაკომუნიკაბეულურ
სამყაროს, რომელიც იმ პერიოდში გამეფებულიყო და ის ფაქტი, რომ ტეო და იზაბელი ძალიან
სწრაფად დაიმეგობრებენ ამერიკელ ბიჭს, ამ სტერეოტიპის ნგრევაზე მეტყველებს. მაგრამ
აქვე უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ და-ძმა ამ სამყაროს მსხვერპლნი არიან და ურთიერთობების
არარსებობის გამო ერთანეთზე ზედმეტად არიან დამოკიდებულები. როგორც ყველა, ისე მეთიუ,
ტეო და იზაბელიც იმ დანაწევრებული სამყაროს ნაწილნი არიან. ჩემი აზრით, სამივესთვის
სექსი და რევოლუცია იდენტურ ცნებებედაა ქცეული, რადგან ისინი სიზმრისეულ სამყაროში
ცხოვრობენ. მათი სექსუალური აღვირახსნილობა ჩემთვის აღიქმება ერთგვარ პროტესტად, როგორც
რევოლუცია. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მათთვის არ არსებობს ღმერთი და და-ძმას
მშობლებისადმი ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ.
ფილმში საფრანგეთის
რევოლუციაა ნაჩვენები და ჩემი აზრით, ეს უბრალოდ არ აქვს გამოყენებული ბერტოლუჩის,
რადგან ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ ფილმი მთლანად რევოლუციონისტურია
და ეს სტუდენტები არიან ის აჯანყებულები, რომლებიც ცდილობენ, რაღაც ახალს ჩაუყარონ
საფუძველი. დააღწევენ ამ სიზმრისეულ სამყაროს თავს და გახდებიან თუ არა რეალური ადამიანები
რეალურ სამყაროში ამაზე პასუხს ფილმის ბოლოს ვგებულობთ. იზაბელი ტეოს ეუბნება, რომ
თუ მისი მშობლები ამ ყველაფერს გაიგებენ, ის თავს მოიკლავს და ეს ასეც მოხდება, მაგრამ
იზაბელს იმდენად შეუყვარდება ბიჭები, რომ გადაწყვეტს, თავისი თავიც მოიკლას და მეგობრებიც
მოკლას. ჩემი აზრით, ეს ალეგორიაა იმისა, რომ აჯანყებულები სიზმრისეულმა სამყარომ იმსხვერპლა,
მაგრამ უეცრად ჩაძინებულებს მინის მსხვრევის ხმა შემოესმებათ და გამოფხიზლდებიან. ამ
მომენტში, ვფიქრობ, რომ მეგობრები გახდებიან რეალური ადამიანები. და-ძმა შეუერთდება
საპროტესტო ტალღას, რომელიც მძვინვარებდა პარიზის ქუჩებში, მაგრამ მათ მეთიუ არ გაჰყვება.
ჩემი აზრით, მეთიუ მათ იმიტომ არ გაჰყვა, რომ ის საფრანგეთში ჩამოსვლამდე რეალურ სამყაროში
რეალურად ცხოვრობდა და ის ტყუპებმა ჩაითრიეს. როდესაც იგი გამოფხიზლდა, მიხვდა, რომ
მას არ სჭირდებოდა ბრძოლა, რადგან ის ისედაც თავისუფალი და რეალისტი იყო. ის ტყუპებსაც
მოუწოდებდა გამოფხიზლებისაკენ, მაგრამ ვერ მოახერხა, თუმცა, რევოლუციამ ნამდვილად შეძლო
ეს. ტეო და იზაბელი კი პირველები გაექანებიან ჟანდარმებისაკენ და ცეცხლ მოკიდებულ ბოთლს
ისვრიან. ამით ფილმიც მთავრდება.
სიმართლე გითხრათ,
ფილმს რამდენჯერმე ვუყურე და ძალიან გამიჭირდა მის აზრს ჩავწვდომოდი. ალბათ ყველაფერს
ართულებს ეროტიკული სცენები, რომლებიც ყურადღებას იპყრობს და ერთი შეხედვით რევოლუციას
სულაც არ ვაქცევთ ყურადღებას. მაგრამ ის, რაც თითქოს უკანა პლანზეა (ვგულისხმობ ქვეყანაში
არსებულ არეულობას), სინამდვილეში ფილმის მთავარი იდეის მატარებელია. ზედაპირულად
თუ შევხედავთ, სამი მეგობრის საქციელი გარყვნილებაა, თუმცა, შეიძლებაა მათი სიმბოლიზება,
რაზეც ზემოთ ვისაუბრე.
საბოლოოდ კი,
მართალია, შეგვიძლია ფილმში რევოლუციის იდეის გამოყოფა, მაგრამ ჩემთვის გაურკვეველი
რჩება, როგორ მთავრდება სტუდენტების ეს მცდელობა. როგორ უნდა გავიაზროთ დასასრული?
ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, დაიხოცებოდნენ თუ არა თეო და იზაბელი, რადგან ორივე
შემთხვევაში მათი ბრძოლას ექნებოდა აზრი. ისინი ილვტვოდნენ თავისუფლებისკენ, ცვლილებისკენ,
სიახლისკენ. ამგვარი მცდელობა კი თავისი არსით უკვე წარმატების ნიშანია, რადგან მასში
ჩანს ადამიანის მისწრაფება უზენაესი ღირებულებებისაკენ. მაშასადამე, მათი იდეა აღმატებულია
ფიზიკურ არსებობაზე, შესაბამისად, სხვა ყველაფერს აზრი ეკარგება. ფილმის ბოლო მართალია,
ცოტა დამაბნეველია მისი ფაბულის გასაგებად, მაგრამ იდეის ასე მძაფრად სიმბოლიზება–რეალიზება,
უდავოდ ამაღელვებელია.
p.S ამ ფილმის განხილვის დაწერა, იმიტომ გადავწვიტე, რომ ქართველ ახალგაზრდებში ხშირად ვხედავ ყოყმანის და ნეიტრალურობის მომენტს და მინდა ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო ბრძოლიკენ და პატარა ელემენტარული იდეის დაცვისკენ, რომელიც მათ გონებაში გაჩნდება, რადგან სწორედ გონებიდან და შემდგომ გამბედაობიდან იწყება რევოლუცია, რომელიც ძლიან სჭირდება ჩვენს საზოგადოებას.
No comments:
Post a Comment