Search This Blog

Saturday, October 22, 2016

ჩემი ბლოგი

      ჩემი ბლოგი არასდროს ყოფილა ბლოგი და არც მე ვარ ბლოგერი. ვწერ მაშინ, როდესაც ჩემში მძლავრი ემოცია იღვიძებს. ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ არასდროს გამისაჯაროვებია. ეს ბლოგი არასდროს ყოფილა ბლოგი უფრო შემეცნებით ვებგვერდს გავდა, მაგრამ მე ხომ სულით ბიზნესმენი ვარ შესაბამისად ზედმეტ დანახარჯს არ გავწევ, რომ ვიყიდო დომენი და მართლაც კარგი შემეცნებითი საიტი გავაკეთო, თან მე ეს არაფერში მჭირდება.


      ვწერ ვასაჯაროებ ესეიგი დიდი ემოცია მამოძრავებს, რომ დაწერა გადავწყვიტე. ბიზნესმენი ვარ სულითთქო. რა სისულელე ვთქვი. ეს ხომ მე არ ვარ. მე გადავიქეცი იმ ადამიანად რომელიც არასდროს არ მინდა ვყოფილიყავი. არასდროს არ მინდოდა ვყოფილიყავი მატერიალისტი, მაგრამ ამ წამს ჩემი თავი მძულს ზუსტად მაგ მიზეზის გამო. დამერწმუნეთ ცხოვრება ლამაზი ნამდვილად არ არის მაშინ, როდესაც უამრავ დროს უთობ იმას, რომ ცხოვრებაში რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო. არ აქვს მნიშვნელობა რა ასპექტში აკეთებ ამას, იქნება ეს პროდუქტის ყიდვა, ადამიანების გაცნობა თუ სხვა. მომენატრა ჩემი თავი, როდესაც ადამიანებთან ურთიერთობა მავსებდა და მაბედნიერებდა და არ იყო წამი, როდესაც ვფიქრობდი, რომ მე მარტო ვიყავი ამ ცხოვრების დაკლაკნილ გზაზე.
     მინდა ბევრ რამეზე ვისაუბრო, მაგრამ მეზარება, იმიტომ რომ წერის პროცეში თანდათან ვთავისუფლდები და ემოციას ვკარგავ და წერის სურვილიც ქრება. უამრავი ფიქრი ირევა ამ წუთას გონებაში, მაგრამ არცერთზე ფიქრი არ მინდა. მაქვს სურვილი აქტიურად ვწერო და ჩემი ემოციები გავუზიარო ადამიანებს, მაგრამ მე არ ვარ მწერალი და არც ბლოგერი, რომელიც ემოციის გარეშე მოახერხებს წერას. მადლობა მინდა გადავუხადო მკითხველს. დიდი პატივია თუ ჩემი საინფორმაციო გვერდი რამეში გამოგადგათ. აბიტურიენტებს კიდე მოგიწოდებთ, რომ "დაგუგვლას" შეეშვით არგუმენტირებული ესეების. ეს თქვენ არაფერში არ გჭირდებათ ყველანი ინდივიდუალურები და უპირველეს ყოვილისა გამორჩეულები ვართ. არავინ არაა უნიჭო ყველა თავისებურად ნიჭიერია, უბრალოდ საკუთარი თავი პოვნაა რთული. ამიტომ მუდამ გქონდეთ თქვენი აზრი და ჩემი ესეები სანაგვეზე მოისროლეთ. იყავით ის რაც გინდათ იყოთ რაც თქვენ სულს და ხასიათს შეეფერება ნუ მოერგებით ცხოვრებას და საზოგადოებრივ ჩარჩოებს. მე ეს ვერ შევძელი, იმედია თქვენ გამოგივათ.

1 comment:

  1. If you're trying hard to lose pounds then you certainly have to try this brand new personalized keto diet.

    To produce this keto diet service, licenced nutritionists, fitness trainers, and professional cooks joined together to produce keto meal plans that are efficient, painless, money-efficient, and delightful.

    Since their grand opening in 2019, 100's of clients have already completely transformed their body and health with the benefits a proper keto diet can offer.

    Speaking of benefits: clicking this link, you'll discover eight scientifically-proven ones provided by the keto diet.

    ReplyDelete