Search This Blog

Friday, October 12, 2012

სან-სტეფანოს წინასწარი საზავო ხელშეკრულება

მუხლი 2: ბრწყინვალე პორტა აღიარებს ჩერნოგორიის სამთავროს დამოუკიდებლობას;
მუხლი 3: ბრწყინვალე პორტა აღიარებს სერბეთის სამთავროს დამოუკიდებლობას;
მუხლი 5: ბრწყინვალე პორტა აღიარებს რუმინეთის დამოუკიდებლობას;
მუხლი 6: ბულგარეთი იქნება თვითმართველობის უფლებით ხარკის გადამხდელი ქრისტიანული სამთავრ;
მუხლი 12: დუნაიზე ყველა ციხესიმაგრე უნდა დაინგრეს . რუმინეთსი სერბეთის და ბულგარეთის სამთავროთა წყლებში იკრძალება სამხედრო ხომალდების მანევრირება;
მუხლი 19: სამხედრო კონტრიბუცია, რასაც მოითხოვს რუსეთის იმპერატორი, მოიცავს    1 410 მილიონ რუბლს. იმბერატორი ითვალისწინებს თურქეთის ფინანსურ პრობლემებს და თანხმობას აცხადებს შეიცვალოს დიდი ნაწილი აღნიშნული თანხისა შემდეგი ტერიტორიული დათმობებით: ტულჩინოს სანჯაყო, ბესარაბია, არდაგანი, ყარსი, ბათუმი, ბაიაზეთი;
მუხლი 21: რუსეთისათვის დათმობილ ტერიტორიაზე მცხოვრებთ შეუძლიათ 3 წლის განმავლობაში გაყიდონ უძრავი ქონება და გადასახლდნენ იმპერიის ფაგლბს გარეთ. ვინც 3 წლის ვადაში არ დატოვებს ტერიტორიას და არ გაყიდის ქონებას, დარჩება რუსეთის ქვეშევრდომობაში;
მუხლი 28: წინასწარი საზავო ხელშეკრულების რატიფიკაციისთანავე სამხედრო ტყვეები გაიცვალონ ორივე მხრიდან დანიშნული კომისრების მონაწილეობით, რომლებიც გაემგზავრებიან ოდესასა და სევასტოპოლში.

No comments:

Post a Comment