Search This Blog

Thursday, November 14, 2013

არგუმენტირებული ესე აბიტურიენტთათვის - საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტელევიზორის ყურება საზიანოა ბავშვებისათვის, რადგან ტელევიზორით ნაჩვენები ძალადობის სცენები უარყოფით ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს მათზე

    მე ვეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელევიზორის ყურება საზიანოა ბავშვისათვის, რადგანაც ტელევიზიით ნაჩვენები ძალადობის სცენები უარყოფით ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს მათზე.
    ჩემი აზრით, ადამიანის ხასიათი ყალიბდება მოზარდობის პერიოდში. ბავშვი ქცევას გარემოსგან სწავლობს, რომელშიც ის იმყოფება. სწორედ ამ გარემოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სატელევიზიო სივრცე. XXI საუკუნეში ბავშვების უმეტესობა დიდ დროს ატარებს ტელევიზორთან. ფაქტობრივად, ძალადობის ყურებისას მოზარდი ფიქრობს, რომ ასეთი ქმედება ურთიერთობის მიღებული ფორმაა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ მოვარიდოთ ბავშვები ტელევიზორს, როცა ისინი უყურებენ ძალადობის სცენებს, რათა მოზარდებზე არ მოახდინოს უარყოფითი ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მართალია ასაკობრივი შეზღუდვა მითეთებული აქვს სატელევიო გადაცემას ან კინოს, მაგრამ ძალიან რთულია იმის გაკონტროლება თუ რას უყურებს ბავშვი. სატელევიზიო სივრცეს თუ კომპიუტერს და ინტერნეტსაც დავუმატებთ, მარტივად მივხვდებით, რომ ოცდამეერთე საუკუნის ბავშვები ნამდვილად ბევრ უარყოფით ინფორმაციას გებულობენ.



    სოციოლოგიურმა კვლევებმა სხვადასხვა ქვეყანაში აჩვენა, რომ ტელევიზიით ძალადობის სცენების ჩვენებამ ორჯერ გაზარდა კრიმინალის რაოდენობა.  ის ახალგაზრდები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ტელევიზორთან, მეტ დანაშაულს ჩადიან. ამიტომ ბევრ ქვეყანაში ამოქმედდა სამაუწყებლო კოდექსები, რომლებიც მკაცრად სჯის ტელეარხს არასრულწლოვანთათვის ხელმისაწვდომ დროს მავნე ზემოქმედების სცენების ჩვენებისათვის. მე მომწონს სამაუწყებლო კოდექსი და ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყნის მთავრობამ უნდა მიიღოს ასეთი კანონი. საქართველოშიც გვაქვს მსგავსი სახის პრობლემა. ტელესერიალები, ეგრეთწოდებული "საპნის ოპერები" საკმაოდ ყურებადია და ტელევიზიას მათი შესყიდვა ფილმებთან შედარებით იაფი უჯდება. არცერთი ტელეარხი არ იტყვის უარს ნაკლებ დანახარჯებზე და ბევრ მაყურებელზე, სწორედ ამიტომ ქართული სატელევიზიო სივრცე, ჩემი აზრით, ზედმეტად გადატვირთულია ბრაზილიური თუ კოლუმბიური სერიალებით. არის საუბარი იმაზე, რომ მალე კანონი შევა ძალაში, რომელიც საათობრივ შეზღუდვას დააწესებს "საპნის ოპერებზე", მაგრამ ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. უახლოეს მომაავლში ამ მხრივ ცვლილებებს არ უნდა მოველოდეთ.

   ჩემი აზრით, ტელევიზორმა შეიძლება დადებითი ზემოქმედებაც მოახდინოს ბავშვებზე, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სხვადასხვა ტელეარხი მხოლოდ ბავშვებისათვის გამოყოფს სატელევიზიო დროს, რომელშიც არ იქნება ნაჩვენები ძალადობის სცენები, მაგრამ, გულახდილად, არ მჯერა, რომ რომელიმე არხი ბავშვებისთვის საერთოდ რამეს გააკეთებს. ამას მარტივი ახსნა აქვს, ასეთი ტიპის აქტივობით ისინი ფულს ვერ იშოვნიან და ეს მათთვის პრობლემაა.
p.s. ნუ გადაწერ, იაზროვნე !

5 comments:

  1. თქვენ გაიხარეთ!

    ReplyDelete
  2. მე ვარ თიკო პატარების მეგობარი

    ReplyDelete
  3. 18-19 რატომ მე 20 მინდა ბანძები ხართ სხვას ვნახავ ამაზე კარგს მეც დავწერ

    ReplyDelete
  4. აუუ მერვე კლასისთვის როგორ დავწერო ესე??

    ReplyDelete
  5. აუუ მერვე კლასისთვის როგორ დავწერო ესე??

    ReplyDelete