Search This Blog

Friday, October 28, 2016

რასაც აქვს დასაწყისი აუცილებლად აქვს დასასრული

   ძლიერი ემოცია, სხვანაირად აქ არ მოვიდოდი და წლების წინ შექმნილ ბლოგზე არ დავწერდი. მინდა რაღაც გავაზიარო, მაგრამ არ მინდა ეს ქართულ ფეისბუქის პოსტს დაემსგავსოს. ბედნიერი წლები იყო 2012-დან მოყოლებული, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი სანამ ადამიანი რამეს არ დაკარგავს მანამდე არ დაფასებს სისტემა, მეც იგივე დამემართა. ჩემი ბრალი და საერთოდ ბრალეულობა რა შუაშია, არც უნდა ვახსენებდე ამას, მართლა არაფერია. ალბათ ძალით ვიდანაშულებ თავს იმაში, რომ ბედნიერება დავკარგე, მაგრამ ვიცი ჩემი ბრალი არაა. ხო, ბანალური ფრაზაა ვცადეთ გულისთვის გვებრძნებინა და არ გამოვიდა.



   რამ გამოიწვია ემოცია, ძლიან მარტივმა რამემ. ვიცი, რომ აღარაფერი გამოვა და ცხოვრების ლამაზი ექვსი წელი დამთავრდა, მაგრამ ემოცია ერთმა უბრალო დეტალმა გამოიწვია. ჩემი საათი, რომელიც ოქროს დაბადების დღეზე მაჩუქეს მეგობრებმა, რომლებსაც ჩემი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე (უბრალოდ ასეთი ვარ) სათანადოდ ვერ ვაფასებ და ამაზე ხშირად ვფიქრობ. ჰო, საათი ვახსენე. ამოაგდო ფბ-მ ფოტო, სადაც ჩემი საათი უკეთია და ამ ერთმა დეტალმა იმდენად დიდი სურვილი აღძრა არასებულის და დამთავრებულის, რომ დაწერა მომინდა. ალბათ ჩემ საუკეთესო მეგობარს მოვუყვებოდი, მაგრამ ახლა მე საუკეთესო მეგობარიც აღარ მყავს. დრო ჭირდება ალბათ ყველას, სადაც 6 წლის შემდეგ 2 კვირაში დეპრესია დავიკიდე ამ უაზრო ემოციებსაც გავაქრობ მალე. შეიძლება ვინმემ მითხრას იბრძოლეო. მათ ვეტყვი, რომ ყველაფერი გავაკეთე, ამაში დარწმუნებული ვარ. კარგია რომ დავწერე გავთავისუფლდი. ერთადერთი ვისაც შეუძლია ახლა გამიგოს ჩემთან აღარაა და სურვილი მქონდა მიმეწერა, მაგრამ აქ დაწერა ვამჯობინე. თბილადაც მიპასუხებდა, მაგრამ ეს აღარაფერში მჭირდება. ვიპოვი ვინმეს ვინც კიდევ უფრო კარგად გამიგებს. როგორც სიყვარულია აუცილებელი ისევე ტკივილია საჭირო. უბრალოდ მე ტკივლი მაიძულებს ვწერო და სიყვარულს ეს არ გაუკეთებია, ბედის ირონიაა. მიუხდავად ყველაფრისა ცხოვრება მშვენიერია და დააფასეთ მაშინ როცა ცხოვრება ყველაზე აუტანელია თქვენთვის. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყველაზე ძლიერი არსება ხართ. გამითავდა ემოცია ღამემშვიდობის !!!

No comments:

Post a Comment