ტრაგიკული ნათესაობა
ერთმა ფილადელფიელმა მოქალაქემ თავი მოიკლა და შემდეგი სახის წერილი დატოვა:
- მე შევირთე ქვრივი ქალი, რომელსაც მოზრდილი ქალიშვილი ჰყავდა. მამაჩემმა შეიყვარა იგი და ცოლად შეირთო. ასე, რომ მამაჩემი სიძე გახდა ჩემი, ხოლო გერი - დედაჩემი, რადგან ის მამაჩემის მეუღლე იყო.
ჩემ ცოლს შეეძინა ვაჟი, რომელიც მამაჩემს ცოლის ძმად ეკუთვნოდა. მე კი ბიძად როგორც ჩემი დედის ძმა.
მამაჩემის ცოლსაც შეეძინა ვაჟი. იგი, რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც იყო და შვილიშვილიც, როგორც ჩემი ქალიშვილის ვაჟი.
მასაშადამე, ჩემი ცოლი გახდა ჩემი ბებია, როგორც დედაჩემის ანუ ჩემი გერის დედა, მე კი ერთსა და იმავე დროს ჩემი ცოლისთვის ქმარიც ვარ და შვილიშვილიც, და რადგან, რომელიმე ადამიანის ბებიის ქმარი ამავე დროს ამ ადამიანის ბაბუაც არის , გამოდის, რომ მე საკუთრი თავის ბაბუაც ვყოფილვარ
No comments:
Post a Comment