Search This Blog

Friday, October 12, 2012

აღა-მაჰმად-ხანის ერეკლე II-სადმი გაგზავნილი წერილი

    "თვენმა უმაღლესობამაც კარგად იცის, რომ ამ ასი თაობის განმავლობაში თქვენ სპარსეთის ქვეშევრდომები იყავით. ახლა კი გაოცებით შევნიშნავთ, რომ თქვენ რუსებს მიემხარით...

    შენ ოთხმოცდაათი წლის კაცი ხარ და ასეთ შეცდომას როგორ უშვებ: მოიყვანე ურჯულოები, შეუერთდი მათ და უფლებებსაც ანიჭებ ! მიუხედავად იმისა, რომ თქვენი რწმენა ჩვენისაგან განსხვავებულია, თქვენ ყოველთვის სპარსეთთან გქონდათ კავშირი. სპარსეთში ბევრია თათარი, ქართველი, სომეხი, ურჯულო და სხვა სარწმუნოების მიმდევარიც. გასულ წელს შენ იძულებული გამხადე, რამდენიმე ქართველი მომესპო, თუმცა კი ჩვენ სულაც არ გვსურდა, რომ ჩვენი ქვეშევრდომები ჩვენივე ხელით დაღუპულიყვნენ. ახლა კი, ღვთის წყალობით, რომლის ძალითაც ჩვენ ასეთ დიდებას მივაღწიეთ, გაუწყებთ, რომ ერთგულება ასე გვესმის: ამჟამად უმაღლესი ნებაა, რომ შენ, როგორც ჭკვიანმა, თავი ანებო ამგვარ საქმეს და რუსებთან კავშირი გაწყვიტო. თუ ამ ბრძანებას არ შეასრულებ, მაშინ მალე მოვაწყობთ ლაშქრობას საქართველოში, ერთად დავღვრით რუსულ და ქართულ სისხლს და მტკვარივით ვადენთ. საჭიროდ ჩავთვალეთ შენთვის ამის შეტყობინება და ამიტომ მოგწერეთ ეს წერილი, რომ შენ ყურად იღო ჩვენი ბრძანება და შეიგნო შენი მდგომარეობა."

No comments:

Post a Comment