მე
არ ვეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს,
რომელიც თვლის,რომ გენდერული თანასწორობა მიუღებელია. ჩემი აზრით, საზოგადოებრივ
საქმიანობაში ჩართულ ქალს შეუძლია მოიცალოს საოჯახო საქმეებისა და შვილის
აღზრდისთვის. მე ვფიქრობ, რომ გენდერული თანასწორობა ოჯახურ ურთიერთობებთან
ნაკლებადაა კავშირში, ის უფრო გლობალურია, მაგრამ საქართველოში ძირითადად
სტერეოტიპული შეხედულებების გამო, გენდერი და ოჯახური თანაცხოვრება ერთად განიხილება.
გენდერული ბალანსი დაცული უნდა იყოს არამარტო ოჯახებში, არამედ ყველგან, სამსახური
იქნება ეს თუ რესტორანი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ბევრს გენდერული
თანასწორობის შინაარსი სწორად არ ესმის. ამგვარი შეხედულებების გამო, ჩვენს
ქვეყანაში, ჩემს შემდგომ მსჯელობას განვავრცობ ისე, რომ გენდერული თანასწორობა
დაუკავშირო ოჯახს.
ამერიკასა
და ევროპულ ქვეყნებში ორივე სქესის წარმოადგენლები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.
ამ ქვეყნებში საშუალო დონის ოჯახებში კაცების მსგავსად, ქალებიც მუშაობენ და თან, ამავდროულად,
ოჯახისთვისაც იცლიან. რა თქმა უნდა, არიან ისეთი სუსტი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც
ვერ იცლიან შვილებიშთვის , მაგრამ ისინი ქირაობენ ძიძებს. ასეთი ქალების ქცევა მეუღლეთათვის მისაღებია და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.
საქართველოში
ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა. ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, კაცების
საკმაოდ დიდი ნაწილისათვის მიუღებელია ქალების მუშაობა. ჩემი აზრით,
მამაკაცების ასეთი დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს, ქვეყანაში დეკრეტული
შვებულების არასებობის ან სამუაშო დროის ხანგრძლივობის გამო. ჩემთვისაც, რიგითი
ქართველისათვის, მიუღებელია ის, რომ ქალებმა თავიანთ ოჯახებს არ მიაქციონ
ყურადღება და, მით უმეტეს, დრო არ ქონდეთ შვილების აღზრდისათვის. მაგრამ, თუ ზემოთ
ხსენებული პრობლემები გამოსწორდება და ქალებს შეეძლებათ რაციონალურად
გაანაწილონ დრო, მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ისინი აქტიურად ჩაებან
საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ოჯახური ურთიერთობის მიუხედავად, ცოლ-ქმარი არის ორი დამოუკიდებელი ინდივიდი. როგორც კაცებს აქვთ იმის უფლება, რომ გადაწყვიტონ იმუშაონ თუ სახლში დაჯდნენ, რატომ არ შეიძლება იგივე არჩევანი ქალებმაც გააკეთონ ? ამ კითხვაზე ქართველ მამაკაცებს უამრავი პასუხი აქვთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ქმრის გადასაწყვეტი არ არის, თუ რას გააკეთებს მისი მეუღლე. უბრალოდ ქალი უნდა დაფიქრდეს, იმაზე, რომ ის არის დედა და მას გააჩნია მოვალეობები შვილის მიმართ. მან საკუთარი თვითშეგნებით უნდა განსაზღვროს თუ რამდენი დრო უნდა დაუთმოს სამსახურს და რამდენი შვილს. ჩემი აზრით, დროის რაციონალურად განსაზღვრა ნამდვილად შესაძლებელია ისე, რომ ბავშვმა დედად არ აღიქვას ძიძა და ამავდროულად სუსტი სქესის წარმომადგენელმა შინარჩუნოს საკუთარი კარიერული წინსვლა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც, მაგრამ მე ვსაუბრობ ქალების ძირითად ნაწილზე.

შესაძლებელია
სარწმუნოებამ ზეგავლენა მოახდინოს გენდერზე. თუ გავცდებით საქართველოს ფარგლებს აღმოვაჩენთ,
რომ ისლამურ სახალმწიფოებში გენდერი, პრაქტიკულად, არ არსებობს. ქალებს
მამაკაცებთან შედარებით, უფლებები თითქმის არ გააჩნიათ. ისინი მეუღლეს მხოლოდ
ქორწილის შემდეგ იცნობენ და მათ საერთოდ არავინ ეკითხება აზრს, უნდათ თუ არა გათხოვება
ან უყვართ თუ არა მომავალი მეუღლე. ასეთ ქვეყნებში ტრადიცები და რელიგია ნამდვილად
უფრო მაღლა დგას, ვიდრე გენდერული თანასწორობა. საერთოდ არ მიდის იმაზე მსჯელობა, რომ
ქალი უნდა იყოს "კუხნაში", თუ არა. ასე, რომ ამ მხრივ საქართველოში
მკვეთრად უკეთესი სიტუაცია გვაქვს, ისლამური სახამწიფოებისაგან განსხვავებით. ჩვენს ქვეყანაში ვმსჯელობთ
ამ პრობლემაზე და ვეძებთ ამ საკითხის გადაჭრის გზებს, ხოლო ირანსა და სხვა ისლამურ
სახელმწიფოებში არავითარ განხილვაზეც კი არაა საუბარი.
და, ბოლოს,
ვიტყვი, რომ აუცილებელია დაცული იყოს გენდერული თანასწორობა, თუ მას რაიმე განსაკუთრებული
ტრადიციული ან რელიგიური ფაქტორები არ ზღუდავს. რაც შეეხება საქართველოს, ვიმედოვნებ,
ქართველი მამაკაცები შევძლებთ სწორად დავინახოთ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა,
ხოლო ქალები - რაციონალურად გაანაწილებენ საკუთარ დროს.
P.S.ეს ჩემი
აზრია ამ საკითხის მიმართ. ესეს წერისას გრამატიკას მიაქციეთ დიდი ყურადღება და იმსჯელეთ
გამართულად. ჩემი პირადი გამოცდილებით გეუბნებით, რომ თქვენგან საოცრებას არავინ ითხოვს. ნუ გადაწერ, იაზროვნე.
ხო მართალიხარრ, რაც შეიძლება ლაკონურად,მოკლედ და საღად უნდა ვიაზროვნოთ,არაა საჭირო საოცრებების წერა :))
ReplyDeleteერგრჰსწერჰტგფგტ
Deleteცოცხალი ხარ? 7 წლის წინანდელი როა მართლა მაინტერესებს
Deleteსაოცრებას თვითონაც ვერ დაწერენ :დ და საოცრებას ვინ როგორ გაიგებს კიდე სხვა თემაა დდდ
ReplyDeleteკარგი არგუმენტებია ყოჩაღ <3
ReplyDeleteლლლლლ
ReplyDeleteწსდწდქფექფქე
ReplyDeleteHarrah's Cherokee Casino Resort - Mapyro
ReplyDeleteHarrah's 양주 출장샵 Cherokee Casino 양산 출장마사지 Resort · Tropicana Inn 속초 출장마사지 & 경주 출장샵 Suites by Wyndham Cherokee 충청북도 출장샵 · Tromsey Suites by Wyndham Cherokee.