მე ვეთანხმები
საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ქვეყნისათვის
საფრთხის შემცველია, რადგან გარდაუვალი იქნება ნატოს ბაზების განლაგება ჩვენს ტერიტორიაზე
და ირანთან კონფლიქტი.
ჩემი აზრით,
ნატოს ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა. ამერიკას,
რომელიც ნატოში ყველაზე ძლიერი სახლმწიფოა, თავად აქვს კონფლიქტი ირანთან. მას სჭირდება
ტერიტორია, სადაც განათავსებს ბაზებს და თან ახლოს იქნება ირანთან. ასეთი ტერიტორია
არის ზუსტად საქართველო. სწორედ ამიტომ გარდაუვალი იქნება სამხედრო ბაზების განთავსება.
მართალია, თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ ის მაინც ისლამური სახელმწიფოა, ამიტომ
საქართველო ამერიკის მხრიდან აღიქმება მოკავშირედ, რომელსაც უფრო დაეყრდნობა,
ვიდრე თურქეთს, რელიგიური ფაქტორის გამო. და თან საქართველოს გეოგრაფიული მგებარეობა,
ბევრად ხელსაყრელი იქნება ნატოს ბაზებისათვის, ვიდრე ამჟამად მეზობელი თურქეთის.
ავღანეთში
ქართული ჯარების შეყვანამ საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას. ავღანელებმა გაავრცელეს
ვიდეო, რომელშიც გვემუქრებოდნენ ტერორისტული აქტებით, თუ მათი ქვეყნიდან არ გავიყვანდით
ჯარებს. ასე, რომ არაა გამორიცხული, ირანიც დაგვემუქროს ავღანელების მსგავსად, რადგან
ორივე მუსილმანური ქვეყანაა და ორივე უპირისპირდება ნატოს. ნატოში გაწევრიანების მცდელობით
ურთირეთობა დაგვეძაბება რუსეთთანაც. დაწესდა ემბარგო ქართულ საქონელზე და შეწყდა დიპლომატიური
ურთიერთობები. ემბარგოს დაწესებამ კი საქართველოს ბიზნესებს დაუბლოკა
უმნიშვნელოვანესი რუსული ბაზარი, რომელიც უდიდესი შემოსავლის წყარო იყო სხვადასხვა
კომპანიისათვის. 2008 წლის ომის დაწყების ერთ-ერთი
მიზეზი იყო საქართველოს პროდასავლური მისწრაფებები.
ჩემი აზრით,
ნატოში გაწევრიანებას აქვს დადებითი მხარეებიც, მაგრამ უმჯობესია მოვერიდოთ ურთიერთობის
დაძაბვას მეზობელ რუსეთთან და ირანთან. თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას,
აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ქვეყანა მუდამ უფრო ძლიერი და დიდი ქვეყნების ინტერესეის
ობიექტი იყო საუკუნეების განმავლობაში და ეს დღესაც ასეა უბრალოდ წლების განმავლობაში
შეიცვალა მოქიშპე მხარეები. ადრე თუ ეს იყო ირანი და თურქეთი, ახლა
საქართველოსათვის ერთმანეთს ეჯიბრება ამერიკა და რუსეთი. ნამდვიალდ არ ვიცი ამ
მდგომარეობაში რა უნდა მოვიმოქმედოთ, მაგრამ ცალსახად შეუძლებელია განვსაზღვროთ თუ
რა არის კარგი ქვეყნისათვის. და, ბოლოს, მე მგონია, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება
ნატოში. შესაბამისად, არ განთავსდება ნატოს ბაზები საქართველოში და არ დაგვეძაბება
ურთიერთობა ირანთან.
P.S. ნუ გადაწერ, იაზროვნე.
19-20 kuliani ara ixvis bulioni
ReplyDeletedzalian kargi andro etyoba shen uketes bulions amazadeb da amito serchav eseebs googlshi ;)
ReplyDeletera miasva :D
ReplyDeleteqaea <#
ReplyDeleteრა სისულელეა!!! უსაფრთხოება უნდა იყოს მაღალ დონეზე!! და ნატოს ბაზების განთავსება უსაფრთხოებას უფრო გაზრდის. რატო? იმიტომ რომ ევროპის ქვეყნების მუდმივი ჯარი ჩადგება ბრიგადების სახით, ამას მოყვება ეკონომიკური წინსვლა და ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკიდან გამომდინარე ძლიერი სახელმწიფო უნდა გვფარველობდეს როგორიც ა.შ.შ. თუ არადა ვიღაცა გადაგვყლაპავს. მერე გვიანი იქნება იმაზე ფიქრი გვინდა ნატო თუ არა?!
ReplyDelete