1870-იანი წლებისთვის
ინდუსტრიულად ყველაზე განვითარებული ქვეყნები იყვნენ გერმანია და დიდი ბრიტანეთი.
1926 წლისათვის კი ამერკიამ შეძლო და გახდა ყველაზე დაწინაურებული სახელმწიფო ამ სფეროში.
დღესდღეობით ითვლება, რომ პროდუქციის მასობრივი წარმოების დაწყება ჰენრი ფორდის სახელთანაა
დაკავშირებული. სწორედ მან მოახერხა და შეძლო ფასის საერთო ხელმისაწვდომობით საკუთარი
პროდუქცია მასობრივი მოხმარების საგანი გაეხადა და სწორედ ამან განაპირობა ქვეყნის
ასეთი სწრაფი აღმავლობა. ასევე ბევრი მიიჩნევს, რომ pre-fordism-ის პერიოდმაც
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ეს ცნობილია “popeism”-ის
სახელით.
უმეტესობა თვლის,
რომ მასობრივი წარმოება 1911 წლიდან იწყება ამერკაში. ავტორი კი საუბრობს იმაზე, რომ
1911 წლამდეც ანუ „popeism“-ის დროსაც
მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რომელიც კარგად გააზრებული არაა. პოუპის ხედვები მასობრივ
წარმოებაზე მართალია საკმაოდ ვიწყო იყო, მაგრამ მან მაინც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
ამ ყველაფრის განვითარებაში. პოუპმა შეძლო ისეთი დეტალების დანახვა, რომელიც შემდგომ
ფორდმა გამოიყენა და კიდევ უფრო დახვეწა. პოუპის
მთავარი შეცდომა ალბათ მაინც ის იყო, რომ მან ყურადღება არ მიაქცია ფასებს და არ მოარგო
ის მომხმარებელს. ფორდმა კი ფასები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა და ამით უდიდეს
შედეგსაც მიაღწია.
ჰენრი ფორდი დღესდღეობით
ყველასათვის კარგად ნაცნობ პიროვნებას წარმოადგენს და თითქმის ყველამ იცის თუ რას საქმიანობდა
ის, რასაც ვერ ვიტყვით ალბერტ პოუპის შესახებ. 1876 წელს პოუპმა ნახა იმპორტირებული
ველოსიპედი, რომელიც შემდეგ კარგად შეისწავლა და შექმნა ბევრად დახვეწილი საკუთარი
ველოსიპედის მოდელი „Columbia
Bicycles“. ამის შემდეგ მან დააპატენტა თავისი პროდუქტი ბევრი
გარიგეგებისა და კონსულტაციების შემდეგ მან დაიწყო ველოსიპედების მასიურად წარმეობა.
პოუპის ველოსიპედის ესა თუ ის მოდელი უამრავი დეტალისგან შედეგბოდა და აწყობასაც საკმაოდ
დიდი შრომა სჭირდებოდა, ამიტომ მის ქარხნებში უამრავი მუშახელი იყო დასაქმებული. პოუპის
უდიესი მიღწევა იყო ის, რომ ის ველოსიპედებს მის კონკურენტებთან შედარებით ნაკლები
დანახარჯებით აწარმოებდა, ხოლო ფასი მაინც კონკურენტების მსგავსი ჰქონდა, ხარისხი კი
ბევრად უკეთესი იყო. ასე დაიწყო ველოსიპედების ბუმი ამერიკაში და ეს პოუპის სახელთანაა
დაკავშირებული. ის ყოველთვის ცდილობა, რომ მის ქარხნებში სამუშაოს შესრულების ხარისხი
ყოფილიყო მაღალი და ასევე ნაკლებ დანახარჯებთან დაკავშირებული. ამ სტრატეგიით ამერიკამ შეძლო და ერთი და იგივე ფასის
მქონე ბევრად უკეთესი პროდუქტის გამოშვება, და ცალსახაა, რომ მომხმარებელი იყიდაა ხარისხიან
პროდუქტს, ამიტომ ის გახდა მასიური პროდუქტი ყველასათვის.
ფორდი სანამ საკუთარი
მანქანების გამოშვებას დაიწყებდა ის რამოდენიმეჯერ ეწვია პოუპის ქარხნებს და აკვირდებოდა
თუ როგორ იყო ის მოწყობილი, რადგან პოუპის საწარმოო მოდელი საუკეთესო იყო იმ პერიოდში.
ვერტიკალური ინტეგრაციის მეშვეობით პოუპმა
შეძლო შეექმნა ისეთი ინდუსტრიული გარემო, რომელშიც ერთ დიდი ტერიტორიაზე იყო თავმოყრილი
ქარხნები და მენეჯერებისათვის განკუთვნილი ოფისები. ასეთი მოწყობა ბევრად მოხერხებიული
იყო და იოლად მართვის საშუალებას აძლევდა მენეჯერებს.
პოუპის ჯგუფი
დიდ ყურადღებას აქცევდა პატენტების დაკანონებას. როდესაც წარმოების დაწყებას აპირებდა
პატენტი კანონიერად გაიფორმა, როგორც ზემოთ აღვიშნეთ, მაგრამ პატენტებს სხვა მნიშვნელობაც
ჰქონდათ. როდესაც პოუპი ბაზარზე შედიოდა, თუ ის შეძლებდა მანამდე არსებული ველოსიპედების
პატენტები შეეძინა, მაშინ თავისუფლად შეძლებდა სასურველი ფასის დაწესებას ბაზარზე.
და ამას მობილურად იყენებდნენ ბაზარზე. კომპანია დიდ ყურადრებას აქცევდა ასევე ინოვაციურობას.
პოუპის კომპანია, აწარმოებდა ისეთ ველოსიპედებს, რომელსაც ჰქონდა ერთნაირი ანუ თავსებადი
ნაწილები. თუ ველოსიპედს დაუზიანდებოდა რაიმე ნაწილი საჭირო აღარ იყო სპეციალურად მოეძებნათ
ხელოსანი, რომელსაც ეცოდინებოდა ამ ნაწილის შეკეთება. და რადგანაც ეს ნაწილები ერთმანეთთან
თავსებადი და შესაბამისად ერთნაირი იყო მისი
შეკეთება ბევრად მარტივი გახდა. ასევე მოიქცა ჰენრი ფორდი, როდესაც აწარმოებდა საკუთარ
ავტომობილებს.
სტატიის ავტორი,
ყურადრებას ამახვილებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორზე. ის ამბობს, რომ პოუპი წარმატებას
ვერ მიაღწევდა მხოლოდ კარგი, ნოვატორული და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით. სანამ
ის საკუთარ პროდუქტს ბაზარზე გამოიტანდა გასაყიდად მან ბაზარი მოამზადა საკუთარი ველოსიპედებისათვის.
მან ადამიანების ცნობეიერებააზე მოახდინა ზეგავლენა, ამიტომ დაიწყო ველოსიპედების ბუმი,
რადგან ყველა თვლიდა, რომ ველოსიპედი მათი ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი
იყო(ასევე მოხდა ფორდის შემთხვევაშიც). ასევე პოუპმა სწორი მარკეტინგული სტრატეგია
აირჩია წარმოების დაწყებამდე. მან საკუთარი მომხმარებელი სხვადასხვა სეგმენტებად დაყო
და საწყის ეტაპზევე არ ცადა, რომ ყველა მომხმარებლის მოთხოვნა ერთი მოდელის შექმნით
დაეკმაყოფილებინა. თავდაპირველად ველოსიპედი გათვლილი იყო მხოლოდ კაცების სეგმენტზე,
რადგან უგზოობის დროს ბავშვებს და ქალებს უჭირდათ ველოსიპედის მართვა. შემდეგ სხვა
სეგმენტზეც გადავიდა და ესენი იყვნენ ჯარისკაცები და ქალები. ასეთი მიზანმიმართული
სტრატეგიით ის წარმატებას აღწევდა წლების განმავლობაში. პოუპი ასევე თავისთან დასაქმებულებს
არ უყურებდა, როგორც მხოლოდ მუშახელს. ის მის ქარხანში დასაქმებულებს ყევლას ერთ დიდ
ოჯახად აღიქვამდა. ის ისევე მუშაობდა, როგორც ყველა და ეს დადებით მუხტს იწვევდა რიგირთ
მუშებში.
ყველაფერმა ზემოთხსენებულმა, ქარხნებში არსებულმა
სამუშაო გარემომ, სწორად შეჩეულმა გეოგრაფიულმა მოწყობამ, მარკეტინგულმა სტრატეგიებმა
და ხედვებმა შექმნა პოუპის კომპანიის კულტურა, რომლითაც კომპანია შევიდა ისტორიაში,
როგორც მასობრივი პროდუქციის გამავრცლებელი ბაზარზე. მართალია ჰერი ფორდმა პოუპთან
შედარებით უფრო დიდი წარმატებას მიაღწია, მაგრამ პოუპის როლის დაკნინება ნამდვიალად
არ შეიძლება მასობრივი წარმოების განვითარებაში.
Did you hear there is a 12 word phrase you can say to your partner... that will induce deep feelings of love and instinctual appeal to you deep within his chest?
ReplyDeleteThat's because hidden in these 12 words is a "secret signal" that fuels a man's impulse to love, admire and look after you with all his heart...
12 Words That Trigger A Man's Love Instinct
This impulse is so hardwired into a man's brain that it will make him try better than ever before to to be the best lover he can be.
As a matter of fact, triggering this dominant impulse is so essential to having the best possible relationship with your man that once you send your man one of the "Secret Signals"...
...You will immediately find him open his heart and mind for you in such a way he haven't experienced before and he'll see you as the only woman in the world who has ever truly tempted him.