80–წლიანი ბრძოლის შემდეგ ჰოლანდიელები საბოლოოდ, ესპანელთა ბატონობისაგნ განთავისუფლდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ნიდერლანდებში აღინიშნებოდა ე.წ. ოქროს ხანა რომლის დროსაც ჰოლანდიელები ევროპის საუკეთესო ვაჭართა ერად ჩამოყალიბდა.
XVI საუკუნეშ თანამედროვე ჰოლანდიისა და ბელგიის ტერიტორიაზე 17 პროვინცია არსებობდა. თითოეულს საკუთარი უძველესი ტრადიციები გააჩნდა, თუმცა ყველა ბურგუნდიის ჰერცოგის ვასალობაში იმყოფებოდა. 1556 წლიდან ეს ტიტული მიიტაცა ესპანეთის მეფემ ფილიპ II-მ, რომელიც იმ დროისათვის ევროპის უძლიერეს მართველს წარმოადგენდა.
ესპანეთის წინააღმდეგ 17 პროვინციის აჯანყებამ სავალალო შედეგი გამოიღო. ესპანეთის მფლობელობაში დარჩა სამხრეთის ტერიტორიები (ფლანდრია), სადაც კათოლიკობა შეინარჩუნეს და მხოლოდ XIX ს–ში მიაღწიეს დმაოუკიდებლობას(როგორც ბელგია). ჩრდილოეთის პროვინციებმა 1581 წლისათვის თავის დაღწევა შეძლეს და შექმნეს პროტესტანტული რესპუბლიკა, რომელსაც ნიდერლანდები ეწოდა.მეორენაირად ქვეყანას ჰოლანდიასაც უწოდებდნენ, მისი ყველაზე დიდი პროვინციის მიხედვით.
17 პროვინცია ეკონომიკურად ძალიან წარმატებული და კარგად განვითარებული ქალაქები ქონდა. ფილიპეს მეფობის დასაწყისში, მაგალითად, ანტვერპვენი ჩრდილოეთ ევროპის მთავარ კომერციულ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენდა. სხვა პროვინციებში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, ტექსტილის წარმოება, მეთევზეობა, გემმთშენებლობა და ვაჭრობა. ფილიპეს ერთ-ერთი ძირითადი მიზანი პროვინციათა პრივილეგიების გაუქმება და მათ სიმდიდრეზე გადასახადების გაზრდა იყო. და როგორც იმ დროის სხვა მონარქები, ესპანეთის მეფეც, თავისი სამეფოს გაერთიანებასა და ცენტრალიზებას ცდილობდა. ამისთვის, ფლიპეს პროვინციებში ესპანური გარნიზონების ყოლა ესაჭირეოებოდა. ასევე გახშირდა პროტესტანტთა დევნა.
Search This Blog
Friday, August 17, 2012
I მსოფლიო ომი (IV ნაწილი)
საბრძოლო ოპერაციები 1918 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში
1918 წ. გაზაფხულისათვის ბრესტის ზავის დადებით გერმანიამ ერთგვარ წარმატებას მიაღწია – ლიკვიდირებული იყო აღმოსავლეთის ფრონტი. გამომდინარე აქედან გერმანელებს სურდათ ერთი მძლავრი დარტყმით გაენადგურებინათ ანტანტის ჯარები და დაემთავრებინთ ომი. მაგრამ გერმანიის ამ ზრახვებს განხორცელება არ ეწერა. 1918წ. მარტში ისინი გადავიდნენ მძლავრ შეტევაზე და დასაწყისში ერთგვარ უპირატესობასაც მიაღწიეს. პარიზს 70 კმ-ზე მიუახლოვდნენ და შორსსმსროლელი ქვემეხებით ბომბავდნენ კიდეც. მაგრამ მეტის გაკეტება გერმანიამ ვეღარ შეძლო. ივლისში ანტანტის ჯარები, ფრანგი მარშალი ფოშის სარდლბით, შეტევაზე გადავიდა და გემანელებმა დიდი ზარალით უკან დაიხიეს.
გერმანიის დამარცხება აშკარა გახდა.1918წ. სექტემბერში ბულგარეთში აღმოცენდა მძაფრი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. ბულგარეთის შეშინებულმა მთავრობამ სასწრაფოდ გაწყვიტა ურთიერთობა გერმანიასთან და 29 სექტემბერს იარაღი დაყარა. ბულგარეთის შემდეგ დადგა თურქეთის ჯერი. ოქტომბერში ტურქეთის არმია დამარცხდა სირიასა და პალესტინაში. 31 ოქტომბერს მუდროსში თურქებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს. 1918 წლის ოქტომბრისათვის კლასობრივი და ეროვნული ბრძოლებით მორყეული ავსტრია–უნგრეთიც დაშლის გზას დაადგა. 28 ოქტომბერს ჩეხეთის ეროვნულმა საბჭომ ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ოქტომბრის შუა რიცხვებში სერბიაში გაერთიანდნენ სერბები სლოვენები და ხორვატები. ცალკე გადავიდა ბუკოვინა და უკრაინასტან შეერთება გამოაცხადა. 31 ოქტობერს აჯანყდნენ უნგრეთის მშრომელები, რომლებმაც ბუდაპეშტში ხელთ იგდეს სამთავრობო დაწესებულებები.
უნგრეთში ფაქტობრივად მოხდა დემოკრატიული რევოლუცია. ავტრია–უნგრეთის იმპერატორ კარლის ცდა რეფორმების გზით შეეჩერებინა იმპერიის დაშლა, ამაო გამოდგა. 24 ოქტომბერს როცა იტალიის არმიამ გადამწყვეტი შეტევა განავითარა ფრონტზე ავსტრია უნგრეთის ჯარების წინააღმდეგ მასში შემავალმა უნგრელმა, ჩეხმა, იუგოსლავიელმა, რუმინელებმა და უკრაინელმა ჯარისკაცებმა უარი განაცხადეს ბრძოლაზე. 28 ოქტომბერს ავსტრია–უნგრეთის სარდლობამ იტალიას ომის შეწყვეტა სთხოვა, 3 ნოემბერს კი კაპიტულაცია გამოაცხადა.

ბიზანტია
რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილი გადაიქცა ბერძნულ ორთოდოქსულ სახელმწიფოდ – ბიზანტიად, რომლის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი საუკუნეების განმავლობში ევროპის ყველაზე შესანიშნავ ადგილად მიიჩნეოდა.
ბიზანტია ბოსფორის სრუტის ევროპულ ევროპულ ნაპირას გაშენებული ბერძნული დასახლების სახელს წარმოადგენდა. ეს ვიწრო სრუტე თანამედროვე თურქეთს ევროპისგან მიჯნავდა. სამი მხრიდან წყლით შემოსაზღვრული ადგილის სტრატეგიული მნიშვნელობის გაანალიზების შემდე, იმპერატორმა კონსტანტინემ ახ.წ. 330 წელს დაარსა ქალაქი და მას თავისი სახელი უწოდა. კონსტანტინპოლი "ახალ რომად" იქცა, რომლიდანაც იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილი იმართებოდა.
აღმოსავლეთის იმპერია
კონსტანტინოპოლიდან იმპერატორი ბალკანების, საბერძნეთისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის მართვას განაგრძობდა. ბიზანტიის იმპერიის მოსახლეობა ეთნიკურად მრავალფეროვანი იყო, რაც მის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებაზე უდიდეს გავლენას ახდებდა. ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში წამყვან როლს ბერძენი მოსახლეობა ასრულებდა. ბიზანტიამ განსაკუტრებულ პოლიტიკურ და სამხედრო ძლიერებას იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) პერიოდში მიაღწია. იუსტინიანეს ძირითად მიზანს ერთიანი რომის იმპერიის აღდგენა წარმოადგენდა.
![]() |
ფაქტობრივად, მან წარმატებას მიაღწია ჩრდილოეთ აფრიკაში, იტალიასა და სამხრეთ ესპანეთში. იუსტინიანეს მმარველობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიღწევად წმ. სოფიას ტაძრის მშენებლობა ითვლება.
იპერიას ასეთი საზღვრების დაცვა მუდმივად არ შეეძლო. 568 წელიდან ლომბარდებმა ჩრდილოეთ იტალია დაიპყრეს. უკან დახევა დაფიქსირდა დასავლეთშიც. აღმოსავლეთში სპარსების წინააღმდეგ ბრძოლაში ბედის ბორბალი ხან ერთ მხარეს გადაიხრებოდა, ხან მეორეზე. თუმცა, საბოლოოდ, 630 წელს მუსლიმანმა არაბებმა სპარსეთის იმპერია დაამარცხეს, ბიზანტიას კი მდიდარი აღმოსავლეთ პროვინციები – სირია, ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკა – წაართვეს.696 წელს, ტუნისის დაკარგვის შემდეგ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის ძალაუფლება მხოლოდ ბალკანეთში , აზიასა, ასევე სიცილიასა და იტალიის სამხრეთ საყრდენ წერტილებში ვრცელდებოდა.
Wednesday, August 15, 2012
უძლიერესი ლექსი
მე ერთი ფიქრი მაწუხებს მარად
ვაითუ მოვკვდე ლოგინში წყნარად
ვაითუ მოვკვდე ნელ-ნელა ნაზად!
მჩკნარი უსულო ყვავილის მსგავსად
და როგორც ქრება სანთელი მკრთალი
მეც ისე გავქრე დავხუჭე თვალი
არა ასეთი არ მსურს სიკვდილი
მე მინდა მოვკვდე ბრძოლით ჭიდილით
მსურს მუხა ვიყო შეურიგალი
მაპოდეს მეხი მგლეჯდეს გრიგალი
მთიდან კლდედ მოვწყდე უზარმაზარი
რომ ცა და მიწა შევძრა ზანზარით
როცა აღდგება მძიმე უღელი
ხალხი აღსდგება მკლავმოუღლელი
დროშებს დააწერს თავისუფლებას
და ცა დროშებით დაიღრუბლება
როცა მტრის რისხვად ხალხთ გასახარად
ყოველი მხრიდან დაჰკრავს ნაღარა
იქ ჩემი სისხლიც დაიქცეს წმიდა
მე იმ ბრდზოლაში სიკვდილი მინდა
და რომ მომხვდება ბასრი მახვილი
უკანასკნელი ჩემი დზახილი
დე დაიკარგოს ქვემეხთა ხმაში
დე გაქაფული ცხენებით მაშინ
ჩემს მკვდარ სხეულზე დაინთქარუნონ
ოღონდ ჩამძახონ სასიხარულო
მტრის დამარცხების ხმა დარხეული
დე გადიქელოს ჩემი სხეული
შემდეგ იქნება დაღუპულთ გლოვა
მაშინ შეკრებენ ჩემთ ძვალთა გროვას
ზარის გუგუნში დროშებს გაშლიან
დროშებს ევლებათ შავი არშია
და დაგვმარხავენ საფლავში ერთად
მათ ვინც გასტეხეს სიმაგრეს მტერთა
ვინც საოცნებო დროშა გაშალა
თავისუფლებას ვინც ენაცვალა
ტრაგიკული ნათესაობა
ერთმა ფილადელფიელმა მოქალაქემ თავი მოიკლა და შემდეგი სახის წერილი დატოვა:
- მე შევირთე ქვრივი ქალი, რომელსაც მოზრდილი ქალიშვილი ჰყავდა. მამაჩემმა შეიყვარა იგი და ცოლად შეირთო. ასე, რომ მამაჩემი სიძე გახდა ჩემი, ხოლო გერი - დედაჩემი, რადგან ის მამაჩემის მეუღლე იყო.
ჩემ ცოლს შეეძინა ვაჟი, რომელიც მამაჩემს ცოლის ძმად ეკუთვნოდა. მე კი ბიძად როგორც ჩემი დედის ძმა.
მამაჩემის ცოლსაც შეეძინა ვაჟი. იგი, რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც იყო და შვილიშვილიც, როგორც ჩემი ქალიშვილის ვაჟი.
მასაშადამე, ჩემი ცოლი გახდა ჩემი ბებია, როგორც დედაჩემის ანუ ჩემი გერის დედა, მე კი ერთსა და იმავე დროს ჩემი ცოლისთვის ქმარიც ვარ და შვილიშვილიც, და რადგან, რომელიმე ადამიანის ბებიის ქმარი ამავე დროს ამ ადამიანის ბაბუაც არის , გამოდის, რომ მე საკუთრი თავის ბაბუაც ვყოფილვარ
Tuesday, August 14, 2012
საინტერესო თარიღები
საინტერესი თარიღები საფრანგეთის სამეფო
987 წ. ჰუგო ხდება პირველი კაპეტინგი მეფე
1066 წ. ნორმანდიის ჰერცოგი ინგლისის მეფე ხდება
1154 წ. ჰენრი II-ის "ანჟუს იმპერია"
1202-04 წწ. ფილიპ II იპყრობს ნორმანდიასა და ანჟუს
1214 წ. ბუვინის ბრძოლა
1208-26 წწ. ალბიგოელების (წინააღმდეგ) ჯვაროსნული ლაშქრობა
1226-70 წ. ლუი IX-ის მეფობა
1294-98 წწ. ბრძოლა ფილიპ IV-სა და ინგლისის მეფის ედუარდ I-ს შორის
1269-1303 წწ. ფილიპ IV-ის კონფლიქტი პაპ ბონიფაციუს VIII-თან
1302 წ. კურტრეს ბრძოლა
1305 წ. კლემენ V პაპი ხდება
1306-07 წწ. ებრაელთა გაძევება და ტამპლიერთა ორდენის გაუქმება (1312) მათი ქონების კონფისკაციით
1328 წ. კაპეტინგების დინასტიის დასასრული
1337 წ. ასწლიანი ომის დასაწყისი

Sunday, August 12, 2012
ადრეული ჯაზი ( III ნაწილი)
ახალი ინსტრუმენტები
1920-30-იან წლებში მუსიკის გამოხატვის ახალი მეთოდების ძებნისას, მუსიკოსებმა გამოცადეს სხვადასხვა ინსტრუმენტი და ჟღერადობა. შეიქმნა ბევრი ახალი ინსტრუმენტი, მაგალითად მარშების შემსრულებელი გუნდის დასარტყამი ინსტრუმენტები გააერთიანეს ერთ კომპლექტში.
მაგალითად, ჯო ვენუტი (1903-78) ჯაზს ვიოლინოზე უკრავდა, ხოლო რედ ნორვო ქსილოფონსა და ვიბროფონზე. ბევრმა მუსიკოსმა შექმნეს ახალი პერსონალური ჟღერადობა ლითონისა და ხის ჩასაბერ ინსტრუმენტებზე. პერსონალური ჟღერადობის შექმნას მოჰყვა უფრო დიდი ჯაზჯგუფების, ე.წ. ბიგ-ბენდების ჩამოყალიბება. ფლეტჩერ ჰენდერსონი (1897-1952) იყო არანჟირების პირველი ოსტატი, რომელმაც დიდი ბიგ-ბენდების შექმნა დაიწყო.
ასეთი დიდი კოლექტივების გაკონტროლება დიდ ოსტატობას მოითხოვდა. ერთ-ერთი იყო ედვარდ კენედი, ანუ დიუკ ელინგტონი (1899-1974), რომელიც 1920-იან წლებში ბევრ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ნიუ-იორკში.
ელინგტონი ზრუნავდა არა მხოლოდ სოლისტ შემსრულებლებზე ანსაბლში, არამედ სხვა განსაკუთრებული სტილის მუსიკოსებზე, რომელიც კოლექტივს მეტ მრავალფეროვნებას შესძენდნენ.
თავისებური ჟღერადობის კარგი მაგალითია მესაყვირე "ბაბერ" მაილი (1903-32) რომელიც იყენებდა სხვადსხვა სახის ხმის ჩამხშობებს და ტრომბონისტი "ტრიკი სემ" ნენტონი (1904-46). ამგვარად ელინგტონმა შექმნა ჯაზის ახალი, გასაოცარი ჟღერადობა.

ადრეული ჯაზი ( II ნაწილი)
რითმი გრძელდება
ჯაზი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენდა თუმცა 1917 წლამდე არ ჩაწერილა არცერთი ფირფიტა. პირველი ჩანაწერი გააკეთა თეთრკანიანთა ჯგუფმა, რომელსაც ნიკ ლაროკა(1889–1961) ხელმძღვანელობდა.
1917 წლის თებერვლში მისმა მუსიკოსებმა ჩაწერეს "livery stable blues" და "dixieland jassband one-step" რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.
რამდენიმე თვეში მუსიკის ამ ახალმა მიმდინარეობამდაიპყრო ევროპაც. ჩვეულებრივ მოსახლეობასთნ ერთად, ჯაზმა აღაფრთოვანა კლასიკოსი მუსიკოსებიც. მაგალითად, სიდნეი ბეშეს(1897–1959) მუსიკამ მოხიბლა თვით ცნობილი დირიღორი ერნესტ ანსერმე.

I მსოფლიო ომი ( III ნაწილი )
აშშ I მსოფლიო ომში
პირველი მსოფლიო ომი, რომლის საბოლოო ოპერაციებიც ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობდა, უაღრესად სარფიანი აღმოჩნდა აშშ-სათვის. მეომარ ევროპას ხომ ყველაფერი ესაჭიროებოდა - იარაღი, სურსათი და ტანსაცმელი. ამერიკელი მრეწველები მეომარი ევროპის მომარაგებით უზარმაზა ოგებას ნახულობდნენ, რაც იმით დამთავრდა, რომ თანდათანობით მსოფლიოს ოქროს მარაგის ნახევარი მათ ხელში აღმოჩნდა. თუ ომამდე აშშ–ს ევროპის ქვეყნების 6 მლრდ დოლარი მართებდა, ომის პერიოდში მან არამარტო დაფარა ეს ვალები, არამედ ინგლისის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების დაფინანსებაც დაიწყო.
საომარი მოქმედებები 1917 წელს
ანტანტის სახელმწიფოთა სარდლობის მიერ 1917 წ. გაზაფხულისათვის დაგეგმილი ერთდროული გენერალური შეტევა მთელ ფრონტზე არ განხორციელდა. ინგლის-საფრანგეთის ჯარებმა შეტევა აპრილში წამოიწყეს ფრანგული ქალაქის რეიმსის მიმართულებით, მაგრამ იმის გამო, რომ გერმანელები კარგად მომადებული შეხვდნენ, იგი მარცხით დამთავრდა. ინგლისელებისა და ფრანგების ეს უაზრო, მოუმზადებელი შეტევა დიდ მსხვერპლად დაუჯდათ – მათ 280 ათასი კაცი დაკარგეს. მაშინ აღმოსავლეთისაკენ გერმანიის ჯარების მოზიდვის მიზნით მოკავშირეებმა რუსეთის დროებით მთავრობას მოთხოვეს ფართო შეტევის დაწყება. ეს მოთხოვნა დაემთხვა რუსეთის ხელმძღვანელობის მისწრაფებას – ფრონტზე წარმატების შემთხვევაში მასები ჩამოეცილებინა რევოლუციური ბრძოლებისაგან. რუსეთის ჯარების შეტევა დაიწყო ივნისში. გერმანელთა სარდლობამ აქეთ 11 დივიზია გადაისროლა და რუსეთის არმიის შეტევაც ჩაიფუშა.
დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრონტებზე შეტევის ჩაშლამ აიძულა ანტანტის ქვექნები გაეაქტიურებინათ ბრძოლა იტალიის ფრონტზე. მაგრამ 1917 წ. შემოდგომაზე კაპორეტოსთან ბრძოლაში იტალიის ჯარებმა კატასტროფული მარცხი განიცადეს. მხოლოდ იქ გადასროლილმა ინგლის-საფრანგეთის ჯარემა შეაჩერეს იტალიელთა სამარცხვინო გაქცევა. მოკავშირეთა ჯარები მარტო ამიერკავკასიის ფრონტზე მოქმედებდნენ წამატებით. აქ რუსეთის არმიამ გენერალ ბარათოვის მეთაურობით განავითრა შეტევა ქ. მოსულის მიმართულებით, შეუერთდა ინგლისის ჯარებს და ერთობლივი ძალით აიღეს ერაყის მთავარი ქალაქი ბაღდადი. 1917 წელს მსოფლიოს ომის ორბიტაში ჩათრეული აღმოჩნდნენ ახალი ქვეყნები – აშშ, ჩინეთი, ბრაზილია, კუბა, ლიბია, საბერძნეთი და ა.შ.

ადრეული ჯაზი ( I ნაწილი)
ერთხელ კლინთ ისტვუდმა განაცხადა , რომ ამერიკაში შექმნეს ხელოვნების ორი უდიდესი ფორმა –– ვესტერნი და ჯაზი. ვესტერნების ვარსკვლავი ისტვუდი მუსიკის ამ მიმდინარეობის დიდი ტაყვანისმცემელია. ჯაზს დიდი ხნის ისტორია აქვს, 1940–ანი წლებიდან კი ის მუსიკის ერთ–ერთ მთავარ მიმდინარეობად იქცა.
თუ როგორ წარმოიშვა ჯაზი, დავის საგანია. არსებობს მოსაზრება, რომ პირველად იგი დაუკრეს ნიუ–ორლეანში და სწორედ აქ მაცხოვრებელი მუსიკოსები იყვნენ მისი შემქმნელები. თუმცა ჯაზის ისტორიის ფესვები შორს არის გადგმული და მისი ზუსტი დათარიღება ყოველთვის კამათს იწვევს. მიუხედავად იმისა ,რომ მუსიკის ეს მიმდინარეობა თავდაპირველად, შავკანიანთა მუსიკას წარმოადგენდა, პირველი ჩანაწერი თეთრკანიანტა ჯგუფმა მოამზადა. შესაძლოა ჯაზი სწორედ ნიუ–ორლეანში ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი პირველი მნიშვნელოვანი ჩანაწერები ჩიკაგოში გაკეთდა.
წყაროები
ახალი მუსიკის განვითარებაზე მხოლოდ ერთი სტილი ან მიმდინარეობა არ ახდენს გავლენას. პირველად ჯაზი ნიუ–ორლეანში იმიტომ გამოჩნდა, რომ აქ მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წლებში მუსიკის ბევრი მიმდინარეობა იყო გაბატონებული. აქ შეხვდებოდით ფრანგ მოცეკვავეებს, საინტერესო იყო ე.წ. "თეთრი ფოლკლორი" , რომელიც შემოიტანეს ევროპიდან და პოპულარული იყო აშშ–ის სამხრეთ შტატებში (არსებობს მოსაზრება,რომ ჯაზის განვითარებაზე გავლენა შოტლანდიურმა ფოლკლორმაც მოახდინა). ქალაქში პოპულარული იყო, ასევე სასულე ორკესტრები , რომლებიც ძირითადად, დაკრძალვებზე უკრავდნენ.
"თეთრი" სამყაროს მხრიდან ასეთი ზეგავლენა თანდათანობით შეერწყა შავკანიანტა მუსიკას. 1865 წლამდე, ჩრდილოეთის შტატების გამარჯვებამდე, ცოტა რამ არ არის ცნობილი შავკანიან მონათა მუსიკის შესახებ. ახალი საუკუნის დაწყებამდე მათ მუსიკალურ განვითარებაზე ახლა ცნობები მწირია.

რას და როგორ კითხულობდნენ შუა საუკუნეებში
შუა საუკუნეების რელიგიური წიგნების შესწავლით მათ მფლობელთა მანარებისა და ჩვევების დადგენა გახდა შესაძლებელი. კვლევა სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოაწყვეს. მათი განმარტებით, შუა საუკუნეებში მკითხველებს იგივე ჩვევები და განცდები ჰქონდათ, როგორიც თანამედროვე ადამიანებს: ეშინოდათ ავადმყოფობის, იყვნენ ეგოისტები და ლოცვის კითხვისას ჩათვლემდნენ ხოლმე.
მკვლევართა ჯგიფის ხელმძღვანელმა, დოქტორმა კეტრინ რუდიმ, რომელიც სენტ ენდრიუს უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის სკოლას წარმოადგენს, გადაწყვიტა შეესწავლა წიგნების ყველაზე ჭუჭყიანი გვერდები, რადგან, მეცნიერების აზრით, ყველაზე ხშირად სწორედ ამ გვერდებს კითხულობდნენ.
კვლევისთის სამეცნიერო ჯგუფმა სპეციალური მოწყობილობა – დენსიტომეტრი გამოიყენა, რომელიც ფურცლის გაშავების ხარისხს ზომავს. ხელსაწყოს დახმარებით განისაზღვრა, წიგნის რომელ გვერდს კითხულობდნენ ყველაზე ხშირად.
კვლევის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ევროპულ რელიგიურ წიგნებში ყველაზე მეტად ჭუჭყიანი ის გვერდები იყო, რომელიც წმინდა მოწამე სებასტიანის ლოცვებს შეიცავდა.
მოწამის ცხოვრების თანახმად, ის ჯერ მშვილდებით დაცხრილეს, შემდეგ ქვებით ჩაქოლეს.
ჯგუფის ხელმძღვანელი კეტრინ რუდი ირწმუნება, რომ მისი ჭრილობები შავი ჭირის სიმპტომებს ჰგავდა, ამიტომ შუა საუკუნეებში, როცა სასიკვდილო სენი ევროპის ქალაქების მოსახლეობას მუსრს ავლებდა, ევროპელებმა შავი ჭირისგან დამცველ წმინდანად სწორედ ის აირჩიეს.
მეცნიერთა აზრით, დაავადებებისადმი შიში მკითხველთა უმრავლესობისთვის დამახაიათებელი ნიშანი იყო. ამას გარდა, ისიც დაასკვნეს, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ლოცვა გაცილებით პოპულარული იყო, ვიდრე ლოცვა მოყვასთათვის.
მკვლევართა ჯგიფის ხელმძღვანელმა, დოქტორმა კეტრინ რუდიმ, რომელიც სენტ ენდრიუს უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის სკოლას წარმოადგენს, გადაწყვიტა შეესწავლა წიგნების ყველაზე ჭუჭყიანი გვერდები, რადგან, მეცნიერების აზრით, ყველაზე ხშირად სწორედ ამ გვერდებს კითხულობდნენ.
კვლევისთის სამეცნიერო ჯგუფმა სპეციალური მოწყობილობა – დენსიტომეტრი გამოიყენა, რომელიც ფურცლის გაშავების ხარისხს ზომავს. ხელსაწყოს დახმარებით განისაზღვრა, წიგნის რომელ გვერდს კითხულობდნენ ყველაზე ხშირად.
კვლევის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ევროპულ რელიგიურ წიგნებში ყველაზე მეტად ჭუჭყიანი ის გვერდები იყო, რომელიც წმინდა მოწამე სებასტიანის ლოცვებს შეიცავდა.
მოწამის ცხოვრების თანახმად, ის ჯერ მშვილდებით დაცხრილეს, შემდეგ ქვებით ჩაქოლეს.
მეცნიერთა აზრით, დაავადებებისადმი შიში მკითხველთა უმრავლესობისთვის დამახაიათებელი ნიშანი იყო. ამას გარდა, ისიც დაასკვნეს, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ლოცვა გაცილებით პოპულარული იყო, ვიდრე ლოცვა მოყვასთათვის.
კარლოს V–ის იპერია
კარლოს მეხუთეს მემკვიდრეობით ერგო უზარმაზარი იმპერია, რომელიც XVI საუკუნის ევროპაში დომინანტ სახელმწიფოს წარმოადგენდა. იმპერიის უზარმაზარი ტერიტორიის შენახვა ქვეყანას უფრო ასუსტებდა ვიდრე აძლიერებდა. 36 წლის განმავლბაში თავდაუზოგავად იბრძოდა ქვეყანაში წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად.
XV საუკუნის განმავლობაში ცენტრალურ ევროპაში ჰაბსბურგთა ოჯახი დიდი უპირატესობით სარგებლობდა. 1438 წლიდან ქვეყნის მმართველი "საღვთო რომმის იმპერიის" ტიტულს ატარებდა. მისი სუვენერიტეტის მიუხედავად, ეს ტიტული უფრო პრესტიჟის მომტანი იყო, ვიდრე ნამდვილი ძალაუფლების.
დინასტიის აღზევების ხანა
თითქმის საუკუნის შემდეგ, საქორწინო კავშირებმა და მეტოქე ოჯახებში მოულოდლენმა სიკვდილიანობამ, ჰაბსბურგები ევროპაში უძლეველ დინასტიად აქცია.
1516 წელს ესპანეთის მეფე 1500 წელს დაბადებული კარლოსი (კარლი) გახდა. 3 წლის შემდეგ მას საკუთარი ბაბუის, მაქსიმილიან პირველისგან მემკვიდრეობით ერგო ავსტრიული მიწები, ბურგუნდიის საჰერცოგო და, ასევე, "საღვთო რომის იმპერიის" იმპერატორის ტიტული. ჰაბსურგთა ხელისუფლება გავრცელდა უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავდა ესპანეთს, სამხრეთ იტალიას, სიცილიასა და სარდინიას, ასევე ამერიკაში არსებულ კოლონიებს. ბურგუნდიის ჰერცოგის სახელით, კაროლოსი ნიდერლანდებსაც (ბელგიასა და ჰოლანდიას) მართავდა. "ძველი და ახალი სამყაროს" გაერთიანებით, კარლოს V უზარმაზარი ევროპული იმპერიის სათავეში მოექცა.
კარლოს V-ის იმპერია საკმაოდ მდიდარი იყო. რადგანაც ნიდერლანდები ევროპული კომერციის ცენტრს წარმოადგენდა. სულ ცოტა ხანში კი ესპანეთის ამერიკული კოლონიების მაღაროებიდან ოქროსა და ვერცხლის შემოტანა დაიწყო. კარლოსი შორეულ პროვინციებს ოჯახი წევრების დახმარებით მართავდა.
მძიმე ტვირთი
მიუხედავად ყველა ამ უპირატესობისა კარლოსს მრავალი საზრუნავი გაუჩნდა. მისი იმპერია არაუბრალოდ დიდი, არამედ უზარმაზარი იყო. მის უამრავ შემადგენელ ნაწილს შორის კომუნიკაცია ძალიან ნელა და ძნელად მიმდინარეობდა, თანაც მოცულობიდან გამომდინარე, აქ ერთმანთის პოტენციურად მოქიშპე ძალები არსეობდნენ. კარლოსის განუწყვეტელმა ომებმა, რასაც თან დაერთო XVI საუკუნის ინფლაცია, საგრძნობლად გააღარიბა ქვექნის ეკონომიკა.
კარლოსი კეთილსინდისიერი მართველი იყო, თუმცა არცთუ ბრწყინვალე. აღსანიშნავია, რომ მას არასდროს მიეცა საშუალება თავისი გამარჯვებით დამტკბარიყო, რადგანაც სადღაც მაინც ყოველთვის იყო დასაძლევი ახალი კრიზისი.
ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენდა იმ საღვთო რომის იმპერიის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საშიშროება, რომელიც ასობით დამოუკიდებელი ხელისუფლებისაგან შედგებოდა. მათ რიცხვს ეკთვნოდა რამდენიმე დიდი სახელმწიფო, მაგალითად ბავარია, საქსონია და ბრანდერბურგი, სადაც პრინცები დიდი უპირატესობით სარგებლობდნენ და იმპერატორის ძლევამოსილების დამატებით ზრდის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი. იმპერატორის ყოველ რეფორმას მათი მხრიდნა წინააღმდეგობა ხვდებოდა, კარლოსმა, ასევე, ვერ მოახერხა ცენტრალიზებული "ახალი მონარქის" შექმნა გერმანიაში, რომელიც ინგლისსა და საფრანგეთისათვის მისაბაძი მაგალითი გახდებოდა.

Saturday, August 11, 2012
I მსოფლიო ომი (II ნაწილი)
ომის შედეგები 1914 წლის ბოლოსათვის. პოზიციურ ომზე გადასვლა
1914 წლის ბოლოსათვის, ომის დაწყებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, თითქმის ყველა ფრონტზე ბრძოლები ანტანტის გამაჯვებით დამთავრდა. 1914 წლის სამხედრო კამპანიის უმთავრესი შედეგი ის იყო, რომ გერმანიის სარდლობამ განიცადა მარცხი, ჩაეფუშა შლიფენის "ელვისებური ომის" გეგმა. ომის დასაწყისში მანევრულ ხასიათს ატარებდა. განუწყვეტლივ მიმდინარეობდა ჯარების დიდი შენაერთების გადაად–გილება, მანევრირება. მაგრამ 1914 წ. ბოლოსათვის დასავლეთის ფრონტმა სტაბილური მდგომარეობა მიიღო თითოეულმა მხარემ დაიწყო თავისი პოზიციების გამაგრება. ჯარისკაცები ჩაიმალნენ სანგრებში, დაიწყეს ძნელად დასანგრევი ბეტონირებული საცეცხლე წერტილების მშენებლობა.
სანგრებისა და თხრილების წინ ფართო ზოლი, დანაღმული და ეკლიანი მავთულ–ხლართებით იყო დაფარული.აშკარა გახდა,რომ ომმა პოზიციური ხასიათი მიიღო. შეტევითი ოპერაციები შეცვალა მოწინააღმდეგის პოზიციების საარტილერიო დაბომბვამ და ფრონტის ცალკეულ უბნებზე შეტევებმა, მათი გარღვევის მიზნით. ასეთ პირობებში ორივე მეომარი მხარის სარდლებმა დაიწყეს ახალი გზების ძიება სტრატეგიული ამოცა–ნების გადასაჭრელად. გერმანიის სარდლობამ მიზნად დაისახა ამჯერად , გადამწყვეტი დარტყმა წარემართა აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთის წინააღმდეგ, მისი ომიდან გამოთიშვის მიზნით.
ომის მსვლელობა1915–1916 წლებში
"შლიფენის გეგმის" კრახიშ შემდეგ გერმანელებმა მოინდომეს სეპარატიული ზავით ანტანტის ქვეყნებს შორის განხეთქილების შეტანა. სეპარატიული ზავის დასადებად გერმანელებს ყველაზე რეალურ პარტნიორად რუსეთი მიაჩნდა. მაგრამ რუსეთი რომ იძულებული გამხდარიყო, საჭირო იყო მისი ფრონტზე დამარცხება. ამიტომაც 1915 წ. ომის მთელი სიმძიმე გერმანელებმა აღმოსავლეთის ფრონტზე გადაიტანეს. 1915 წლის აპრილში, გერმანიის სარდლობამ, აღმოსავლეთის ფრონტზე მნიშვნელოვან ძალებს მოუყარა თავი და გადავიდა შეტევააზე. რუსეთის არმიამ დიდი ზარალით დაიხია უკან და მხოლოდ სექტემბერში შეძლო გერმანელთა შეტევის შეჩრება, რის შედეგადაც ომმა აქაც პოზიციური ხასიათი მიიღო. იმ დროს, როცა აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთის არმია სისხლისგან იცლებოდა დასავლეთის ფრონტზე ანტანტა უმნიშვნელო ოპერა–ციებით შემოიფარგლა. რაც შეეხება გერმანიას, მან აპრილ–მაისში დასავლეთის ფრონტზე, მდინარე იპრის მიდამოებში განახორციელა შეტევა, სადაც პირველად გამოყენებულ იქნა მახრჩობელა გაზი. იპრიტისაგან – ასე უწოდეს ახალ ქიმიურ იარაღს–დაიღუპა 5000 ჯარისკაცი და ოფიცერი, 10 ართასი კი დასახიჩრდა.

საინტერესო თარიღები ბნელი საუკუნეები
ახ.წ. 376 ვესტგოტების დუნაიზე გადასვლა
ახ.წ. 406 გერმანიკული ტომები რაინს კვეთენ
ახ.წ. 410 ვესტგოთები რომს ძარცვავენ
ახ.წ. 476 დასავლეთის უკანასკნელ იმპერატორს ძალაუფლებას ართმევენ
ახ.წ. 527–565 იუსტინიანეს მართველობა; იმპერიის დროებითი აღდგენა
ახ.წ. 568 ლონმბარდები იტალიას იპყრობენ
ახ.წ. 636–670 ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ისლამური დაპყრობა
ახ.წ. 711 ვესტგოთური ესპანეთის ისლამური დაპყრობა
ახ.წ. 732 შარლ მარტელი მუსლიმანებს ამარცხებს
ახ.წ. 751 პიპინი ფრანკების სამეფოს პირველი კაროლინგი მეფე ხდება

I მსოფლიო ომი (I ნაწილი)
ომის მაშტაბები და ხასიათი. მეომარ მხარეთა მიზნები.
პირველი მსოფლიო ომი დაიწყო 1914 წლის პირველ აგვისტოს და დამთავრდა 1918 წლის 18 ნოემბერს. მისი მაშტაბები 1917 წლამდე განუწყვეტლივ ფართოვდებოდა. უკვე 1914 წლის აგვისტოს ბოლოსთვის ომში საკუთარი ინიციატივით ჩაება იაპონია. 1914–1915 წწ. გერმანიასა და ავსტრია–უნგრეთს შეუერთდა თურქეთი და ბულგარეთი და შეიქმნა "ოთხთა კავშირი". იმ ქვეყნბის რაოდენობა, რომლებიც თანდათანობით ებმე–ბოდნენ ომში "ოთხთა კავშირის" წინააღმდეგ, უფრო შთამბეჭდავი იყო.
იაპონიის გარდა ომში ჩაებნენ რუმინეთი, აშშ, საბერძნეთი. გერმანიას ომი გამოუც–ხადეს, მაგრამ ომში არ მონაწილეობდნენ ჩინეთი, სიამი, ლიბერია, ლათინური ამერიკის 14 ქვეყანა. მეომარ ქვეყანათა დაჯგუფებების ანექსიონისტური ზრახვები ასეთი იყო: გერმანიას სურდა ბელგიის, ჩრდილო–აღმოსავლეთ საფრანგეთის, ბალტიისპირეთის, უკრაინის, ყირიმის, კავკასიის, მაროკოსა და კონგოს დაპყრობა, ინგლისის საზღვაო ძლიერების მოსპობა, მსოფლიო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის დასუსტება. გარდა ტერიტორიული პრეტენზიებისა, გერმანიას დამარცხებული ქვეყნებისათვის თავს უნდა მოეხვია მეტად მძიმე ფინანსური პირობები. ვილჰელმ II იმედოვნებდა, რომ ინგლისსა და აშშ–ს დააკისრებდა 30 მლრდ დოლარის კონტრიბუციას. ავსტრია– უნგრეთს, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის პროვოცირება მოაწყო, სურდა ბალკა–ნეთის ნახევარკუნძულზე გაბატონება, სერბიის ანექსია რუსეტისათვის უკრაინისა და ბელორუსიის ნაწილის წართმევა, აგრეთვე რუმინეთის ნავთობის დაპყრობა.

საინტერესო თარიღები პირველი ქრისტიანები
ძვ.წ. 6 იესო ნაზარეთელის დაბადება
ახ.წ. 29–33 იესო ქრისტეს ჯვარცმა
66–73 წ. იუდეველთა აჯანაყება იერუსალიმის განადგურება(70)
312 წ. ქრისტიანობის შეწყნარება
324 წ. კონსტანტინე რომის იმპერიის ბატონ–პატრონი ხდება და თავს ქრისტიანად აცხადებს
325 წ. ნიკეას კრება
330 წ. კონსტანტინოპოლის დაარსება
361–363 წ. იმპერატორი იულიანე განდგომილი კერპტაყვანისმცემლობის აღდგენას ცდილობს
391 წ. თეოდოსიუსი კერპთაყვანისმცემლობაზე ზეწოლას ახდენს
438 წ. თეოდოსიუსის კანონთა კებული
476 წ. დასავლეთში რომაელთა იმპერიის დასასრული
529 წ. წმ.ბენედიქტე აარსებს მონტე კასინოს

საინტერესო თარიღები რომი
ძვ.წ. 735 რომის დაარსების ტრადიციული თარიღი
ძვ.წ. 264–241 პირველი პუნიკური ომი კართაგენთან
ძვ.წ. 202 რომაელების გამარჯვება ზამასთან
ძვ.წ. 146 რომაელებმა საბერძნეთი შემოიერტეს
ძვ.წ. 91–88 მოკავშირეთა ომი
ძვ.წ. 82–79 სულას დიქტატურა
ძვ.წ. 73–71 სპარტაკის აჯანყება
ძვ.წ. 58–51 კეისრის მიერ გალიის დაპყრობა
ძვ.წ. 49–45 სამოქალაქო ომები და კეისრის გამარჯვება
ძვ.წ. 44 იულიუს კეისრის მკვლელობა
ძვ.წ. 31 ავგუსტუსის ბრძანებლობის დასაწყისი
43 წ. ბრიტანეთის დაპყრობა იწყება
96–192 წ. ანტონინების დინასტიის ეპოქა
122–128 წ. ადრიანეს კედლის მშენებლობა

საინტერესო თარიღები ალექსანდრე მაკედონელი
ძვ.წ. 334 ალექსანდრე სპარსელებს გრანიკოსთან ბრძოლაში ამარცხებს
ძვ.წ. 333 ალექსანდრე დარიოსს ისოსთან ბრძოლაში ამარცხებს
ძვ.წ. 331 დარიოსი საბოლოოდ მარცხდება გავგამელასთან
ძვ.წ. 330 პერსეპოლისის დაკავება. დარიოსის სიკვდილი
ძვ.წ. 330–327 აღ. სპარსეთის იმპერიის დაპყრობა
ძვ.წ. 326 მაკედონელები შედიან ინდოეთსში ამარცხებენ პოროსს თუმცა, ალექსანდრე იძულებულია უკან დაბრუნდეს

საინტერესო თარიღები ბერძნული ცივილიზაცია
ძვ.წ. 776 პირველი ოლიმპიური თამაშების პირველი ტრადიციული თარიღი
ძვ.წ. 600–იანი სპარტა სამხედრო კასტად ყალიბდება
ძვ.წ. 594 სოლომონის რეფორმები
ძვ.წ. 499–494 მცირე აზიის ბერძნების აჯანყება სპარსელების წინააღმდეგ
ძვ.წ. 480 სპარსეთის შემოსევა: საბერძნეთის ფლოტმა გაიმარჯვა სალამინის ბრძოლაში
ძვ.წ. 478 ათენის მეთაურობით დელოსის კავშირი შეიქმნა
ძვ.წ. 431 პელოპონესის ომის დასაწყისი
ძვ.წ. 404 პელოპონესის ომის დასასრული
ძვ.წ. 371 ლევქტრასთან ბრძოლაში თებელებმა დაამარცხეს სპარტა
ძვ.წ. 338 ქერონიასთან ბრძოლის შემდეგ საბერძნეთის ერთადერთი მათველი გახდა ფილიპე მაკედონელი
საინტერესო თარიღები სპარსეთის იმპერია
ძვ.წ. 1000 მიდიელები და სპარსელები ირანში ჩადიან
ძვ.წ. 612 მიდიელები ანადგურებენ ნინევეას
ძვ.წ. 559–550 კიროს დიდი იპყრობს მიდიელთა იმპერიას
ძვ.წ. 546 კიროსი ამარცხებს ლიდიის მეფე კრესოსს
ძვ.წ. 539 კიროსი იერიშით იღებს ბაბილონს
ძვ.წ. 525 კიმბისე II იპყრობს ეგვიპტეს
ძვ.წ. 522–520 დარიოს I იმპერიას აღადგენს
ძვ.წ. 512 დარიოს პირველის ექსპედიცია დუნაიზე
ძვ.წ. 499–494 აზიის ბერძნების აჯანყება
ძვ.წ. 492 სპარსელები იკავებენ თრაკიას
ძვ.წ. 490 სპარსელების დამარცხება მარათონთან
ძვ.წ. 480–446 სპარსეთ–საბერძნეთის ომი
ძვ.წ. 424–358 არეულობის პერიოდი
ძვ.წ. 338–330 დარიოს III აქემენიდთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი
ძვ.წ. 334– 324 ალექსანდრე მაკედნოელის მიერ სპარსეთის დაპყრობა

საინტერესო თარიღები ასურეთი
ძვ.წ. 1600–1380 ასურეთი იმყოფებოდა მითანის ძალაუფების ქვეშ
ძვ.წ. 1250–934 ტიგლატფილესერ I–ის მეფობის დროს (ძვ.წ. 1115–1077) ასურეთი ფართოვდებოდა დასავლეთის მიმართულებით, თუმცა ამ გაფართოებას შეაჩერებენ მომთაბარე დამპყრობლები
ძვ.წ. 934–912 ასურეთი იბრუნებს თავის სიძლიერეს
ძვ.წ. 883–859 ასურნასირფალ II–ის მეფობა, დაიწყეს კავალერიის გამოყენება
ძვ.წ. 745–727 ტიგლადფილესერ III იპყრობს სირიასა და პალესტინას და ხდება ბაბილონის მეფე
ძვ.წ. 721–705 სარგონ II–ის მეფობა
ძვ.წ. 704–681 სინახერიბის მეფობა. მან 701 წელს ალყა შემოარტყა იერუსალიმს
ძვ.წ. 680–669 ასარხადონის მეფობა : დაიპყრეს ეგვიპტე
ძვ.წ. 668–627 ასურბანიფალის მეფობა. ეგვიპტე დაკარგულია
ძვ.წ. 635 სამოქალაქო ომები ასუსტებენ ასურეთს
ძვ.წ. 612 ასურეთი დაეცა

Subscribe to:
Posts (Atom)