Search This Blog

Saturday, August 11, 2012

I მსოფლიო ომი (I ნაწილი)

                                ომის მაშტაბები და ხასიათი. მეომარ მხარეთა მიზნები.

     პირველი მსოფლიო ომი დაიწყო 1914 წლის პირველ აგვისტოს და დამთავრდა 1918 წლის 18 ნოემბერს. მისი მაშტაბები 1917 წლამდე განუწყვეტლივ ფართოვდებოდა. უკვე 1914 წლის აგვისტოს ბოლოსთვის ომში საკუთარი ინიციატივით ჩაება იაპონია. 1914–1915 წწ. გერმანიასა და ავსტრია–უნგრეთს შეუერთდა თურქეთი და ბულგარეთი და შეიქმნა "ოთხთა კავშირი". იმ ქვეყნბის რაოდენობა, რომლებიც თანდათანობით ებმე–ბოდნენ ომში "ოთხთა კავშირის" წინააღმდეგ, უფრო შთამბეჭდავი იყო.
     იაპონიის გარდა ომში ჩაებნენ რუმინეთი, აშშ, საბერძნეთი. გერმანიას ომი გამოუც–ხადეს, მაგრამ ომში არ მონაწილეობდნენ ჩინეთი, სიამი, ლიბერია, ლათინური ამერიკის 14 ქვეყანა. მეომარ ქვეყანათა დაჯგუფებების ანექსიონისტური ზრახვები ასეთი იყო: გერმანიას სურდა ბელგიის, ჩრდილო–აღმოსავლეთ საფრანგეთის, ბალტიისპირეთის, უკრაინის, ყირიმის, კავკასიის, მაროკოსა და კონგოს დაპყრობა, ინგლისის საზღვაო ძლიერების მოსპობა, მსოფლიო ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის დასუსტება. გარდა ტერიტორიული პრეტენზიებისა, გერმანიას დამარცხებული ქვეყნებისათვის თავს უნდა მოეხვია მეტად მძიმე ფინანსური პირობები. ვილჰელმ II იმედოვნებდა, რომ ინგლისსა და აშშ–ს დააკისრებდა 30 მლრდ დოლარის კონტრიბუციას. ავსტრია– უნგრეთს, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის პროვოცირება მოაწყო, სურდა ბალკა–ნეთის ნახევარკუნძულზე გაბატონება, სერბიის ანექსია რუსეტისათვის უკრაინისა და ბელორუსიის ნაწილის წართმევა, აგრეთვე რუმინეთის ნავთობის დაპყრობა.



 საფრან–გეთის მთავრობა აცხადებდა, რომ სურდა ეზასისა და ლორენის დაბრუნება, მაგრამ სინამდვილეში ფრანგების ზრახვები უფრო შორს მიდიოდა. მათ უნდოდათ ოლქის დაპყრობა და თუ შეძლებდნენ – რაინის სამრეწველო რაიონების ხელში ჩაგდება.
ამ გეგმების განხორციელება საფრანგეთს შეუქმნიდა ეკონომიკურ ბაზას ევროპაში სამხედროპოლიტიკური ბატონობისათვის. საფრანგეთი ასევე იმედოვნებდა სირიის, პალესტინისა და სხვა არაბული არაბული ქვეყნების ხელთ გდებას, გერმანიის კოლონი–ებიდან წილის მიღებას. ინგლისის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა გერმანიის, როგორც ძირითადი სავაჭრო, საზღვაო და კოლონიური კონკურენტის ჩამოცილება. ამასთან ერთად შედარებით ძლიერი გერმანია ევროპის კონტინენტზე უნდა დარჩენილიყო როგორც საფრანგეთისა და რუსეთის მოწინააღმდეგე გამაწონასწორებელი ძალა. გარდა ამისა, ინგლისს სურდა თავისი კოლონიური იმპერიის გაფართოვება და, რაც მთავარია, ახლო და შუა აღმოსავლეთის მდიდარი ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება. ანექ–სიონისტური ზრახვებით მოკავშირეებს არც რუსეთი ჩამორჩებოდა. ნიკოლოზ II მეორე მოითხოვდა მისთვის კონსტანტინეპოლისა და ბოსფორ–დარდანელის სრუტეების გადაცემას, იმედოვნებდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გაბატონებას და ა.შ. დამ–პყრობლური გეგმები ბუნებრივია ქონდათ იტალიას, რუმინეთს, აშშ–ს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ომში მოგვიანებით ჩაებნენ. მხოლოდ სერბია(და მოგვიანებით ბელგია), რომელიც ავსტრია–უნგრეთ–გერმანიის აგრესიის მსხვერპლი გახდა აწარმმოებდა სამარ–თლიან, განმათავისუფლებელ ომს. მეომარ სახელმწიფოთა ეს ანექსიონისტური მიზე–ზები, ბუნებრივია გასაიდუმლოებული იყო. ოფიციალურად დეკლარაციებში მთავ–რობები მხოლოდ ფუჭი, პაციფისტური ფრაზებით ინიღბებოდნენ რომ აწარმოებდნენ თავდაცვით ომს.

                                           "ელვისებური ომის" გერმანული გეგმა

     ომში ჩაბმულ თითოეულ მხარეს ჰქონდა საომარ მოქმედებათა წარმოების წინსაწარ შემუშავებული გეგმები, რომლებიც ითვალისწინებდა სწრაფ გამარჯვებას. გერმანიის გეგმას ეწოდებოდა " შლიფენის გეგმა"– გერმანული სამხედრო სპეციალისტის ფონ შლიფენის გვარის მიხედვით, რომელიც 1891–1905 წლებში გერმანიის გენერელურ შთაბს ხელმძღვანელობდა.
     რამდენადაც ამ წლებში აშკარა გახდა, რომ გერმანიას მოუწევდა საფრანგეთსა და რუსეთის წინააღმდეგ, შლიფენმა თავის გეგმას საფუძვლად დაუდო მოწინააღმდეგეთა "ცალცალკე განადგურების" იდეა. ვინაიდან გერმანიას არ ეყოფოდა ძალები ორ ფრონტზე საბრძოლველად, შლიფენი აყენებდა შემდეგ გეგმას: ვიდრე რუსეთი ნელა და მოუქნელად ( ამაში გერმანელები სრულიად იყვნენ დარწმუნებულნი) ჩაატარებდა ძალთა მობილიზაციას და მათ ფრონტზე განლაგებას, გერმანელებს ძირითადი დარტყმა უნდა  მიემართათ საფრანგეთის წინააღმდეგ. დაარღვევდნენ რა ბელგიის ნეიტრალი–ტეტს, გერმანიის ჯარები დაუცველი ბელგია საფრანგეთის საზღვარის მხრიდან უნდა შესულიყვნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში. აქ გერმანელთა ჯარების ნაწილი დაიკავებდა ლამანშის სრუტის ნაპირებს, რომ ინგლისელებისათვის ხელი შეეშალათ. მეორე ნაწილი მოუვლიდა პარიზს ჩრდილო–დასავლეთიდან, მოაქცევდა საფრანგეთის ჯარებს ალყაში და გაანადგურებდა მათ. მთელი ეს ოპერაცია დასავლეთ ევროპულ ფრონტზე უნდა ჩა–ტარაბულიყო 40 დღეში, რის  შემდეგაც შლიფენის აზრით გერმანია მთელი ძალით თავს უნდა დასხმოდა რუსეთს და ავსტრია–უნგრეთთან კავშირისთვისაც მოეღო ბოლო. "შლიფენის გეგმის" განხორციელებით დერმანელები იმედოვნებდნენ ორ ფრონტზე ბრძოლის თავიდან აცილებას, რადგან ამგვარი ბრძოლის მათ ძალიან ეშინოდათ. მაგრამ  "შლიფენის გეგმას" განხორციელება არ ეწერა.
                                           
                                               საომარი მოქმედებები 1914 წელს

     ომი მიმდინარეობდა დედამიწის მრავალ კუთხეში. შეიქმნა ათამდე ფრონტი, მაგრამ მთავარი იყო დასავლეთ ევროპის ფრონტი, სადაც გერმანიის ჯარები ებრძოდნენ ინ–გლისის, საფრანგეთის და ბელგიის ჯარებს და აღმოსავლეთის ფრონთი, სადაც რუსეთის ჯარების პირდაპირ იდგნენ ავსტრია–უნგრეთის და გერმანიის არმიები. სხვა ფრონტი – ბალკანეთის, ამიერკავკასიის, არაბეთის, დარდანელის, და თვით ავსტრია–უნგრეთისაც კი – თამაშობდნენ დამხმარე როლს.
     საომარი მოქმედებები დაიწყო 4 აგვისტოს დასავლეთ ფრონტზე როცა "შლიფენის გეგმის" თანახმად გერმანიის არმია შეიჭრა ბელგიასა და საფრანგეთში, დამარცხა მათი არმიები და დაემუქრა პარიზს. საფრანგეთის მთავრობა პარიზიდან ბორდოში გადა–ვიდა. ასეთ პირობებში საფრანგეთმა დახმარება სთხოვა რუსეთს, რომელმაც 17 აგვის–ტოს შეტევა წამოიწყო აჭმოსავლეთ ფრონტზე. გემანელები იძულებულნი შეიქმნენ დაესუს–ტებინათ დასავლეთ ფრონტი. იქიდან ჯარების აღმოსავლეთში გადასროლით და უკან დაიხიეს.  მართალია გერმანელები დასავლეთ ფრონტზე მდ. მარნასთან ბრძო–ლაში დამარცხდნენ მაგრამ სამაგიეროდ გაიმარჯვეს აღმოსავლეთ ფრონტზე, სადაც რუ–სეთის ერთი არმია ალყაში მოექცა და გაანადგურეს. რაც შეეხება ამიერკავკასიის ფრონტს, აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია თურქთა ჯარების დამარცხება სარიყამიშთან ბრძოლაში, სადაც ქართველმა ნაწილებმაც ისახელეს თავი. რუსეთის ჯარებმა მნიშ–ვნელოვნად წაიწიეს არზრუმის, ალაშკერტისა და ვანის მიმართულებით.

No comments:

Post a Comment