Search This Blog

Monday, October 15, 2012

"ხე ნაყოფით იცნობა" იაკობ გოგებაშვილი

    " ყველა სკოლა, განსაკუთრებით სახალხო. დედა-ენაზედ უნდა იყოს დაფუძნებული; დედა-ენით უნდა საზრდოობდეს, მით უნდა ვითარდებოდეს, მით უნდა ხარობდეს. დედა-ენა სულია სკოლის. თვით ღატაკი სკოლა მძლავრია , როცა მას ხალხში ფესვები აქვს გადგმული დედა-ენის შუამავლობით, თვით უმდიდრესი, ყოველი მხრით შემკული სკოლა უძლურია, როცა ამ ნიადაგს მოკლებულია.
    ზოგიერთ სკოლებში ქართული სასტიკად არის აკრძალული და ქართულის წიგნის გაჭაჭანება ასეთ სკოლებში სამოსწავლო მთავრობას ნამდვილ დანაშაულად მიაჩნია. ასეთ ყოფაშია სკოლები საქართველოს დასავლეთ პროვინციებში - სამეგრელოსა და სვანეთში. ამ პროვინციებს თავიანთი თავი მუდამ, უხსოვარი დროიდან, საქართველოს ნაწილად მიაჩნდათ და ქართული ენა თავიანთ დედაენათა სწამდათ. მწერლობაშაციმასა ხმარობდნენ, ადმინისტრაციაშიცა და სამართალშიაც. შინაურ მიწერ-მოწერასაც კი და სავაჭრო დავთრებს ქართულად აწარმოებდნენ, ქართულის ანბანითა... მაგრამ, ამ ათიოდე წლის წინათ, სწავლა-განათლების მთავრობამ  განიზრახა განდევნა და აღმოფხვრა ქართულისა ამ ქართული პროვინციებიდან, - ამ აზრით სრულად ამოშალა ეს ენა სამეგრელოსა და სვანეთის საერო სკოლების პროგრამიდან, გააუქმა იქ მისი სწავლებაც დასავსებით , თიმცა ყველა წოდება იქაურ მკვიდრთა ხმამაღლა აცხადებდა პროტესტს ასეთი ძალმომრეობის წინააღმდეგ. ეს კიდევ არაფერია. იმავე მთავრობამ დაუწყო გაფაციცებით თვალყურის დევნა, რომ ქართული წიგნები არ ჩავარდნოდათ ხელში არც მეგრელებს და არც სვანებს, სულ ერთია, ქალი იქნებოდა , თუ კაცი."

No comments:

Post a Comment