Search This Blog

Monday, October 15, 2012

მეტყველების ნაწილები

   ქართულ ენაში არის ათი მეტყველების ნაწილი:

1. არსებითი სახელი: დედა, ცხენი, ჭეშმარიტება...
2.ზედსართავი სახელი: თეთრი, ბოროტი, პატიოსანი, ქუდიანი...
3. რიცხვითი სახელი: ხუთი, მესამე, მესამოცე...
4.ნაცვალსახელი: მე, შენ, ჩვენ...
5.ზმნა: ვსწავლობ, ვაკათებ, ვხატავ...
6.ზმნიზედა: აქ, იქ, ხვალ, ზეგ, გარეთ, გუშინ, ზევით...
7.თანდებული: ზე, ში, თან...
8.კავშირი: და, თუ, ხოლო, რომ...
9.ნაწილაკი: არ, ვერ, ნუ...
10.შორისდებული: ოჰ! უჰ1 უი! ვაშა!..

     აქედან სრულმნიშვნელობიანია: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა და ზმნიზედა.
     დამხმარე მეტყველების ნაწილებია: თანდებული, კავშირი, ნაწილაკი.
     შორისდებული განცალკევებით მდგომია.


     ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილებია: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი და ზმნა.
     ყველა დანარჩენი ფორმაუცვლელია.

1 comment: