Search This Blog

Saturday, November 24, 2012

გი დე მოპასანი

    ფრანგი მწერალი გი დე მო პასანი დაიბადა 1850 წელს ნორმანდიაში. თუმცა , მისი ოჯახი წარმოშობით ლოტარინგიელი არისტოკრატები იყვნენ.
                                                         გი დე მოპასანი(1850-1893)
    13 წლის მოპასანი დახურულ სემინარიაში მიაბარეს, სადაც თავს ცუდად გრძნობდა და იმდენი მოახერხა, რომ იქიდან გარიცხეს. შემდეგ გადავიდა რუანის ლიცეუმში. 1870-1871 წლების პრუსია-საფრანგეთის ომში მოხალისედ წავიდა და უბრალო რიგითად მსახურობდა.ომის დამთავრების შემდეგ მისი ოჯახი გაკოტრდა.   


    მოპასანს სურდა, ლიტერატურული შრომოთ ეცხოვრა, მაგრამ დედის მეგობრის, ცნობილი მწერლის, გუსტავ ფლობერის (1821-1880) რჩევით, ჯერ საზღვაო ჩინოვნიკად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი განათლების სამინისტროში გადავიდა. საერთო ჯამში ჩინოვნიკად მან ათი წელი იმუშავა. თითქმის ექვსი წლის მანძილზე, იმავე ფლობერის რჩევით, მოპასანი ბევრს წერდა, მაგრამ თითქმის ყველაფერს ხევდა. პირველი ნაწარმოები მან მხოლოდ მას შემდეგ დაბეჭდა, როდესაც ფლობერმა აღიარა მისი ფასეულობა. ეს იყო "ფუნთუშა",რომელიც 1880 წეკს დაიბეჭდა და რომელმაც მოპასანს აღიარებდა და სიმდიდრე მოუტანა. თერთმეტი წლის მანძილზე მოპასანმა გამოაქვეყნა რამდენიმე ასეული ნოველა და ექვსი რომანი. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
   მწერალს მარტოობა უყვარდა. მან იყიდა იახტა, რომელსაც თავისი რომანის სახელი " ლამაზი მეგობარი" დაარქვა. იგი ხშირად მოგზაურობდა და ძალიან ბევრს მუშაობდა. მეტისმეტმა გონებრივმა დაძაბულობამ მის ჯანმრთელობას მალე მოღო ბოლო. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი სავსებით განმარტოვდა, მას გამუდმებით ტანჯავდა სიკვდილის შიში. 1891 წელს ნერვიულმა აშლილობამ მოპასანი თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა. მწერალი სულიერ ავადმყოფთა კლინიკაში მოათავსეს, სადაც ორი წლის შემდეგ, 1993, წელს, გარდაიცვალა კიდეც.

    მიხეილ ჯავახიშვილი დიდ პატივს ცემდა გი დე მოპასანის შემოქმედებას. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ მან ქართულად თარგმნა მოპასანის ცნობილი რომანი "ლამაზი მეგობარი". ოთარ ჩხეიძე ერთგან წერს: "... დარამებსა წერდა... მოთხრობებსა წერდა... წერდა და ხევდა მოპასანისებრა კარგა ხნის მანძილზე, წერდა და ხევდა, ანადგირებდა, იმ განსხვავებით, რო მოპასანს ფლობერი ურჩევდა, ხოლო ჯავახიშვილს არ ჰყავდა თავისი ოსტატი, მრჩეველი თავისი, თვითონვე იყო ოსტატიც და შეგირდიც თავისი თავისა, და წერდა და ხევდა ლამის "ჯაყოს ხიზნებამდისა", და ეს უკვე მოვლენა გახლდათ , შედეგი დიდი გამოცდილებისა, დიდი შრომისა, დიდი განცდის შედეგი, -მოვლენა გახლდათ და რჩება მოვლენად. მოპასანის მხატვრულ ხელოვნებას რომ განსაზღვრავს მიხეილ ჯავახიშვილი, ამგვარად განსაზღვრავს: "დღემდის ათასი საზომი და მოფრულა მოუგონებიათ ხელოვნური ნაწარმოების ფორმის დასაფასებლად, მაგრამ ამ ათასიდან ერთი საზომია მუდმივი და სწორი: მკაფიობა, მარტივობა და ზომიერება. ეს ერთადერთი საზომი ჭეშმარიტი ხელოვნებისა ზედგამოჭრილია მოპასანის შემოქმედებაზე, ანუ თუ გნებავთ, პირიქით, მოპასანის შემოქმედებაა ზედგამოჭრილიამ საზომზე". ასე განსაზღვრავს და აქამდე აღწევს თვითონაც: მკაფიობა, მარტივობა ზომიერება... "ჯაყოს ხიზნები" ქმნილებაა უმაღლესი ამა საზომითა უყოყმანოდ და უეჭველად.

No comments:

Post a Comment