Search This Blog

Tuesday, November 20, 2012

კონტრაცეფცია

    არასასურველი ოსულობის თავიდან აცილების მიზნით, ათასობით წლის განმავლობაში უამრავი საშუალება გამოიყენებოდა, დაწყებული ნიანგის განავლის საშოში მოთავსებით და დამთავრებული სქესობრივი კავშირის შემდეგ ფეხზე დგომით.  დღესდღეობით, რეპროდუქციული სისტემა გაცილებით უკეთ არის ათვისებული და არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა სანდო მეთოდი არსებობს.
    სქესობრივი ურთერთობის შედეგად, ბავშვები ჩნდებიან, თუმცა, რა თქმა უნდა, არა ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ სქესობრივი კავშირის მთავარ ბიოლოგიურ მიზეზს სწორედ რეპროდუქცია წარმოადგენს, ადამიანთა უმრავლესობა სქესობრივი ცხოვრებისას ჩასახვას მიზნად არ ისახავს.
                                                                    კაზანოვა
  კაზანოვა, XVIII საუკუნის იტალიელი მექალთანე კონტრაცეფციის სახით, პრეზერვატივებს იყენებდა. პრეზერვატივების სანდოობის  შემოწმება ერთგვარ გასართობ საქმიანობას წარმოადგენდა.

   ორალური კონტრაცეპტივები - აბები - ქალების უმრავლესობისათვის კონტრაცეფციის ყველაზე სანდო და მოსახერხებელ საშუალებად რჩება. გამოწერილი აბების ტიპის შესაბამისად, ისინი შეიძლება იყოს წარმოდგენილი 21 ან 28 ცალით, რომელიც გათვლილია 28-დღიანი ციკლისთვის. ქალს, ჩვეულებრივ, ყოველთვიურად ექნება მენსტრუალური ციკლი, თუმცა ჰორმონები ოვულაციის პროცესს აფერხებს.

                                                       ინდივიდუალური არჩევანი
    კონტრაცეფცია " ჩასახვის საწინააღმდეგოს" ნიშნავს, ანუ სქესობრივ კავშირს ბავშვის გაჩენის განზრახვის გარეშე. ზოგიერთი ტრადიციისა და რელიგიის მიხედვით, კონტრაცეფციული მეთოდების გამოყენება აკრძალულია.
    კონტრაცეფციული მეტოდების შერჩვა სქესობრივი პარტნიორების პირადი საქმეა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტრაცეფციის მეთოდის სწორად გამოყენებას. იმ შემთხვევაში, როდესაც წყვილი გარკვეულია, თუ როგორ ხდება ბავშვის ჩასახვა და კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდები იცის, არასასურველი ორსულობის თავიდან არიდება გაცილებით იოლია. რჩევების მიღება შესაძლებელია, ასევე, ექიმბისგან და სპეციალისტებისგან, რომლებიც ოჯახის დაგეგმარებაზე აქტიურად მუშაობენ. ამ საკითხის მოგვარებას ეხმარება ის ფაქტიც, თუ წყვილი საკუთარ პრობლემებზე ღიად და თავისუფლად საუბრობს.
    კონტრაცეფციის ტიპი ინდივიდუალური არჩევანია, რასაც სხვადასხვა მოტივაცია, განწყობა და ცხოვრების სტილი განსაზღვრავს. ამ მხრივ, ასევე, მნიშვნელოვანია კონტრაცეფციის გვერდითი მოვლენები, რაც მეტად ინდივიდუალურია.
 
                                                            კონტრაცეფციის ტიპები
    კონტრაცეფცია სიახლეს არ წამოადგენს. თითქმის 4000 წლის წინათ, ეგვიპტელი ქალები, არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, საშოში თაფლის, ნატრიუმკარბონატსა და ნიანგის განავლისაგან დამზადებულ მასას ათავსებდნენ. ბავშვის ჩასახვათან დაკავშირებული პროცესები დელიკატური და კომპლექსურია. უნდა მომწიფდეს როგოც ქალის საკვერცხეები, ასევე მამაკაცის სპერმიაც. სქესობრიცი კავშირისას კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდი ერთმანეთს საჭირო დროს უნდა შეხვდეს. სპერმატოზოიდმა კვერცხუჯრედი უნდა გაანაყოფიეროს, შემდეგ კი საშვილოსნოში მოთავსდეს და განვითარება დაიწყოს.
    სხვადასხვა კონტრაცეფციული მეთოდი ჩასახვის სხვადასხვა ეტაპზე მოქმედებს. კონტრაცეპტივების ხუთი ძირითადი სახეობა არსებობს: ორალური კონტრაცეპტივები, სტერილიზაცია, ბუნებრივი მეთდები, ბარიერული მეთოდები და საშვილოსნოს შიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

                                                                  მარი სტოუპსი
   კონტაცეფციის მეთოდის დანერგვაში ერთ-ერთი პირველი მარი სტოუპსი იყო. მას განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის ხუფებისა და დიაფრაგმების განვითარებაში.
1921 წელს ლონდონში მან საკონსულტაციო კლინიკა ჩამოაყალიბა. მისი მოსაზრებები, კონტრაცეფციის მეთოდის შესახებ, საკამათო იყო, თუმცა მისმა წიგნმა სქესობრივი ურთიერთობისა და კონტრაცეფციის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შეცვალ შეძლო.

                                                       ორალური კონტრაცეპტივები 
    ორალური კონტრაცეპტივები სხვადასხვა ჰორმონალური საშუალებებია, რომლებიც ინდივიდუალურ  შერჩევას საჭიროებენ. 1960-იან წლებში ამ ამბებმა კონტრაცეფციული რევოლუცია მოახდინა. ისინი ორგანიზმში "ქიმიური მესინჯერებს" წარმოადგენს და აქ მიმდინარე უამრავ პროცესს აკონტროლებს, მაგალითად, ზრდას, სქესობრივ სიმწიფესა და მენსტრუალურ ციკლს.
    აბების ერთ-ერთ გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს " კომბინირებული აბი", რომლების ჰორმონებს -- ესტროგენსა და პროგესტერონს - მოიცავს. ეს პრეპარატი ადამიანის ორგანიზმში ესტროგენისა და პროგესტერონის შემცველობას შემცველობას ხელოვნურად ზრდის, რის შედეგადაც, ოვულაცია არ ხდება. მომწიფებული კვერცხუჯრედის გარეშე, როგორც წესი ფეხმძიმობა შეუძლებელია.
    აბები მოქმედებენ ლორწოზე და სერმისათვის საშვილოსნოში შესაღწევად დაბრკოლებას ქმნიან. ასევე, იცველბა საშვილოსნოს ამონაფენი, რომელიც განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ვეღარ ითვისებს. აბის მიღება მენსტრუაციული ციკლის განსაზღვრულ დღეებში ერთსა და იმავე დროს უნდა მოხდეს.
    აბები კიდევ ერთ სახეობას წარმოადგენს "მინი პილი", რომელიც მხოლოდ პროგესტერონს შეიცავს. იგი ჰორმონის ბალანსის ცვლილებას იწვევს და კომბინირებული აბების მსგავსად მოქმედებს, თუმცა ნაკლებად ეფექტურია. უამრავი სახის კონტრაცეფციული აბები არსებობს, რომლებიც სხვადასხვა რაოდენობის ჰორმონებს შეიცავს. საერთო ჯამში, ისინი კონტრაცეფციის უსაფრთხო და სანდო მეთოდს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მსგავსად, მათაც უარყოფითი მხარეები გააჩნია.

              აბებთან დაკავშირებული პრობლემები                                 
   კონტრაცეპტიულ აბებზე გაცილებით მეტი სახის კვლევა ჩატარდა, ვიდრე სხვა სამედიცინო საშუალებებზე. ზოგიერთ, ქალს, რომელიც ჩასახვის სახინააღმდეგო აბებს იღებს, შეიძლება აწუხებდეს თავის ტკივილები და გულის რევის შეგრძნებაა. ასევე, გულის შეტევის მსუბუქი ნიშნები და სისხლის შედედება, განსაკუთრებით ფეხებში. არსებობს სიმსივნის განვითარების მცირე შანსიც. ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების დროს ექიმები პაციენტებს საშვილოსნოს ყელის ანალიზს გაკეთებას უჩევენ. ექიმი  ითვალისწინებს ქალის ასაკს, ჯანმრთელობას, გადატანილ დაავადებებს, არის თუ არა იგი მწეველი და კიდევ სხვა ფაქტორებს. ყველა საკითხის გათვალისწინების შედეგად, ექიმი შესაფერის კონტრაცეპტიულ საშუალებას ნიშნავს.
 
 აბების უპირატესობა                                                            
    ჩასახვის საწინააღმდეგო აბები მენსტრუალური ციკლის რეგულირებას უზრუნველყოფს და მასთან დაკავშირებულ ტკივილს ხსნის. ასე რომ, ეს პრეპარატები მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ ინიშნება. ზოგადად, ქალებს, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებენ, ნაკლებად ემუქრებათ მკერდის სიმსივნე, ანემია, საკვერცხეების ან საშვილოსნოს სიმსივნე და ართრიტის ზოგიერთი ფორმა. დღესდღეობით, არსებული გამოცდილების მიხედვით, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან დაკავშირებული საფრთხე მცირეა.
                                     

        პრეზერვატივი მამაკაცის ერეგირებულ სასქესო ორგანოს ეცმება. კონტრაცეფციის ამ საშუალებას უმეტესობა სპეციალური ქიმიური ნივთიერებებით (სპერმიციდებით) არის დაფარული, რაც მათ უსაფრთხოებასა და სანდოობას კიდევ უფრო ზრდის.

                                                                     სტერილიზაცია                                                                                              
    კვერცხუჯრედების მომწიფება ქალის საკვერცხეების მიერ ხდება, მამაკაცის სპერმა კი სათესლე ჯირკვლებში წამოიქმნება. სტერილიზაციის დროს, კვერცხუჯრედებისა და სპერმის გადაადგილების საშუალების ჩაკეტვა ხდება. ქალის სტერილიზაცია მოიცავს ფალოპის ორი მილის მოჭრას. სწორედ მათი საშუალებით გადაადგილდება მომწიფებული კვერცხუჯრედებისაკვერხცეებიდან საშვილოსნოს მიმართულებით. ასე რომ, ხდება საშვილოსნოს მილების გაუქმება. ოპერაცია მცირე მასშტავისაა და ქვედა მუცლის ღრუზე მხოლოდ პატარა ნაიარევი რჩება.
    მამაკაცთა სტერილიზაცია გულისმობს ორი სადინარის, ანუ მილის გადაჭრას, რომელთა საშუალებითაც სპერმა სათესლეებიდან მამაკაცის სასქესო ორგანოს მიმართულებით მოძრაობს. ამას ვაზექტომია ეწოდება. ოპერაციის მიმდინარეობა 15-20 წუთით შემოიფარგლება და მამაკაცს დამთავრებისთანავე შეუძლია სავადმყოფოს დატოვება. ოპერაციის შემდგომ სილურჯე და შესიება რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ვაზექტომიის შემდეგ გადაკეტილ მილში სპერმა კიდევ რჩება, მის გაუჩინარებას სამი ოთხი თვე მაინც სჭირდება. ასე რომ, ჩასახვის საწინააღმდეგო ალტერნატიული საშუალებების გამოყენება აუცილებელია მანამ, სანამ ტესტით ზუსტად არ დადგინდება, რომ სქესობრივი კავშირის დროს გამოყოფილ თხევად ნაკადში სპერმა არ არის.
    ფაქტობრივად, სტერილიზაცია უკიდეურესად ეფექტურ კონტრაცეპტიულ მეთოდს წარმოადგენს. იგი სექსუალურ იმპულსებსა და ურთიერთობაზე ფიზიკურ გავლენას არ ახდენს, თუმცა მისი უარყოფითი მახარე იმით გამოიხატება, რომ მუდმივია და შეუქცევადი.
                                 
                                                              ბუნებრივი მეთოდები
     "ბუნებრივი" მეთოდები გამოთვლაზეა დაფუძნებული და არა ქირურგიულ ან ხელოვნურ საშუალებებზე.
    ჩასახვის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ბუნებრივი მეთოდის თანახმად, სქესობრივი აქტის დროს, მამაკაცი სპერმის შემცველი სითხის გამოოფამდე ასრულებს აქტს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდი სანდოობას მოკლებულია , რადგანაც მამაკაცი ყოველთვის წინასწარ ვერ გრძნობს სპერმის გამოყოფის ზუსტ დროს. ფართოდ გავრდეცებულ ჩასახვის საწიააღმდეგო კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს კალენდარული მეთოდი. ზოგადად, ქალის საკვერცხედან მომწიფებული კვერცხუჯრედი გამოყოფას მენსტრუალური ციკლის მე-14 დღეს იწყებს. კვერცხუჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა, როგორც წესი ორ დღეს შეადგენს, სპერმატოზოიდს კი ოთხი-ხუთი დღე შეუძლია გაძლოს. ორსულობისაგან დაცვის მიზნით, სქესობრივი კავშირი არ უნდამოხდეს კვერცხუჯრედის გამოყოფამდე 6 დღით ადრე და კიდევ სამი დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ქალის რეგულარული მენსტრუაციული ციკლი აქვს, უსაფრთხო დღეების გამოთვლა საკამოდ იოლი.
   
1.სპერმიციდები ხუფის ორივე მხარეს უნდ ამოხვდეს. ამის შემდეგ, ხუფი თითებით იკუმშება და ისეთ ფორმას იღებს,რომ შესაბამის ადგილას მისი მოთავსება იოლად მოხდეს
2. იმისათვის, რომ ხუფი შესაბამის ადგილას იოლად მოთავსდეს, ქალმა ფეხი უნდა ასწიოს, მოსახერხებელი მდგომარეობა მიიღოს და შემდეგ ხუფი საშოში თითებით შეიყვანოს.
3.ქალი უნდა დარწმუნდეს, რომ ხუფი საშვილოსნოს ყელს პარავს. ხუფი თავის ადგილას უნდა დარჩეს სქესობრივი კავშირიდან  სულ ცოტა 6 საათი მაინც.

                                                          სხეულის ტემპერატურა
    აღსანიშნავია, რომ უამრავ ქალს რეგულარული მენსტრუაციული ციკლი  არ გააჩნია. ოვულაციაზე, ასევე, შეიძლება გავლენა მოახდინოსავადმყოფობამ, სტრესმა და სხვა ფაქტორებმა, ანუ ოვულაცია შეიძლება მხოდეს ერთი დღით ადრე ან გვიან. ამის გამო, კალენდარული მეთოდი ნაკლებად სანდო ხდება.
    ჩასახვის საწინააღმდეგო ამ ბინებრივი მეთოდის სანდოობის გასამტკიცებლად საჭიროა სპეციალური თერმომეტრით სხეულის ტემპერატურის გაზომვა.  ზოგიერთი ქალი ოვულაციამდე ტემპერატურის მცირე დავარდნას აფიქსირებს, ოვულაციის პერიოდში კი სხეულის ტემპერატურა ნახევარი გრადუსით იმატებს. ასეთი გზით, ოვულაციის ზუსტი დროის დადგენა შესაძლებელია.
    ოვულაციის ზუსტი დროის დასადგენად გამოიყენება კიდევ ერთი მეთოდი, რომლის თანახმადაც, საშვილოსნოს შიგნით ლორწოს გასინჯვა ხდება. ოვულაციამდე, დაახლოებით, ოთხი დღით ადრე, ლორწო როგორც წესი, თხელდება  და მასში წყლის შემცველობა მატულობს. ოვულაციის შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში კი კვლავ სქელი და"მშრალი" ხდება. ზოგიერთი ქალი ოვულაციის პერიოდის დასადგენად, ტემპერატურისა და ლორწოს გასინჯვის მეთოდს ერთდროულად იყენებს.
    კალენდარული მეთოდის სანდოობა შეიძლება კიდევ უფრო გამყარდეს სპეციალური საშუალებით, რომელიც ქალის შარდში არსებული ჰორმონების რაოდენობის გაზომვაზეა დაფუზნებული.შარდის შემოწმება რეგულარულად უნდა მოხდეს. ტესტზე მიღებული მწვანე ფერის შეფერილობა ადასტურებსიმას, რომ სქესობრივი კავშირის დამყარების შედეგად ჩასახვა არ მოხდება.ჩასახვის საწინააღმდეგო კალენდარული მეთოდი ფართოდ გამოიყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს მეთოდი განსაკუთრებით რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანებისთვისაა მისაღბი, რომლებიც ორსულობის საწინააღმდეგო ქიმიური ან ბარიერული მეთოდების გამოყენებას ეწინააღმდეგება.

                                                              ბარიერული მეთოდი
    კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდი სპერმატოზოიდსა და კვერცხუჯრედს შორის ფიზიკური "ბარიერის" შექმნას გულისხმობს, რაც მათ შეხვედრას უშლის ხელს.
    ერთ-ერთ ბარიერულ მეთოდს პრეზერვატივის გამოყენება წარმოადგენს. იგი გამოყოფილი სპერმის შემცველ სითხეს იკავებს და ერთჯერადი მოხმარებისაა.
    პრეზერვატივი საკმაოდ ეფექტურ და სანდო საშუალებას წარმოადგენს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ისინი ქიმიური ნივთიერებებით - სპერმიციდებითაა დაფარული, რომელიც სპერმას კლავს ან უუნაროდ აქცევს. პრეზერვატივები, ასევე, ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.(მათ შორის აივ-ვირუსის)
    პრეზერვატივის გახევა ან გამოჟონვა ძალზე იშვიათად ხდება, თიმცა ასეთი შემთხვევის დროს, ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს სასწრაფო დახმარების კონტრაცეფციისათვის. არასასურველი ორსულბისგან თავის აცილების მიზნით, სქესობრივი კავშირიდან 72 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს სპეციალური ჰორმონალური პრეპარატების მიღება.
   

საშვილოსნოში ჩადგმულ სპირალს გამოშვერილი ძაფი რჩება, რაც მის ადგილმდებარეობას ადასტურებს.

   
                                                            დიაფრაგმები და ხუფები
    დიაფრაგმა და ხუფი სპერმის საშვილოსნოში მოხვედრას უშლის ხელს. კონტრაცეფციის ეს საშუალება პატარა თასის ფორმის რეზინის ხუფს წარმოადგენს და საშვილოსნოს ყელს ერგება. ხუფები და დიაფრაგმები მრავალჯერადი გამოყენებისაა. მათი მორგება სქესობრივ კავშირამდე უნდა მოხდეს, მოხსნა კი რამდენიმე საათის შემდეგ არის შესაძლებელი. პრეზერვატივის მსგავსად, დიაფრაგმის სანდოობის გაზრდა შესაძლებელია მასთან ერთად სპერმიციდების გამოყენებით. სპერმიციდებს მიეკუთვნება სხვადასხვაგვარი საცხები, გელები, აეროზული ქაფები და სუპოზიტორები. კონტრაცეფციის სახით, მხოლოდ სპერმიციდების გამოყენება არაეფექტურია.

                                                 საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივები 
    საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივი წარმოადგენს რამდენიმე სანტიმეტრის მოცულობის ობიექტს, რომელსაც საშვილოსნოში ათავსებენ. იგი ექიმ-გინეკოლოგმა უნდა ჩადგას და მისი ტარება რამდენიმე წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
    საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივების სხვადასხვა ფორმები არსებობს, მაგალიტად, სპირალი Ts, 7s, რგოლი და სხვა. საშვილოსნოს შიდა კონტაცეპტივს სირად სპირალს უწოდებენ, მიუხედავად იმისა რომ მას სპირალის ფორმა არ აქვს. საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივის მოქმედების მექანიზმი იმაში მდგომარეობს, რომ იგი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას არღვევს, რაც საშვილოსნოს მილების დაჩქარებულ პერისტალტიკასთანაა დაკავშირებული.
    ზოგიერთ ქალს საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება, რაც მენსტრუალური ციკლის გახანგრძივებითაა და სისხლდენბის მომატებით ვლინდება. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება მწვავე პერიოდული ტკივილებიც.
    ქალების უმრავლესობას საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივები არანაირ პრობლემას არ უქმნის და ორგანიზმში მათი არსებობა თითქმის შეუმჩნეველია. კონტრაცეფციის სხვა საშუალებისგან განსხვავებით, საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივები ყოველი სქესობრივი აქტის დროს თავს არ გვახსენებს, როგორც მაგალითად პრეზერვატივის ან ხუფის შემთხვევაში. ექიმი გინეკოლოგი, როგორც წესი, ჩადგმიდან რამდენიმე თვის შემდეგ და წელიწადში ერთხელ საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივს ამოწმებს. დროთა განმავლობაში აუცილებელია საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივის შეცვლა.



    სურათზე ნაჩვენებია (მარცხნიდან მარჯვნივ) ზონდი, რომელიც საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივის ჩადგმისას საშვილოსნოს მიმართულებისა და სიღრმის გასაზომად გამოიყენება და სპირალის სხვადასხვა სახეობები. საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივები მოცულობით საკმაოდ პატარებია. ისინი სპეციალურ ინსტრუმენტზე მაგრდება და ისე ხდება მათი ჩადგმა.

                                                                          მომავალი
    კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ კვლევა ისევ გრძელდება, რათა მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა კიდევ უფრო განმტკიცდეს. ისინჯება ახალი "მამაკაცის აბები", რომლებიც სპერმის წარმოქმნას უშლის ხელს, თუმცა ეს პრეპარატი ჯერჯერობით წარუმატებელია.
    კიდევ ერთ გამოგონებას წარმოადგენს კონტრაცეპტული ინექცია, ანუ იმპლანტი. იგი, კონტრაცეპტული აბების მსგავსად, ჰორმონების გამოყოფას ანელებს. მკურნალობის ერთი კურსი სამი თვის განმავლობაში გრძელდება, რაც ყოველდძიურად აბების მიღების აუცილებლობის პრობლემას ხსნის.
    ასე რომ, დღესდღეობით, არსებული კონტრაცეფციის უამრავი საშუალებისა და პროფესიული რჩევების შედეგად, ჩასახვის საწინააღმდეგო შესაფერისი საშუალება ყოველთვის შეიძლება მოინახოს. 
             

No comments:

Post a Comment