Search This Blog

Friday, March 29, 2013

ემილ ფრანსუა ზოლა (1840-1902)

    ფრანგი მწერალი. იტალიურ-ფრანგულ ოჯახში დაიბადა. მამა იტალიელი ინჟნერი იყო  და ექს-ან-პროვანსში მუშაობდა. როცა ის გარდაიცვალა, ემილი მხოლოდ ექვსი წლის იყო. მალე დედა-შვილი პარიზში გადასახლდა. ემილი პარიზისა და მარსელის ლიცეუმში სწავლობდა. ოჯახს თავის გატანა გაუჭირდა და ემილი ერთხანს მაწანწალათა თავშესაფარშიც კი ცხოვრობდა. ახლომხედველი იყო, ენასაც უკიდებდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია არაჩეულებრივი ტენორი ყოფილიყო. გასაოცარი ნებისყოფით გამოირჩეოდა. 40 წლისა ცენტნერს იწონიდა და უმკაცრესი დიეტით გახდომა შეძლო. წერა ადრიდანვე დაიწყო. ჯერ ლექსებს წერდა, ხატავდა კიდეც. თანამშრომლობდა საფრანგეთის წამყვან გაზეთებთან, როგორც ჟურნალისტი, წერდა პუბლიცისტურ წერილებს.  პოპულარობა, ბუნებრივია, რომანებმა მოუტანა. ამ რომანებით ემილ ზოლამ სათავე დაუდო მწერლობის ნატურალიზმს. მისი ხშირ შემთხვევაში უკიდურესად ემოციური სტილის გავლენამსოფლიოს არაერთმა მწერალმა განიცადა და ამიტომაც ზოლას მასების პოეტსაც უწოდებდნენ.



    ემილ ზოლა საზოგადო მოღვაწეც იყო და ლიბერალიც. როცა საფრანგეთის არმიის ებრაელ ოფიცერს დრეიფუსს უსამართლოდ სწამებდნენ ღალატს, გამოქვეყნდა ზოლას საპროტესტო წერილი "ბრალს ვდებ", რომელსაც სხვა მწერლებიც აწერდნენ ხელს. ამის გამო სახელგანთქმულ მწერალს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალრობა ჩამოართვეს. ზოლას მხარდაჭერა ანტონ ფრანსმა კი ტავადვე განაცხადა უარი ამავე წოდებაზე. ემილ ზოლა ამ ამბის გამო იძულებული გახდა, დროებით ინგლისისთვის შეეფარებინა თავი. ემილ ზოლა ტრაგიკულად დაიღუპა. შემოქმედების ზენიტში მყოფი მწერალი, სავარაუდოდ, ნახშირის აირით მოიწამლა.

 

No comments:

Post a Comment