Search This Blog

Friday, March 8, 2013

,,სამრეკლოების მდუმარე ჩრდილში" - ოთარ ჭილაძე

    ეძღვნება ფაშისტების მიერ მოკლული ესპანელი პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას, ხსოვნას.
I.  პირინეიზე, ესპანეთში, მზის ქვეყანაში,
    ფორთოხლის ბაღში, შადრევნების
    ვერცხლისფერ მტვერში,
    არაფრისმცოდნე ბავშვების თვალწინ,
    სამრეკლოების მდუმარე ჩრდილში-
    მოკლეს პოეტი და მისი სისხლი
    გაინაწილეს ციხის კედლებმა,
    როგორც დროშები.
    ხოლო ჯალათმა სახლში წაიღო
    ცოდვილი ხელი.
    და მიუტანა ცოლსა და შვილებს
    პოეტის სისხლით ნაყიდი პური.

II. ტყუილად რეცხავ ჯალათის ცოლო!
    არ მოშორდება შენს ღარიბ ჭურჭელს
    სისხლის ლაქები.
    მე მეცოდება შენი ქალობა,
    შენი სხეულიც
    და შენი სულიც - თავშესაფარი
    ლაჩრის და მონის.
    შესაცოდია, რა თქმა უნდა, თუკი არ
    იცი, ვის ვნებას აცხრობ.
    თუკი არ იცი, ვის უჩუმდები.
    თუკი არ იცი, რომ ყოველ ღამე
    გველი გეხვევა და არა მკლავი, თოკი
    გეხვევა სახრჩობელების, -
    ადამიანის ცრემლით და სისხლით
    და ბოლო კვნესით დამძიმებული...


III. ტყუილად ბრაზობ ჯალათის შვილო,
     როცა ტოლები გერიდებიან,
     როგორც კეთროვანს.
     ან როცა მათი შავი დედები თვალს
     გაყოლებენ პირმოკუმულნი.
    ან როცა შენი მასწავლებელი, ძლივს
     შეკავებულ რისხვით და ზიზღით,
     შენს გვარს და სახელს ისე
     კითხულობს, როგორც მსაჯული...
     მაგრამ ჯერ დროა, რომ შენი სული გადაარჩინო
     და ჭაობიდან გამოიტანო, როგორც
     ყვავილი ჯერ გაუშლელი.

IV. ხედავთ, კედელთან
     მიხვეტილ ძონძებს,
     ბებერ მუშტივით
     შეკუმშულს მტვერში?
     ის წუხანდელი მსხვერპლის დედაა,
    ციხის კედელთან დევს,
    როგორც ნაღმი,
    აფეთქებამდე გაუქმებული.
    ის აქ იქნება,
    სანამ ამქვეყნად იქნება ციხე...
    სანამ ამქვეყნად იქნება თუნდაც
    ერთი ფოთოლი,
    მზის მოტრფიალე და მომღერალი.
    ბიჭი, რომელიც ჯალათებმა
    აწამეს წუხელ,
    ფოთოლი იყო ფორთოხლის ხისა
    და მისი ჩრდილი
    ფარფატებდა ქვაფენილებზე
   და შეყვარებულ გოგოს თვალებში...
   ფოტოლი იყო ფორთოხლის ხისა,
   მზის მოტრფიალე და მომღერალი.
   და იმ ფოთოლზე სხდებოდნენ ხოლმე
   ჭრელი ჩითები და ვარსკვლავები...
   მთვარეც ჯდებოდა, ღრუბლებიც,
   ქარიც, წვიმაც და თოვლიც...

V. ფორთოხლის ბაღში ტირის ირენე,
    როგორც ტოტებში გაბმული სიმი.
   და დონ კიხოტის გამხდარი ცხენი
   გარინდებულა, როგორც ფიტული,
   მზემოკიდებულ სამრეკლოს ჩრდილში
   და გახურებულ საფლავებს შორის -
   და პირინეის ნახევარკუნძულს
   გრძნობს:
   უსაშველოდ ნატკენ გულივით,
   ძველი ცრემლია ირენეს ცრემლი,
   ბევრი პოეტი და მატადორი
   გამოიტირა ირენეს ცრემლმა,
   ბევრი პოეტი და მატადორი,
   მოულოდნელად დამარცხებული
   ჯალათის ხელით თუ ხარის რქებით.
   მატადორებად და პოეტებად
   გაიზრდებიან მისი შვილებიც,
   ოღონდ ირენეს მომავალ შვილებს
   ნუ გამოჰყვებათ მამების ბედი.
   ირენეს დებო და დობილებო,
   შემოიხიეთ შავი კაბები
   და აუხვიეთ ხარებს თვალები
   და შეუკარით ჯალათებს ხელი...
   მატადორები გვანან პოეტებს,
   მაგრამ ისინი სხვის დასანახად
   და მოსახიბლად კვდებიან მაინც.
   ხოლო პოეტის მხურვალე სისხლი
   სამარადისოდ გადადის ხალხში.

6 comments:

  1. თქვენმა მზემ ეხლანდელი ამერიკა ხომ ნაკლები ფაშისტია რა!!! ერაყი, ავღანეთი, კოსოვო, მალი, კოლუმბია, ინდიელები............. კიდევ სულ ცოტა 20 ქვეყანას მაინც დავწერდი მაგრამ მეზარება. სადაც შევიდა ამერიკა ქვა ქვაზე არ დაუტოვია

    ReplyDelete
    Replies
    1. საერთოდ, რა შუაშია აქ ამერიკა?

      მადლობა ბლოგის ავტორს და წავიღებ ჩემ გვერდზე, თუარ მიწყენთ, წყაროს მივუთითებ :)

      Delete
  2. არაა პრობლემა ;)

    ReplyDelete
  3. სკსკ კაია

    ReplyDelete
  4. Microgaming Casino Resort - Las Vegas - Boyd Gaming
    Microgaming 토토 라이브 스코어 is a developer of 스포츠라이브스코어 slots, casino games, and mobile apps for desktop, 토토 사이트 제작 mobile, and e스포츠 tablets, smartphones, and tablets. 넷마블 포커

    ReplyDelete