Search This Blog

Saturday, August 17, 2013

ბრძნული გამონათქვამები


 1. თუ ნამდვილი მწერალი დადუმდა , ის კვდება (ბულგაკოვი)

 2. სიყვარული - ესაა სხვის ბედნიერებაში საკუთარის პოვნა (ლოიოლა)

 3. იარე საკუთარი გზით და ხალხმა ილაპარაკოს , რაც უნდა (მარქსი)

 4. მწერალს მხოლოდ ერთი მასწავლებელი ჰყავს - მკითხველი (გოგოლი)

 5. ნაწარმოები - ესაა ოფლი ( ჟან კოკტო)


6. ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა ჭეშმარიტების დაუფლების სურვილი (ჰეგელი)

7. მამა ისაა, ვინც ზრდის , არა ის ვინც აჩენს (მენანდრე)

8. არც ერთმა ექიმმა არ იცის დაქანცული სხეულისა და გატანჯული სულის სამკურნალოდ იმისთანა წამალი, როგორიცაა იმედი (ცვაიგი)

9. სიკვდილის მიახლოვება სულით ძლიერთ ნაკლებად აშინებს, რადგან მუდამ რჩებიან იმად, რაც არიან. (ბეკონი)
10. ადამიანები არაფერს ისე არ იღებენ, როგორც რჩევებს (ჯოზეფ ადისონი)

11. თავმდაბლობის ნაკლებობა ჭკუის ნაკლებობაა (ალექსანდრე პოპი)

12. ყოველი რეგვენი ცდილობს სხვას დასცინოს (ალექსანდრე პოპი)

13. ყორანს სურს ყველაფერი შავი იყოს ( უილიამ ბლეიკი)

14. ადამიანის გონება მუშტებზე ძლიერია (ფრანსუა რაბლე)

15. სიბრძნის საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთია მუდამ ხალისიანად ყოფნა
 (მიშელ მონტენი )

16. ჭკუის სრულყოფისთვის იაზროვნე , კი არ იზეპირო (დეკარტი)

17. დიდი ნაკლოვანებები მხოლოდ დიდ ადამიანებს აქვთ ( ლაროშფუკო)

18. ცოცხლობდე - ნიშნავს იბრძოდე ; იბრძოდე - ნისნავს ცოცხლობდე (ბომარშე)

19. ბევრი ლაპარაკი მოწყენილობას იწვევს (სერვანტესი)


No comments:

Post a Comment