Search This Blog

Tuesday, November 12, 2013

არგუმენტირებული ესე აბიტურიენტთათვის - საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების მიმართ სამართლებრივი სასჯელის გამოყენება მიუღებელია და მოზარდების მიმართ უნდა მოქმედებდეს აღმზრდელობითი და დისციპლინური სანქციები.

    მე ცალსახად ვერც დავეთანხმები და ვერც უარვყოფ იმ მოსაზრებას, რომ არასრულწლოვნების მიმართ სამართლებრივი სასჯელის გამოყენება მიუღებელია და მოზარდების მიმართ უნდა მოქმედებდეს აღმზრდელობითი და დისციპლინური სანქციები.(ტრადიციული დაწყება)
    ჩემი აზრით, სამართლებრივი სასჯელის გამოყენაბა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიმძიმის დანაშაულს ჩაიდენს მოზარდი. ადამიანის მკვლელობასა თუ ძალადობაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი უნდა გასამართლდეს და დაისაჯოს კანონის შესაბამისად. კანონდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში მას გადაიყვანენ არასრულწლოვანთა საპატიმროში, სადაც ეჭვმიტანილს დააკვირდებიან სამართალდამცავები და ფსიქოლოგები. მე ვფიქრობ, რომ მოზარდს, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოსწორების გზას დაადგება, შეიძლება სამართლებრივი სასჯელი დისციპლინური სანქციით შეეცვალოს.


    მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი მოზარდებისგან განსხვავებით, არასრულწლოვნებზე, რომლებიც ბრალდებულნი არიან ძარცვაში ან ხულიგნობაში, უნდა მოქმედებდეს აღმზრდელობითი და დისციპლინური სანქციები. ჩემი აზრით, სწორედ მოზარდობის პერიოდში ყალიბდება ადამიანის ქცევა და ხასიათი, ამიტომ ადვილად შესაძლებელია მსუბუქ დანაშაულში ეჭვმიტანილი დაადგეს გამოსწორების გზას. საზოგადოებრივი სამუშაოებითა და ფსიქოლოგთან კონსულტაციით მოზარდი გამოსწორდება და აღარ გაიმეორებს წარსულ შეცდომებს.
    და,ბოლოს, ჩემი აზრით, ყველა ქვეყანაში უნდა მოქმედებდეს აღმზრდელობითი და დისციპლინური სანქციები, რათა მოზარდი მსუბუქი დანაშაულის ჩადენის დროს არ მიყავდეთ არასრულწლოვანთა საპატიმროში.  

P.S. ეს არის ჩემი აზრი და შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ და არ მოიწონოთ ესე. ნუ გადაწერ, იაზროვნე !

No comments:

Post a Comment