Search This Blog

Tuesday, May 20, 2014

გერმანიის ეკონომიკური განვითარება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში

როგორც ვიცით მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანიას ნაცისტები მართავდნენ. ამ პერიოდში გერმანიის ეკონომიკა არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო. მთავრობა თვითნებურად ეროდა ეკონიმიკაში და აწესებდა შეზღუდვებს, როგორც მათ სურდათ. ჰიტლერმა დააწესა ფასების კონტროლი. საკვებ პროდუქტებზე ფასების რეგულირებამ საერთოდ დეფიციტი გამოიწვია პროდუქტებზე და ამის შედეგად ხალხმა აქტიურად დაიწყო ბარტერული გაცვლები, რამაც გაზარდა ტრანსაქციული დანახარჯები. ამ პერიოდში საშემოსავლო გადასახადები ძალიან დიდი იყო. ფაქტობრივად, ბიზნესის წარმოება მოგებას თითქმის არ ტოვებდა. ჰიტლერის მთავარი მისწრაფება მაინც იყო ის, რომ ჰქონდა ფული ომის საწარმოებლად, რაც ძალიან ცუდად მოქმედედა ეკონომიკაზე. ომში დამარცხების შემდეგ დაიხოცა დიდი რაოდენობით შრომისუნარიანი მუშახელი და გერმაინია გაიყო ორად.
ამ ყველაფრის შემდეგ დასავლეთ გერმანიამ შეძლო ისეთი ტემპებით განვითარება, რაც მანამდე არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია. თან ეს ყველაფერი მომხერხდა სულ რაღაც 9 წეილიწადში (1950-1959). ამის მიზეზი იყო ის რეფორმები, რომლებიც ამ პერიოდში გატარდა დასავლეთ გერმანიაში.

ცვლილებები დაიწო მაშინ, როცა გერმანიაში, კერძოდ ფრაიბურგში, ჩატარდა განვითარების დებატები. პირველ რიგში გაუქმდა ფასებზე კონტროლი და შიცვალა გერმანიის ეროვნული ვალუტა. რაიხს მარკა, რომელიც ძალიან გაუფასურდა, შეიცვალა გერმანული მარკით და ამით თავი აარიდეს უდიდეს ინფლაციას. მთავრობამ ასევე შეამცირა ფულის დაბეჭდვაც (93%-ით), რამაც დაარეგულირა ინფლაციური ტენდეციები. შემცირდა გადასახადები და ხალხს სურვილი გაუჩნდა ფული დაებანდებინთ ამა თუ იმ საქმიანობაში. ამ პერიოდში დასავლეთ გერმანიაში, აღმოსავლეთ გერმანიიდან დიდი რაოდენობით ლტოლვილები გადმოდიოდნენ. ისინი ცდილობდნენ თავი დაეღწიათ იმ რთულ პირობებს, რომელიც აღმოსავლეთ ნაწილში იყო. სწორეად ამან გამოიწივია ის, რომ მუშა ხელი საკმაოდ იაფი იყო. ასევე ამ პერიოდში სწრაფად გაიზარდა მაღალკვალიფიციური მუშახელის რაოდენობა. შეწყდა მასიური ბარტერული გაცვლები, რადგან ფასებზე კონტროლის მოხსნამ და ახალმა ვალუტამ ყველაფერს თავის ღირებულება შესძინა. ომის დასრულების შემდეგ ყველანაირი შეზღუდვები მოიხსნა ექსპორტსა და იმპორტზე. ამ პერიოდში გერმანიის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა. საერთაშორისო ვაჭრობის ასეთი ტემპებით ზრდა, რა თქმა უნდა, სასიკეთოდ წაადგა ეკონომიკას.
ამ პერიოდში გერმანიაში ვითარდება მრეწველობაც. უმაღლეს დონეზე ავიდა ქვანახშირის მოპოვება და მეტალურგია. გერმანია ქვანახშირის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორიც კი გახდა. სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან სამრეწველო მიმართულებით კავშირიც კი შექმნა გერმანიამ. ჰიტლერს ომის დროს ბევრად კარგი შეიარაღება გააჩნდა ვიდრე მის მტრებს ეს იმიტომ, რომ დიდ ყურადღებას აქცევდა ტექნოლოგიურ წინსვლას. ომის დამთავრების შემდეგ გერმანიამ კიდევ უფრო განავითარა ეს პროგრესი, რაც, რა თქმა უნდა, აისახა დასავლეთ გერმანიის ეკონომიკაზე.  
ასევე ამ პერიოდში განხორციელდა მარშალის გეგმა და დღემდე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, რა  ზეგავლენა მოახდინა ამ გეგმამ გერმანიის ეკონომიკაზე.  ჩემი აზრით, ის ჰუმანიტარული დახმარებები, სესხები და გრანტები, რომლებიც ამ პერიოდში გადაეცა ევროპის ქვეყნებს და მათ შორის გერმანიას, საკმაოდ წაადგა ეკონომიკას, მაგრამ ეს არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ არა ის რეფორმები რაც გერმანიამ გაატარა ამ პერიოდში, მარტო მარშალის გეგმა დიდ შედეგს ვერ მოუტანდა გერმანიას.  ჩემი აზრით,  ვერ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ დაძაბული ურთიერთობა საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის, გერმანიის ეკონომიკის წისქვილზე ასხამდა წყალს.
ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა განაპირობა ის რომ ყოველწლიურად მშპ თითქმის 8%-ით იზრდებოდა, რაც ძალიან დიდი ეკონომიკური ზრდაა.  




1 comment:

  1. In this fashion my acquaintance Wesley Virgin's tale starts in this SHOCKING and controversial video.

    As a matter of fact, Wesley was in the army-and shortly after leaving-he unveiled hidden, "mind control" tactics that the CIA and others used to get everything they want.

    As it turns out, these are the exact same secrets tons of famous people (especially those who "became famous out of nothing") and top business people used to become rich and successful.

    You probably know how you utilize only 10% of your brain.

    That's mostly because most of your BRAINPOWER is UNCONSCIOUS.

    Perhaps that thought has even occurred IN YOUR very own mind... as it did in my good friend Wesley Virgin's mind around 7 years back, while riding an unlicensed, beat-up trash bucket of a car without a license and $3 on his debit card.

    "I'm absolutely fed up with living paycheck to paycheck! When will I get my big break?"

    You took part in those conversations, ain't it right?

    Your success story is going to start. Go and take a leap of faith in YOURSELF.

    WATCH WESLEY SPEAK NOW

    ReplyDelete