Search This Blog

Sunday, May 4, 2014

ნერონი


კალიგულას დას, აგრაპინას, ნერონი შეეძინა პირველი ქმრისგან, გნეიუს დომიტიუს აჰენობარბუსისაგან, რომელიც იყო ყოვლად უზნეო და უმსგავსო ადამიანი. აჰენობარბუსი მოღვაწეობდა იულიუს კეისრის დროს, აღმოსავლეთ პროვინციებში, მაგრამ მან მონა მოკლა და ამის გამო თანამდებობა დატოვა. ის სააბოლოოდ ბრუნდება რომში. მან აქაც ვერ შეძლო თავის შეკავება და კვლავ მოკლა რამოდენიმე ადამიანი, მაგრამ იმის მაგივრად რომ დაესაჯათ იმპერატორმა ტიბერიუსმა ის კონსულად დანიშნა. ამ უმსგავსო საქციელების გამო ის საბოოლოდ დაადანაშაულეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით, მაგრამ ის აქაც გადარჩა, რადგან ტიბერიუსი გარდაიცვალა, ხოლო ახალმა იმპერატორმა, კალიგულამ, შეიწყალა.
37 წელს დაიბადა ნერონი. მან თავისი ვაჟის დაბადების შემდეგ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ჩემი და აგრაპინას შვილი მხოლოდ ურჩხული თუ იქნება და კაცთა მოდგმის მაოხარიო“. მამის ნათქვამი ნამდვილად გამართლდა, მაგრამ ის ამას ვერ მოესწრო, რადგან 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა.
აგრაპინა ძალიან ვერაგი და მიზანსწრაფული ქალი იყო. ის ყოველთვის დიდებისკენ ილტვოდა. კალიგულამ ის რომიდან გააძევა, მაგრამ მან კლავდიუსის დროს მოახერხა რომში დაბრუნება და თან იმდენი შეძლო, რომ  საკუთარი ბიძა მოხიბლა. 49 წლის კლავდიუსმა იქორწინა აგრაპინაზე და, ფაქტობრივად, რომის მართვის სადავეები აგრაპინას ხელში გადავიდა.
რა თქმა უნდა, აგრაპინას ასეთი „დაწინაურება“ სასიკეთოდ წაადგა ნერონის მდგომარეობასაც. კალიგულას დროს ჩამორთმეული მიწები, კლავდიუსმა მას უკან დაუბრუნა და საკუთარ ქალიშვილზე ოქტავიაზე დააქორწინა. სანამ ნერონი რომიდან იყო გაძევებული, ის ცხოვრობდა მამინდა ლეპიდასთან. მისი მეურვეები იყვნენ ბიძები.(ერთი მოცეკვავე იყო მეორე დალაქი). ამ ყველაფერის შემდეგ დედამ მოახერხა ის, რომ კლავდიუსს ნერონი აშვილებინა. აგრაპინამ ასევე იზრუნა შვილის განათლებაზეც და იმდროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ფილოსოფოსი სენეკა მიუჩინა. მან თავიდანვე შეისწავლა სხვადასხვა მეცნეირები გარდა ფილოსოფიისა, რადგან დედამისს მიაჩნდა, რომ ფილოსოფია მხოლოდ ხელს შუშლიდა.

მალევე განხეთქილება მოხდა დებს შორის. ისინი ცდილობდნენ ნერონის გული მოეგოთ. აგრაპინას მეტი ძალაუფლება ჰქონდა, ამიტომ  მოახერხა საკუთარი და სამჯავროზე წარედგინა. ლეპიდას ცილი დასწამეს ჯადოქრობაში. ამ ყველაფერში ნერონის ხელიც ერია, რადგან ის ცრუ ჩვენებებს აძლევდა მამიდის წინააღმდეგ. მოგვიანებით მან მწოლიარე მამიდა მოკლა და მის  ქონება ხელში ჩაიგდო.
კლავდიუსის სიკვდილში ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს აგრაპინამ ჩაიდინა, მაგრამ როგორ მოწამლეს იმპერატრი ამაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. კლავდიუსს ძალიან უყვარდა სოკო და ერთ-ერთი ვარაუდით სწორედ სოკოთი მოწამლეს იმპერატორი.
54 წელს კი, როდესაც ნერონი 17 წლის იყო იმპერატრად გამოაცხადეს. მას მხარი დაუჭირა სენატმა და ჯარმაც, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის რომის სრულუფლებიანი მმართველი გახდა. თავდაპირვალდ ნერონი სისასტიკით არ გამოირჩეოდა. ის ცდილობა ხალხის თალში ავტორიტეტი აემაღლებინა. მან პატივით დაკრძალა მამობილი. შეამცირა გადასახადები, გაათავისუფლა ბევრი დამნაშავე. მან დედაც არ დაივიწყა და უამრავი საქმე მიანდო.
ნერონი ისტორიაში არ შესულა საკუთარი სამხედრო წარმატებების ან რეფორმების გატარების გამო. ის ისტორიამ საკუთარი აღვირახსნილობით, სისატიკით და უნიჭობით დაიმახსოვრა. ის არც კი ფიქრობდა სახელმწოფოს გაფართოებაზე. მან პონტოს სამეფო პროვინციად გამოაცხადა და გეგმავდა დარიალის ხეობაში ლაშქრობას, მაგრამ ეს გეგმა ვერ განახორციელა. სამაგიეროდ მან დაიწყო საკუთარი ბავშობის ოცნებების ასრულება.
მან სასახლის კარზე მოიწვია იმ დრისათვის საუკეთესო მუსიკოსები და დაიწყო სიმღერის შესწავლა. ნერონი თავიდანვე დიდი სცენას მეორიდა (:დ) თავისი მოღვაწეობა ნეაპოლის სცენიდან დაიწყო. ამ გამოსვლის დროს ცნობილია, რომ მიწისძვრა მოხდა და სანამ იმპერატორმა დაკვრა არ დაასრულა მანამდე სცენიდან არ ჩამოვიდა. ამის შემდეგ ის უკვე რომის სცენაზეც მზადაა გამოსასვლელად. მან ასევე მოიგონა ათასგვარი მუსიკალური შეჯიბრებები, სადაც ჟიური საუკეთესოს არჩევდა, მაგრამ ამ კონკურსებს ,ალბათ, სულ  ნერონი იგებდა. ამის შემდეგ ნერონს ახალი მსიწრაფება უჩნდება მას უნდა მსახიობებთან ერთად სცენაზე გამოსვლა. იმპერატორი ვერაფრით ვერ გადაარწმუნეს და ხალხიც იძულებით უსმენდა ნერონის არცთუისე კარგ მსაიობურ თამაშს. ის ასევე გადაწყვეტს გასტროლებზე წასვლას (:დ) და ეწვევა საბერძნეთს. ის ყველგვარი წესების დაცვით მონაწილეობდა ამ კონკურსში, მაგრამ გამარჯვებულად ყოველთვის საკუთარ თავს აცხადებდა. ნერონის კიდევ ერრთი გატაცება იყო მეტლეთა ასპარეზობაში მონაწილეობა. იყო შემთხვევა როდესაც ის ათ ცხენშებმულ ეტლს მართავდა და სავალალოდ დაასრულა ეს რბოლა(გადმოვარდა), მაგრამ გვირგვინი, რა თქმა უნდა, თავად ხვდა წილად.
რომაელები ეგუებოდნენ იმპერატორის ასეთ ქცევას, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო. ნერონმა თანდათან დაიწყო საკუთარი აღვირახსნილობისა და სისატიკის წარმოჩენა. ღამით გადიოდა სასახლიდან სვავდა და თუკი ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა სასტიკად აწამებდა ან კლავდა. ის არც დღის განმავლობაში იყო უქმად. ის ღრეობდა და თან მთელი იმპერიიდან თავმოყრილი მეძავები თავს ევლებოდნენ. ის კაცებთანაც ხშირად ამყარებდა ურთიერთობას და კაცებს ქალებად გამოაცხადებდა ხოლმე. მან მონა ლამის ცოლად მოყვნა და სენატს არწმუნებდა,რომ ეს ქალის მეფების გვარისა იყო. მან ბიჭი სპოროსი ყვალანაირი წესისი დაცვით ცოლად შეირთო და იმპერატრისას სამოსითაც კი შემოსა. რომაელები ხუმრობდნენ: „ბედნიერები ვიქნებოდით, ნერონის მამას ასეთი ცოლი, რომ ჰყოლოდაო“. ალბათ ბევრი ფიქრობდა, რომ იმპერატორი ამაზე მეტ გარყვნილებას ვეღარ მოიფიქრებსო, მაგრამ მწარედ შეცდნენ. მას საკუთარ დედასთანაც კი უნდოდა სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა, მაგრამ სენეკამ ეს განზრახვა გადააფიქრებინა. ის გათხოვდა კიდეც. ის დარწმუნებული იყო, რომ ამ ქვეყანაზე სიწმინდე არ არსებობდა და ყოველი ადამიანი თავის თავში ოსტატურად მალავდა სიბილწეს.
მას ფული არაფრად მიაჩნდა და უაზროდ ფლანგავდა.  ურიგებდა განურჩევლად ყველას ვინც კი მოეწონებოდა. მაგრამ განსაკუთებით მდიდრული სასახლეების აშენებით ტკბებდა. პალატიუმისა და ესკვილიუმის ბორცვებს შორის ააგო უზარმაზარი სასახლე, რომელსაც „ოქროს სასახლე“ უწოდა. აქ იყო მინდვრები, ბაღები, უზარმაზარი ტბა, ტყე და თვით საძოვრებიც კი. ოთახები მორთული იყო ოქროთი და ძვირფასი თვლებით. ამ უაზრო მშენებლობებმა და კიდევ ფულის უაზროდ ფლანგვამ ხაზინა მთლიანად დააცარიელა. მას მხოლოდ ერთადერთი გზა ჰქონდა დარჩენლი, სხვისი ქონება დაესაკუთრებინა და და ასეც მოიქცა.
რაც შეეხება ნერონის სისასტიკეს, ყველაფერი კლავდიუსის მკვლელობით დაიწყო. მართალია იდეა მას არ მოსვლია თავში, მაგრამ ყველაფერი იცოდა. ამის შემდეგ ის გადაწყვეტს მოიშოროს  ტახტის კანონიერი მემკვიდრე, ბრიტანიკუსი. პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება და საწამლავის დამამზადებელი ქალი ნერომა სიკვდილით დასაჯა. მეორე მცდელობამ კი ერთ წამში მოუღო ბოლო ბრიტანიკუსს. შემდეგი სამიზნე უვე აგრაპინა გახდა. დედის წინააღმდეგ, იმიტომ გადაწყვიტა წასვლა, რომ ის უკვე პატარა ბიჭი აღარ იყო და დედის ამგვარ ძალაუფლებას ვეღარ იტანდა. თან ის სენეკამაც შეაგულიანა. ამ ყველაფერმა კი ნერონს უბიძგა იმისკენ, რომ საკუთარი დედა მოეკლა, რომელმაც ყვეალფერი გააკეთა საკუთარი შვილისათვის, რომ იმპერატორი გამხდარიყო. თავდაპირველად მან მონეტებიდან დედის პროფილი გააქრო და სასახლიდანაც კი გააქცია. შემდეგ მიმართა მისთვის ჩვეულ ხერს, მოწამვლას, და ეცადა დედა მოეკლა, მაგრამ ყველა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა, რადგან აგრაპინა შხამის საწინააღმდეგო წამლებს სვამდა. შემდეგ უბედური შემთხვევით ეცადა მოეკლა დედა, მაგრამ შეთქმულებმა საიდუმლო ვერ შეინახეს. საბოლოოდ ნერონი დედის მოკვლას გემის ჩაძირვით გადაწყვეტს. მან დედა ზეიმზე მიიპატიჟა და შემდეგ გემით გამგზავრება შესთავაზა, რომელიც წინასწარ დაზიანებული იყო. აგრაპინას აქაც გაუმართლა. ის და მისი მსახური წყალში გადახტნენ. მსახურმა იფირქა თუ ვიტყვი იმპერატორის დედა ვარო გადავრჩებიო, მაგრამ მწარედ შეცდა დასახმარებლად მოსულებმა მოახლე მოკლეს. აგრაპინა კი ჩუმად გაიპარა მეთევზეების გემგამდე მიცურა. ამ დროს ნერონი გამალებით ელოდა დედის სიკვდილის ცნობას, მაგრამ პირიქით მოხდა. დედამ მაცნე გაუგზავნა, რომ ცოცხალი იყო. ნერონმა მაცნეს მკვლელობის მცდელობა დასწამა და დედას მკვლელები მიუგზავნა პირდაპირ. სიკვდილამდე აგრაპინამ მკვლელებს თხოვა, რომ საშოში ჩაერტყათ მახვილი. ეს კი იმაზე მეტყველებდა,რომ დედის მკვლელი შვილი მაქვეყნად არ უნდა დაბადებულიყო. ხალხმა ეს ამბავი ჩვეულებრივ მოვლენად მიიღო, რადგან იმპერატორისგან ასეთი საქციელი გასაკვირი ნამდვილად არ იყო.  ამ ამბების შემდეგ ნერონმა სენატს მიწერა, რომ დედას ადანაშუალებდა იმპერატორის მკვლელობის მცდელობეში და ამბობდა, რომ დედამისი საკუთარი ნებით გამოესალმა სიცოცხლეს.
დედის სიკვდილის შემდეგ ნერონმა კიდევ უფრო უმატა აღვიარხსნილ ცხოვრებას. ის უკვე აღარავის აზრს აღარ ითვალისწინებდა და ამან იულიუს-კლავდიუსთა ბატონობას ბოლო მოუღო. ის უკვე აღარავის და არაფრის აზრს არ ითვალისწნებდა. მას უკვე ახალი მკვლელობის სურვილი უჩნდება და სამიზნე მისი ცოლი გახდა.  პატიოსან და სათნო ოქტავიას ნერონმა მეძვეობაში დასწამა ცილი და შემდეგ მოკლეს კიდეც. ოქტავიას ამბავი აღწერილია ჩვენამდე მოღწეულ ტრაგედიაში „ოქტავია“(ავტორად სავარაუდოდ ითვლება სენეკა). ოქტავიას შემდეგ ნერონმა ორჯერ იქორწინა.  პირველად პოპეა საბინაზე დაქორწინდა, რომელიც ძალიან უყვარდა კიდეც, მაგრამ ორსული ქალი მოკლა იმისთვის, რომ ცოლმა უსაყვედურა გვიან დაბრუნების გამო. შემდეგ მოიყვანა სტატილია მესალინა, რომელსაც ქმარი მოუკლა, მაგრამ ეს ქალი დიდად არც ყვარებია.
ამის შემდეგ ნერონი მასიურად იწყებს მაღალი თანამდებობის პირბეის დახოცვას. რომაელებს სწამდათ, რომ კუდიანი ვარსკვლავის გამოჩენა იმპერატორის გარდაცვალების ნიშანი იყო. სწორედ ამიტომ დაიწყო ნერონმა დიდებულთა დახოცვა. სენეკაც ვერ გადაურჩა ნერონს, მაგრამ ფილოსოფოსმა ჭკუა იხმარა, მთელი ქონება ნერონს დაუტოვა და ცოლთან ერთად პროვინციაში გაიქცა საცხოვრებლად.
ერთხელ ნერონთან საუბრისას ვიღაც კაცს უთქვამს: „მე რომ მოვკვდები ცეცხლს წაუღია ეს ქვეყანაო“. სავარაუდოდ ნერონს ეს ჭკუაში დაუჯდა და რომი გადაწვა. ზუსტად არაა დადასტურებული ცეცხლი როგორ გაჩნდა, მაგრამ ის ცნობლია, რომ ხანძრის დროს ნერონი თავის შეთხზულ ტრაგედიას მღეროდა. ხალხში ხმა გავარდა, რომ ხანძარი ნერონმა გააჩინა, ამიტომ იმპერატორს ახალი მსხვერპლი სჭირდებოდა და ესენი ქრისიტიანები აღმოჩნდნენ. ცეცხლის გაჩენაში ნერონი მათ ადანაშაულებდა და სიკვდილით სჯიდა.
თუ ხალხი ამდენი ხანი ითმენდა ნერონის ასეთ საქციელს ეს უკვე მეტისმეტი გამოდგა და 65 წელს მოაწყეს შეთქმულება, მაგრამ იმპერატორმა გაიგო შეთქმულების შესახებ და ყველას სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. ((ტიგელინუსი იყო ნერონის მარჯვენა ხელი)) ამის შემდეგ იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყდა გალიის პროვინცია და მას სხვა პროვინციებმაც მიბაძეს. იმპერატორმა ვერაფერი გააკეთა, რომ ეს აჯანყებები და ვნებათაღელვა ჩაეხშო, რადგან მისი მარჯვენა ხელი ტიგელინუსი შეუძლოდ იყო. ხალხს ის ძალიან სძულდა და ერთ დღესაც ის საკუთარმა დაცვამაც კი მიატოვა. ის იპოვის  აზატ ფარონს (ქალი რომელიც უყვარდა) და ის თავის მამულში წაიყვანს. ნერონის ფარონის მსახურებს თხოვდა ყველაფერი გაემზადებინათ მის დასასაფლავებლად და შემდეგ მოეკლათ ის, მაგრამ ნერონმა ვერ შეძლო ამის გაკეთება. სანამ საკუთარი სივდილის დროს ახანგრძლივებდა სენატისგან მოუვიდა წერილი, რომ ის ხალხის მტრად გამოაცხადეს და სიკვდილით დასჯიდნენ. გაგიო რა თუ როგორ დასჯიდნენ არჩია თავი მოეკლა და საკუთარი მრჩევლის დახმარებით ყელში მახვილი გაიყიარა. ეს მოხდა 68 წელს. იმპერატორი იყო 32 წლის და მოკვდა იმ დღეს რა დღესაც საკუთარი ცოლი ოქტავია მოკლა. სენატმა უარი თქვა მის პომპეზურ დაკრძალვაზე და ამით დასრულდა იულიუს-კლავდიუსთა მრავალწლიანი მბრძანებლობა.






2 comments:

  1. ყლეში მახვილი გაიყიარა.ცოტა არაკორექტულია დ

    ReplyDelete