Search This Blog
Saturday, April 7, 2012
უცხოური წერილობითი წყაროები
ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ ცნობებს მსოფლიო ეკლესიის პირველი მამები გვაწვდიან:
1)ევსევი კესარიელი (გარდ. 388) დაწერილი აქვს 4 საეკლესიო თხზულება:1.ქრონიკა ორ წიგნად 2.საეკლესიო ისტორია 10 წიგნად 3.კონსტანტინე დიდის ცხოვრება ათ წიგნად 4.ძველ მარტვილიანთა კრებული
2)ევსევი კესარიელი შრომის გამგრძელებლები იყვნენ:1.სოკრატი სქოლასტიკოსი- კონსტანტინელი ადვოკატი(დაწერა საეკლესიო ისტორია 7 წიგნად)(305-439) 2.ერემია სოზომენი- ადვოკატი(დაწერა ეკლესიის ისტორია 9 წიგნად) 3.ეპისკოპოსი თეოდორიტე კვირელი(დაწერა ეკლესიის ისტორია 5 წიგნად (320-428წ.)
აღნიშნული ისტორიკოსები ქართული ეკლესიის დაფუძნების ისტორიასაც ეხებიან: სოკრატი - ეკლესიის ისტორია წიგნი პირველი- თავი მეოცე.სოზომენი - ეკლესიის ისტორია წიგნი მეორე თავი მეშვიდე; თეოდოსიტე - ეკლესიის ისტორია წიგნი პირველი თავი ოცდამეშვიდე
ეს არის ბერძნული საისტორიო თხზულება, ხოლო ლათინელ ისტორიკოსთაგან გაქრისტიანების შესახებ აქვს რუფინუსს, რომელმაც თარგმნა ევსევი კესარიელის ისტორია და გააგრძელა 395 წიგნამდე.აკად.ნიკოლოზ ჯანაშიას აზრით ყველაზე ძველი წყარო, რომელიც წერს ქართლის მოქცევის შესახებ არის გელასი კესარიელის "საეკლესიო ისტორია"(გარდ.395)
ეს წყარო დღეს დაკარგულად ითვლება.გელასი კესარიელის ცნობები თავის ნაშრომში შემოუნახავს რუფინუსს
რუფინუსზე დაყრდნობით სოკრატესს დაუწერია იბერთა გაქრისტიანების ამბავი (დაბ. 380)
რუფინუსის თხზულებით უსარგებლია თეოდორიტე კვირიკელს და სოზომენს.
ცნობილია, რომ მეფე ბაკურმა, რომელიც იყო მეფე მირიანის შვილთაშვილი, თავისი ბებიის, სალომე უჯარმელის თხზულების მოკლე ვარიანტი გადაუცია გელასი კესარიელისათვის.ამ უკანასკნელის თხზულებიდან გავრცელდა საქართველოს გაქრისთიანების ამბავი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment