Search This Blog

Saturday, April 7, 2012

პლანერები


1900-იანი წლების დასაწყისში ძმებმა რაიტებმა პირველი წარმატებული თვითმავალი საფრენი აპარატი შექმნეს. ისინი გერმანელი ინჟინრის ოტო ლილიენთალის მიმდევრები იყვნენ, რომელმაცც 1800-იან წლებში პლანერი გამოიგონა. პირველი პლანერები ინგლისში სერ ჯორჯ კეილიმ შექმნა. 1800-იანი წლების შუა ხანებში ერთ-ერთმა მისმა საფრენმა აპარატმა ადამიანი მსუბუქად აიტაცა ჰაერში. კეილის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უწყვეტი აქტიური ფრენა, რაც იმ პერიოდისთვის შეუძლებლად მიიჩნეოდა, რადგანაც ძრავები რომლებიც საჭირო ბიძგს ავითარებდნენ, ძალიან მძიმე იყო. რამდენიმე სხვა გამომგინებელმა ექსპერიმენტის სახით ორთქლის, შეკუმშული ჰაერის , საათის მექანიზმისა და დრეკადობის ძალის გამოყენება სცადა. ზოგიერტი მოდელი წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა 1880-იან წლებში მაინც ვერავინ მოახერხა ისეთი აპარატის შექმნა, რომელსაც ადამიანის ჰაერში ასააწევად ძალა ექნებოდა. გერმანელ ინჟინერს, ოტო ლილიენთალს, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. მან თავდაპირველად გადაწყვიტა  პლანერის დიზაინის სრულყოფა, რომელიც ატმოსფეროსჰი ჰაერის აღმავალი ნაკადების მიმართ საჭირო ამწევ ძალას გამოიმუშავებდა და მისი ფრენა სიმაღლის დაუკარგავად ან ფრენის სიმაღლის გაზრდით იქნებოდა შესაძლებელი. მან, ასევე, დაადგინა, რომ თანაბარ პირობებში ჩაღუნულპროფილიან ფრთას უფრო დიდი ამწევი ძალა აქვს, ვიდრე ბრტყელპროფილიანს. 1881 წელს მან საკუთარი კონსტრუქციის პლანერით გორაკს წარმატებით გადაუფრინა და კიდევ რამდენიმე ასეული მეტრის გადაფრენა შეძლო. უწყვეტი აქტიური ფრენა მხოლოდ 1900-იანი წლების დასაწყისში გახდა შესაძლებელი. 1930-იან წლებსჰი პლანერებით ფრენა სპორტის ახალ სახეობად ჩამოყალიბდა.
                                                               დელტაპლანი
დელტალპანი წარმოადგენს ჰაერზე მძიმე საფრენ აპარატს, რომელიც უკუდო ისრისებური ფრთის სქემით არის შესრულებული. მისი მართა ხდება პლანერის სიმძიმის ცენტრის მიმართ პილოტის გადაადგილებით. თანამედროვე დელტაპლანი 1970-იან წლებში ამერიკელმა ფრეცის როგალომ შექმნა. ტიპიურ თნამედროვე დელტაპლანსაქვს სამკუთხედი ფორმის უხეში ფრთა, რომლის მსუბუქ ალუმინის ჩარჩოზე ნეილონის ქსოვილია გადაჭიმული. პილოტები ფრთის ლონჟერებზე არიან დაკიდებული და სიმძიმის ცენტრის გადაადგილებით მართავენ აპარატს. ასეთი გზით იზრდება ქარის წინაჭობა და, შესაბამისად, მცირდება სიჩქარე.თავდაპირველად, დელტაპლანი კოსმოსური აპარატების დედამიწაზე დასაშვებ საშუალებად გამოიგონეს. მოგვიანებით კი, დელტაპლანერიზმი ტექნიკური სპორტის სახეობად გადაიქცა. ჰაერში ასაფრენად დელტაპლანერებს, როგორც წესი, ქარში გორაკის ფერდობზე ჩარბენა უწევთ. დელტაპლანის ზოგიერტი პილოტი უპირატესობას ბუქსირებულ ფრენებს ანიჭებს. ამის შედეგად გაჩნდა ე.წ. მიკროლაითი.
                                                მიკროლაითი
დელტაპლანი ყველა ადამიანის გემოვნებას როდი შეესაბამება და ზოგიერთ ადამიანს ძრავიანი პლანერის მართვა ურცჩევნია. ამის შედეგად, გამოჩნდა გაზონის მთიბავის მსგავსი ძრვის მქონე თვითმფრინავი-მიკროლაითი. მას ძრავა წინა ან უკან აქვს დამაგრებული და მის ფუნქციას  პროპელერის ბრუნვა წარმოადგენს. ტიპიურ მიკროლაითს დელტაპლანის მსგავსი ფრთა აქვს, იგივე ღია პილოტის კაბინა და თვლებიანი შასი. საფრენ აპარატს გამოცდილი პილოტი მართავს.
                                      ადამიანის შესაძლებლობები
ძველად ადამიანი სულ ჩიტივით  ფრენაზე ოცნბობდა. ფრენა რეალობად მხოლოდ 1977 წელს იქცა, როდესაც მსუბუქმა თვითმფრინავმა gossamer condor-მა, რომლის პროპელერიც სატერფულით იმართებოდა, 1,6კმ გაიფრინა. საფრენი აპარატის დიზაინერებმა პოლ მაკკერეიდიმ და პიტერ ლისამანმა საჩუქრად 50000 ფუნტი მიიღეს.




No comments:

Post a Comment