1.ავტობიოგრაფია - ავტორის მიერ საკუთარი ცხოვრების აღწერა.
2. ალეგორია - ნათქვამია ერთი, იგულისხმება მეორე.
3. ალიტერაცია - ერთი და
იმავე თანხმოვანი ბგერების გამეორება სალექსო სტრიქონში.
4. ანდაზა - ბრძნულად
გააზრებული, ხალხური, ალეგორიული, მახვილგონივრული გამოთქმა. გარდა ხალხურისა ის
შეიძლება იყოს ლიტერატურული.
5. აფორიზმი - მოკლედ და
მხავრულად გამოთქმული ბრძნული აზრი.
6. ბიოგრაფია - ადამიანის
ცხოვრების აღწერა.
7. გაპიროვნება - უსულო
და სულიერი საგნების გაადამიანება.
8. გროტესკი - ადამიანის
სახის სასაცილოდ, მახინჯურად წარმოდგენა.
9. დიალოგი - პირთა შორის
გასაუბრების ფორმა.
10. ელეგია - მუსიკალური
საკრავის თანაყოლებით შესრულებული სამგლო-ვიარო მოთქმა.
11. ეპიგრაფი - მოკლე
წარწერა საიდანმე ამოღებული ციტატის, აფორიზმის, ან ანდაზის სახით, რომელიც
წარემძღვარება ნაწარმოებს ან მის ცალკეულ თა-ვებს.
12. ეპითეტი - მხატვრული
განსაზღვრა, პოეტური განმარტება, საგნის დახასიათება.
13. ეპილოგი - მხატვრული
ბოლოთქმა ნაწარმოებში, როცა ავტორი გვამცნობს გმირის ცხვრების ბედს მოქმედების
დამთავრების შემდეგ.
14. ეპოსი - ხალხურ
სიტყვიერებაში გმირულ ამბავზე აგებული თქმულება, ზღაპარი, ლეგენდა.
15. ექსპოზიცია -
მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილი, რომლითაც მოხაზუ-ლია ფონი მოქმედების
გაშლისათვის.
16. ზღაპარი - ხალხური
სიტყვიერების ჟანრი, ფანტასტიკური ხასიათის თხრობითი ნაწარმოები.
17. თემა - საინტერესო
საკითხი, რომელიც მწერალს აუღია მხატვრულ ნაწარ-მოებში გადასაწყვეტად.
18. თერგდალეულები - XIX
საუკუნის 60-იანი წლების მოწინავე ქართველი ინტელიგენციის გარკვეული საერთო
სახელწოდება.
19. თქმულება - ხალხური
ნაწარმოები, რომელშიც საგმირო შინაარსის ამბე-ბია გადმოცემული.
20. იგავ-არაკი -
ზნეობრივ-დამრიგებლობითი ხასიათის თხზულება, რომ- ლის გმირები არიან ცხოველები,
მცენარეები და იგულისხმებიან ადამიანები.
21. იდეა - მხატვრულ,
მეცნიერულ, ფილოსოფიურ და სხვადასხვა მაწარმო-ებების ძირითადი აზრი.
22. ირონია - დაცინვის ფორმა. დადებითი ფორმით
უარყოფითი შინაარსის გადმოცემა.
23. იუმორი - უწყინარი დაცინვა.
24. კალამბური - ერთნაირი
ბგერადობის, მაგრამ სხვადასხვა შინაარსის მქონე, მოწესრიგებულ სიტყვათა თამაში.
25. კვანძის შეკვრა და გახსნა
- წინააღმდეგობის გართულების მომენტი ანუ გაკვანძვა. ხოლო გახსნა – წინააღმდეგობის
გადაწყვეტა.
26. კომპოზიცია - როცა ხდება მხატვრული
ნაწარმოების წყობა.
27. ლეგენდა - ხალხურ
თქმულებაზე აგებული ფანტასტიკური ამბავი, ძნე-ლად დასაჯერებელი, არარეალური
შინაარსის თხრობა.
28. ლექსი -
წყობილსიტყვაობა, რიტმული მეტყველება.
29. ლირა - ინსტრუმენტი.
ლირიკა – უსიეჟეტო ან მკრთალსიუჟეტიანი ლექსითი ნაწარმოები.
30. მეტაფორა - პოეტური
გამოცანა ანუ ერთი საგნისა თუ მოვლენის თვისების მეორე საგანზე გადატანა.
31. მითი - უძველესი
ფანტასტიური ხალხური თქმულება, ქვეყნის გაჩენის, სიცოცხლის წარმოშობის, ღმერთებისა
და გმირების მოქმედების შესახებ.
32. მოთხრობა - საშუალო
ზომის ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს სიუჟეტის სიმარტივე, მოქმედი პირების
სიმცირე და ამბის განვითარების სიჩქარე.
33. მონოლოგი –
ხანგრძლივი საუბარი თავის თავთან ან მიმართვა მაყურებლისადმი.
34. მოტივი – პოეტური
ჩანაფიქრის მთავარი საფუძველი.
35. მხატვრული ენა –
სიტყვიერ საშუალებათა ერთობლიობა, რომელიც ემოციური მეტყველებით ქმნის ცხოვრების
სინამდვილის სურათს.
36. მუხამბაზი – ლექსის
ერთ–ერთი სახეობა, ნიშნავს ხუთეულს, ხუთტაეპიანს.
37. ნოველა – მცირე
ფორმის მოთხრობა, სადაც ადამიანის ცხოვრების მხოლოდ ერთი მომენტი, ერთი შემთხვევაა
აღწერილი.
38. მხატვრული სახე –
მხატვრულად გამოხატული ადამიანური ცხოვრების ისტორია ან სურათი.
39. პეიზაჟი – ბუნების
სურათის დახატვა.
40. პერსონაჟის ენა –
მხატვრულ ნაწარმოებში მოქმედი პირის ენა, სტილი, მეტყველება.
41. პოეზია – შეკუმშული
შინაარსის ლექსითი ნაწარმოები.
42. პოემა – ლექსად
დაწერილი ეპიკური ნაწარმოები.
43. პორტრეტი – ადამიანის
თვალ–ტანადობის გამოსახულება დახატული მხატვრული სიტყვით, ფერწერითა და
ქანდაკებით.
44. პროზა – მხატვრული
ნაწარმოები, რომელიც თავისუფალია ლექსითი მეტყველებისთვის დამახასიათებელი
შეზღუდვისაგან.
45. პროლოგი –
ლიტერატურული ნაწარმოების მხატვრული შესავალი, რომელიც მიუთითებს ტზულების
შინაარსის ძირითად ხასიათზე.
46. რითმა – ერთი და
იმავე ან მსგავსი ბგერების კანონზომიერი გამეორება.
47. რიტმი – თანაზომიერი
ერთეულების კანონზომიერი გამეორება.
48. რომანი – მისთვის
დამახასიათებელია კომპოზიციური სირთულე, დიდი მოცულობა, ვრცელი ამბავი, სიუჟეტის
მრავალფეროვნება, ემოციური თხრობა.
49. სათაური –
ლიტერატურული ნაწარმოების სახელწოდება.
50. სატირა – მწარედ
დამცინავი, მკაცრად მამხილებელი, დაუზოგავად გამკიცხავი მხატვრული ნაწარმოები.
51. სენტენცია –
მხატვრული ფორმით გამოსახული მორალური თუ ზნეობრივი დარიგება.
52. სიმღერა – ლირიკული
ჟანრის სასიმღერო ლექსი. შეიძლება, შინაარსით იყოს მითოლოგიური, საგმირო,
სატრფიალო, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ხასიათის.
53. სიუჟეტი –
ნაწარმოების შინაარსის მხატვრული გაშლის ფორმა, მოქმედების განვითარების სისტემა.
54. სკანდირება – ლექსის
წაკითხვა რიტმული ინტონაციით.
55. სკეტჩი – სასცენო
კომპოზიციის მცირე ფორმის ნაწარმოები, მჩატე შინაარსის, სახუმარო, სასიმღერო,
სატირული ხასიათის მოკლე წარმოდგენები.
56. ტიპი – მხატვრული
ნაწარმოების გმირი, რომლის სახეში თავმოყრილია ეპოქისა თუ სოციალური წრისთვის
დამახასიათებელი ნიშან–თვისებები.
57. ტრაგედია – დრამატული
ჟანრის ისეთი ნაწარმოები, რომელშიც მთავარი გმირი იღუპება.
58. ტროპი – გადატანითი
მნიშვნელობით ხმარებული ყველა სიტყვა და წინადადება.
59. ფაბულა – მხატვრული
ნაწარმოების ძირითადი ამბავი, შემთხვევის შეკუმშული ისტორია.
60. შაირი – ხალხური
წარმოშობის ნაწარმოები, გვევლინება რვა მარცვლიანი საზომით.
61. შედარება – ტროპის
ფორმა, სადაც საგნები და მოვლენები შეპირისპირებულია ერთმანეთთან.
62. ციტატა – ტექსტის
გარკვეული ნაწილის ამოწერა და დამოწმება რომელიმე თხზულებაში.
63. ხასიათი – პერსონაჟის
განწყობის, ყოფაქცევისა და მისწრაფების ერთობლიობა.
64. ხატოვანი თქმა –
მახვილგონიერი ფრაზები, აფორიზმებად ქცეული გამოთქმები.
65. ჰიმნი – ლირიკული
ჟანრის ნაწარმოები, მაქებარი ლექსი ან სიმღერა.
66. ჰიპერბოლა – საგნის, მოვლენის,
მოქმედებისა თუ ქცევის გადაჭარბებულად წარმოდგენა, მხატვრული გაზვიადება.
No comments:
Post a Comment