Search This Blog
Saturday, April 7, 2012
ახალი ქართლის ცხოვრება
მეთექვსმეტე საუკუნიდან მეთვრამეტე საუკუნემდე საქართველოს ისტორია არ იწერებოდა. არსებობს გადმოცემა, რომ ჟამთააღმწერელის ასწლოვანი ისტორია იყო მეფე გიორგი ბრწყინვალის ცხოვრებაზე, მაგრამ ეს ხელნაწერები დაკარგულა და დღესთვის შემორჩენილა მხოლოდ 3 ფურცელი.მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ვახტანგ მეექვსემ შეკრიბა "სწავლულ კაცთა კომისია" ბერი ეგნატაშვილს ხელმძღვანელობით და მათ დაავალა სხვადასხვა წყაროების მოძიებით აღედგინათ მეთოთხმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ისტორია. ასე შეიქმნა "ახალი ქართლის ცხოვრება", რომელიც დაიბეჭდა ვახტანგ მეექვსის სტამბაში.
ახალი ქართლის შემადგენელი ნაწარმოების ნაწილია ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"(უძველესი დროიდან მეთვრამეტე საუკუნემდე). ეს არის ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი, რომელსაც თან ერთვის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა.
მეოცე საუკუნეში ახალი ქართლის ცხოვრება დაიბეჭდა სიმონ ყაუყჩიშვილის რედაქ–ტორობით 4 ტომად.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment