Search This Blog

Sunday, August 12, 2012

ადრეული ჯაზი ( III ნაწილი)

                                                         ახალი ინსტრუმენტები

     1920-30-იან წლებში მუსიკის გამოხატვის ახალი მეთოდების ძებნისას, მუსიკოსებმა გამოცადეს სხვადასხვა ინსტრუმენტი და ჟღერადობა. შეიქმნა ბევრი ახალი ინსტრუმენტი, მაგალითად მარშების შემსრულებელი გუნდის დასარტყამი ინსტრუმენტები გააერთიანეს ერთ კომპლექტში.
     მაგალითად, ჯო ვენუტი (1903-78) ჯაზს ვიოლინოზე უკრავდა, ხოლო რედ ნორვო ქსილოფონსა და ვიბროფონზე. ბევრმა მუსიკოსმა შექმნეს ახალი პერსონალური ჟღერადობა ლითონისა და ხის ჩასაბერ ინსტრუმენტებზე. პერსონალური ჟღერადობის შექმნას მოჰყვა უფრო დიდი ჯაზჯგუფების, ე.წ. ბიგ-ბენდების ჩამოყალიბება. ფლეტჩერ ჰენდერსონი (1897-1952) იყო არანჟირების პირველი ოსტატი, რომელმაც დიდი ბიგ-ბენდების შექმნა დაიწყო.


     ასეთი დიდი კოლექტივების გაკონტროლება დიდ ოსტატობას მოითხოვდა. ერთ-ერთი იყო ედვარდ კენედი, ანუ დიუკ ელინგტონი (1899-1974), რომელიც 1920-იან წლებში ბევრ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ნიუ-იორკში.
ელინგტონი ზრუნავდა არა მხოლოდ სოლისტ შემსრულებლებზე ანსაბლში, არამედ სხვა       განსაკუთრებული სტილის მუსიკოსებზე, რომელიც კოლექტივს მეტ მრავალფეროვნებას შესძენდნენ.
     თავისებური ჟღერადობის კარგი მაგალითია მესაყვირე "ბაბერ" მაილი (1903-32) რომელიც იყენებდა სხვადსხვა სახის ხმის ჩამხშობებს და ტრომბონისტი "ტრიკი სემ" ნენტონი (1904-46). ამგვარად ელინგტონმა შექმნა ჯაზის ახალი, გასაოცარი ჟღერადობა.



                                                                           ბიგ-ბენდები

     1930-იან წლებში ბიგ-ბენდები, ხმამაღალი ჟღერადობითა და უფრო დინამიკური კონტრასტებით, ჯაზის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ.
ელინგტონი ორკესტრის შემდეგ საინტერესოა "კაუნტ"უილიამ ბეისის (1904-84) შემოქმედება. ბეისის ორკესტრი რომელიც დაარსა კანსას-სითიში, გამოირჩეოდა განსაკუთრებულად რიტმული პურსაციით. საინტერესო იყო ფორტეპიანოზე დაკვრის კაუნტ ბეისისეულის სტილი – იგი არასოდეს ცდილობდა სოლისტობას, მხოლოდ იშვიათი აკორდებითა და ცალკეული ნოტებით ახერხებდა სხვადასხვა არანჟირების დახვეწვას. შავკანიან შემსრულებელთა პარალელურად წარმატებას მიაღწიეს თეთრკანიანმა მუსიკოსებმაც. აღსანიშნავია ბენი გუდმენი (1909-86), რომელიც სვინგს (მუსიკის სტილი) უკრავდა. ასევე საინტერესოა გლენ მილერის შემოქმედება (1904–44), რომელმაც შედარებით რბილი და მელოდიური სტილი აირჩია.

                                                           საერთაშორისო ასპარეზი

     1950–იან წლებში ბიგ-ბენდები უფრო პოპულარული იყო ვიდრე პატარა ჯგუფები. მძიმე პოლიტიკური თუ სოციალური პიროების მიუხედავად, ჯაზი განაგრძობდა განვითარებას და ამერიკის სიამაყეს წარმოადგენდა.


ბევრი შემსრულებელი ცდილობდა თავისი მუსიკა საერთაშორისო ასპარეზზე გაეტანა.მაგალითად კოულმენ ჰოკინზმა 1934-39 წლებში ევროპაში გაატარა , სადაც იგი ძალიან კარგად მიიღეს და ბევი ფირფიტაც ჩაწერა. ყველაზე მეტად აღსანიშნავია ის ჩანაწერები, რომლებიც ჰოკინზმა ბელგიელ გიტარისტ ჯანგო რეინხარდთან ერთად გააკეთა.

                                                                 ჯაზის საუნჯე 

     1930-იანი წლების დასასრულს ჯაზი ისევ კლუბურ მუსიკად ითვლებოდა და მცირე კომერციული შემოსავალი ჰქონდა, თუმცა მან გამოამჟღავნა ბევრი პრაქტიკოსი მუსიკოსი, რომლებიც მეოცე საუკუნის გამოჩენილ ხელოვნებად იქცნენ.
ისეთი მომღერალი როგორიცაა ბილი ჰოლიდეი, ლესტერ იანგის კალიბრის მუსიკის აკომპანიმენტით, მხოლოდ პოპულარულ მუსიკოსს კი არ წარმოადგენს, მათი ერთობლივი შემოქმედება ირეკლავს შავკანიანთა ცხოვრების მძიმე პირობებს რასისტულ აშშ-ში.
     ჯაზმა მიიზიდა უამრავი პროფესიული მუსიკოსი და, უბრალოდ, მოყვარული. ჯაზის პირველი ჩანაწერის დღიდან 20 წლის შემდეგაც მისი ჟღერადობა იქცა საერთაშორისო სამუსიკო ენად.

                                                     მნიშვნელოვანი თარიღები
1895წ. სკოპ ჯოპლინგმა გაყიდა რეგის სტილში შესრულებული თავისი პირველი კომპოზიცია
1898წ. ნიუ–ორლეანში დაარსდა სთორი ვილი
1900წ. დაიბადა ლუი არმსტრონგი
1917წ. თეთრკანიანთა ჯაზ–ბენდის პირველი ჩანაწერები
1919წ. სიდნეი ბეშეს გასტროლები ევროპაში
1922წ. კინგ ოლივერმა ჩამოაყალიბა თავისი პირველი ბენდი
1924წ. კოულმენ ჰოკინზი შეუერთდა ფლეტჩერ ჰენდერსონის ორკესტრს
1925წ. ლუი არმსტრონგმა ჩაწერა თავისი პირველი ფირფიტა
1928–31წწ. დიუკ ელინგტონის ბენდი სისტემატიურად უკრავდა კოტონ კლუბში
1928წ. ლუი არმსტრონგმა ჩაწერა "west end blues"
1933წ. ბილი ჰოლიდეიმ ბენი გუდმენთან ერთად სადებიუტო ჩანაწერი გააკეთა
1934წ. კაუნტ ბეისიმ ჩამოაყალიბა თავისი პირველი ბენდი
1936წ. ლესტერ იანგი შეუერთდა კაუნტ ბეისის ორკესტრს
1938 ბენი გუდმენმა შეასრულა "the carnegie hall jazz concert"




No comments:

Post a Comment