ჯაზი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენდა თუმცა 1917 წლამდე არ ჩაწერილა არცერთი ფირფიტა. პირველი ჩანაწერი გააკეთა თეთრკანიანთა ჯგუფმა, რომელსაც ნიკ ლაროკა(1889–1961) ხელმძღვანელობდა.
1917 წლის თებერვლში მისმა მუსიკოსებმა ჩაწერეს "livery stable blues" და "dixieland jassband one-step" რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს.
რამდენიმე თვეში მუსიკის ამ ახალმა მიმდინარეობამდაიპყრო ევროპაც. ჩვეულებრივ მოსახლეობასთნ ერთად, ჯაზმა აღაფრთოვანა კლასიკოსი მუსიკოსებიც. მაგალითად, სიდნეი ბეშეს(1897–1959) მუსიკამ მოხიბლა თვით ცნობილი დირიღორი ერნესტ ანსერმე.
სამსახური ჯაზმენებისათვის
1917 წელს მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯაზის ისტორიაში. აშშ–ის სამხედრო ფლოტმა ყველა ის გასართობი ადგილი სადაც უკრავდნენ ჯაზს, რადგან მეზღვაურები ბევრ დროს ატარებდნენ ამ კლუბებში და ნაკლებად ზრუნავდნენ საომარ მოქმედებებზე. ამგვარად, ჯაზმენები უსამსახუროდ დარჩნენ. ზოგიერთმა სამუშაო იპოვა სამდინარო ნავებზე და მისისსიპის ზემო–ქვემოთ მოგზაურობდა. ამით მათ უზრუნველყვეს მოკლე გზა ჩიკაგოსკენ, სადაც გადაინაცვლა ჯაზის სამყარომ.
1920–იან წლებში ჯაზი პოპულარული იყო მთელს ამერიკაში, ამ პერიოდს "ჯაზის ერა " უწოდეს. ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვის წლეში ჯაზმენები თანამშრომლობდნენ სასმელის არაკანონიერ გამყიდველებთან.
ყურადღების ცენტრში
1920–იან წლებში ჯაზი სწრაფად ვითარდებოდა და მეტად ექპრესიული გახდა. ნიუ–ორლიანური ტრადიციების თანახმად იქმნებოდა მრავალფეროვანი არანჟირება. მაგალითად, ჯელი რორ მორტონმა (1890–1941) დაამტკიცა, რომ საანსამბლო დაკვრა ჯაზს მეტად დახვეწილს და ეფექტურს ქმნიდა.
20–იანი წლების ყველაზე დიდი წარმატება იყო სოლო იმპროვიზაციის ზრდა. ბევრმა ნიჭიერმა მუსიკოსმა შეიტანა ამ საქმეში წვლილი თუმცა ყველაზე აღსანიშნავია ლუი არმსტრონგი (1900–71). საზოგადო თავშეყრის ადგილას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისათვის ამსტრონგმა რამდენიმე წელიწადი უპატრონო შავკანიან ბავშთა სპეციალურ დაწესებულებაში გაატარა, სადაც მან კორნეტზე დაკვრა ისწავლა რაც შემდგომ წლებში დახვეწა და პროფესიული სახე მისცა.
20-იანი წლების დასაწყისში ლუი არმსტრონგი უკრავდა კინგ ოლივერის ჯგუფში, რომელიც მოღვაწეობდა ჩიკაგოში. შემდეგ კი მან შექმნა საკუთარი ჯგუფები " Hot Five" და "Hot Seven"
ექსპრესიული ჯაზი
ჯაზის რითმული მოქნილობა საშუალებას აძლევდა არმსტრონგს შეექმნა უკვდავი შედევრები. მან და მისმა ნიუ–ორლიანური სტილის ჯგუფებმა პიანისტ ერლ ჰაენთან (1903-81) ერთად 1928 წელს ჩაწერეს რამდენიმე კომპოზიცია, რომლებმაც დიდი მოწონება მოიპოვა ყველა მის მსმენელს შორის.
არმსტრონგის გარდა იყვნენ სხვა ინდივიდები რომლებმაც ჯაზს მეტად ექსპრესიული სახე მისცეს. აღსანიშნავია ნიუ–ორლეანური სტილის გამგრძელებელი სიდნეი ბეში, რომელიც უპირატესობას სოპრანოს საქსაფონზე დაკვრას ამჯობინებდა, ვიდრე ჩვეულებრივ კლარნეტზე. უფრო მშვიდ, თუმცა გავლენიან სტილში უკრავდა მესაყვირე და კორნეტზე დამკვრელი ბიქს ბეიგერბეკი(1903-31)
ნიჭიერი ტენორები
განსაკუტრებული გავლენის მოხდენის კიდევ ერთი გზა იყო მუსიკალური ენის დახვეწა. საჭირო იყო უფრო გაბედული ჰარმონიის შექმნა, ვიდრე ეს ახასიათებდა ნიუ–ორლეანის ჯაზს.
აღსანიშნავია კოულმენ ჰოკინზი(1904–69), რომელიც იყო ტენორ-საქსაფონისტი. მისი ინსტრუმენტი ადრე მხოლოდ მარშების შემსრულებელ გუნდებში უკრავდა.ჯაზისათვის დამახასიათებელი იყო უფრო პატარა სოპრანო და ალტო საქსაფონები და არა ტენორ–საქსაფონი. პოკეინზმა დაყვეწა ინსტრუმენტის ჟღერადობა და ახალი სტილი შეიტანა ჯაზში. სხვა მუსიკოსებთან ერთად მან კამერული ჯაზის ჟანრს ჩაუყარა საფუძველი. ჰოკინზი უკრავდა ბევრ ანსამბლში, შექმნა საკუთარი ჯგუფიც, ასევე მოღვაწეობდა ევროპაშიც. ჰოკინზის შემდეგ ტენორ–საქსაფონის მუსიკოსები პოპულარულები გახდნენ.
No comments:
Post a Comment