იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი ლამაზი ქვა. გვერდით რუ ჩაუდიოდა და გვერდები ისე გაუპრიალა, რომ მზეზე სულ ლაპლაპი გაჰქონდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ნაკადული დაშრა, ქვა კი ისევ იწვა გორაკზე, გარშემო კი მაღალი ბალახებისა და ჭრელ-ჭრელი მინდვრის ყვავილებით მოჩითული სივრცე გაშლილიყო.
ქვა ზემოდან დაჰყურებდა დაკლაკნილ მოკირწყლულ გზას, რომლის პირას, აქეთ-იქით, კენჭები და რიყის ქვები ეყარა.ნაკადულის ჩვეულ რაკრაკს მოკლებული, ეულად დარჩენილი ქვა, სევდიანი თვალებით სულ უფრო ხშირად გაჰყურებდა გზას, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა. ერთ დღეს ისე მოსწყინდა, რომ ვეღარ მოითმინა და შესძახა: - როდემდე უნდა ვეგდო ასე მარტოდმარტო? რაში მარგია ბალახები და ყვავილები, უფრო ჭკვიანური იქნება, ვიცხოვრო ჩემს თანამოძმეებთან ერთად იქ, სადაც სიცოცხლე დუღს და გადმოდუღს. თქვა თუ არა ეს, ადგილიდან დაიძრა, დაღმართზე დაეშვა და გზაზე, მის მსგავს ქვებს შორის აღმოჩნდა. ვიღა და რაღა არ დადიოდა ამ გზაზე, დროგის რკინით მოჭედილი ბორბლები, ცხენების, ძროხების, თხების, ცხვრების ჩლიქები, კოხტა ჩექმები და ლურსმნით დაჭედილი უხეში გლეხური ფეხსაცმელები. ქვამ დიდ ალიაქოთში ამოყო თავი. აქ მას ხან გულგრილად კრავდნენ მუჯლუგუნს, ხან ქელავდნენ, ამტვრევდნენ, ეჯახებოდნენ, ტალახში თხვრიდნენ, ზოგჯერ საქონლის ფუნაშიც კი ამოგანგლულა. სად გაქრა მისი უწინდელი სილამაზე! ახლა ქვა სევდიანად გასცქეროდა გორაკს, სადაც ოდესღაც მშვიდად იწვა სურნელოვან ყვავილებს შორის. დაკარგულ სიმშვიდეზე ამაო ოცნების მეტი რაღა დარჩენოდა ქვას, ტყუილად როდი უთქვამთ:,,რაცა გვაქვს, არაფრად გვიღირს, რასაც დავკარგავთ, იმას კი მივსტირითო."

No comments:
Post a Comment