Search This Blog

Wednesday, October 24, 2012

ფრაგმენტი ჯუზეპე გარიბალდის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან მოხალისე ჯარისკაცების წინაშე

   ჯუზეპე გარიბალდი(1807-1882) - იტალიის სახალხო გმირი, გენერალი. იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. მონაწილეობას იღებდა თითქმის ყველა განმათავისუფლებელ ბრძოლაში 1830-იანი წლებიდან 70-იან წლებამდე

1860წელი:
   "... ახალგაზრდებო, იტალია დავალებულია თქვენგან იმ საქმისთვის, რომელიც აპლოდისმენტებს იმსახურებს... თქვენ გაიმარჯვეთ და კიდევ გაიმარჯვებთ, რადგან ნასწავლი გაქთ ტაქტიკა, რომელიც ბრძოლის ბედს წყვეტს. თქვენ არა ხართ ის  ღირსეული ხალხი, ვინც მაკედონელის ფალანგის რიგებში იყო და სიამაყით დაიპყრო აზია. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ შესანიშნავ გვერდს კიდევ უფრო ბრწყინვალე ახალი გამარჯვებების გვერდი შეემატება...

   ყველამ შემართეთ იარაღი! ... ეს ხალხი საკუთარი თავის პატრონია. მას სხვა ერებთან ძმობა სურს, მაგრამ ისე, რომ სიამაყით გაუსწოროს მათ თვალები და არ ხოხავდეს მათ ფეხებთან თავისუფლების მისაღებად. ის აღარ გაყვება იმ ადამიანებს, რომელთა გულიც მოწამლულია. არა! არა! არა!
   თითოეული იტალიელი მას (ვიქტორ ემანუელის) გარშემო უნდა გაერთიანდეს. ვიქტორ ემანუელის გვერდით ყოფნისას ყველა კამათი უნდა დავივიწყოთ და ყველა უთანხმოება უნდა გაქრეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: შემართეთ იარაღები, ყოველმა თქვენთაგანმა!... ყველანი შემოგვიერთდით, ვინც მშიშარა და მონა არ არის. დაე, ყოველმა ჩვენთაგანმა უკანასკნელი დარტყმა მიაყენოს ტირანიას დასანგრევად...
   ამ სიტყვებს მე მულის სიღრმიდან წარმოვთქვამ და დიდი სიყვარულით... ბრძოლის დროს თქვენ გვერდით, იტალიის თავისუფლებისათვის ბრძოლაში გამარჯვებულების გვერდით ვიქნები. მხოლოდ ისინი გაბრუნდნენ უკან, ვისაც აუცილებელი მოვალეობის შესრულება უწევს სახლში ან ვინც თავისი დიდებული ჭრილობებით სამშობლოს პატივისცემა უკვე დაიმსახურა... დანარჩენები კი დარჩით აქ და დაიცავით ჩვენი დიდებული დროშა."

No comments:

Post a Comment