Search This Blog

Friday, November 16, 2012

სქესობრივი სიმწიფე

     სქესობრივი სიმწიფე განვითარების იმ ეტაპს წარმოადგენს , როდესაც ადამიანის ორგანიზმი, ღრმა შინაგანი გარდაქმნების შედეგად, სქესობრივ სიმწიფეს აღწევს. ამ მოველენას უამრავი ფიზიკური ცვლილება სდევს თან. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი , რომ გოგონები და ბიჭები სქესობრივად მომწიფებულნი ხდებიან და მათ გამრავლების უნარი უნვითარდებათ.
    ადამიანები სქესობრივ სიმწიფეს 11-დან 16 წლამდე აღწევენ. საშუალო ასაკი 13 წლით განისაზღვრება. გოგონებში სქესობრივი მომწიფების  პერიოდი ერთი-ორი წლით ადრე იწყება, ვიდრე ბიჭებში. გასული 150 წლის განმავლობაში განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები ბევრად უფრო ადრე აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს. მაგალითად, XX საუკუნის შუა ხანებში დასავლეთ ევროპაში სქესობრივი სიმწიფე 16 წლიდან იწყებოდა.
    სქესობრივ სიმწიფეს თან სდევს სიყმაწვილე, რომელიც კიდევ დამატებითი ფიზიკური ცვლილებებით ხასიათდება. უფრო მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ადამიანის ემოციებს , ხასიათსა და ქცევას განსაზღვრავს. სქესობრივი სიმწიფის პერიოდში  ბავშვების უმრავლესობა, ძირითადად, თავიანთი სქესის წარმომადგენლებთან კონტაქტობს. სიყმაწვილისას კი ისინი მეტ ინტერესს გამოხატავენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ, თანაც ნაკლებად მორიდებულები ხდებიან.

მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოები  შედგება სათესლე ჯირკვლებისაგან, რომლებიც წარმოქმნის სპერმას და მრავალფეროვანი სადინარებისაგან, რომლებიც სპერმის სასქესო ორგანოში შენახვასა და გადაადგილებას უზრუნველყოფს. სათესლე ჯირკვლები, ასევე, გამოყოფს ჰორმონს  - ტესტოსტერონს.
საკვერცხეები თვეში ერთხელ გამოყოფენ კვერცხუჯრედებს, რომლებიც ფალოპის მილებით საშუალებით საშვილოსნოში გადადის.



უცაბედი ზრდა       
    ბავშვობის პერიოდში ბიჭები და გოგონები სიმაღლით თანაბრად იზრდებიან, რეგულარული ტემპით. ზრდის ტემპის შემცირება ათი წლის გოგონებში და თორმეტი წლის ბიჭებში ფიქსირდება. სქესობრივი სიმწიფის დაწყებასთან ერთად ზრდა კვლავ სრაფად მიმდინარეობს. ასეთი უცაბედი ზრდა - 20 სანტიმეტრის, ხოლო წონაში, დაახლოებით 18 კილოგრამის მომატებით განისაზღვრება. სიმაღლისა და წონის მომატება დამოკიდებულია კვებაზე, ფიზიკურ დატვირთვასა და მემკვიდრეობით ფაქტორებზე.
    უცაბედ ფიზიკურ ზრდასთან ერთად, იზრდება შინაგანი ორგანოებიც, გული, ფილტვები, კუნთები და ღვიძლი. გული უფრო დიდი ძალით აბრუნებს ორგანიზმში სისხლს, რაც სქესობრივი სიმწიფის პერიოდში სისხლის წნევის თანდათანობით მომატებით გამოიხატება.  15 წლის ადამიანის სისხლის წნევა ნორმალური მომწიფებული ადამიანის მონაცემებს აღწევს. ზრდა გულისხმობს ახალი უჯრედებისა და ქსოვილების შექმნას, რაც, თავის მხრივ, მეტ ენერგიას მოითხოვს. ასე რომ, სქესობრივი სიმწიფის პერიოდში ბავშვებს მეტი კვება ესაჭიროებათ. მათი დღიური ენერგიის მოთხოვნილება 1800-იდან 2500 კალორიამდე იზრდება. ასევე, ესაჭიროებათ კალციუმის (ძვლების ზრდისათვის) და რკინის (სისხლის უჯრედებისთვის) უფრო დიდი რაოდენობა.
    სქესობრივი სიმწიფის პერიოდში ფიზიკურ ცვლილებებს სხვადასხვა ჰორმონი განაპირობებს. ისინი ორგანიზმის ქიმიური ინფორმაციის გადამტანებს წარმოადგენენ და სისხლის ნაკადში ცირკულირებენ. ყოველი მათგანი ერთი ორგანოს, ჯირკვლის მიერ წარმოიქმნება და სხვა ორგანებზე მოქმედებს. სქესობრივ სიმწიფესთან დაკავშირეული ჰორმონები გამოიყოფა ადენოჰიპოფიზის - ჰიპოფიზის წინა წილის მიერ, რომელიც თავის ტვინის ფუძესთანაა მოთავსებული და ორგანიზმის ზრდა-განვითარებას უზრუნველყოფს. ასევე, სათესლე ან საკვერცხე ჯირკვლბიდან და თირკმლისზედა ჯირკვლებიდან. ადენოჰიპოფიზი პირველი იწყებს მოქმედებას , თუმცა, მის ფუნქციონირებას თავის ტვინის ჰიპოთალამუსიდან მომავალი ნერვული იმპულსები განაპირობებს.

ჰორმონების მოქმედება
    ჰიპოფიზის წინა წილის მიერ გამოყოფილი პირველი ჰორმონი არის სომატოტროპული, ანუ ზრდის ჰორმონი. იგი პირდაპირ ორგანიზმის ქსოვილებზე (ანატომიურად ცნობილია, როგორც სომა) მოქმედებს და იწვევს მათ ზრდასა და უჯრედების გამრავლებას. შედეგს წარმოადენს ძვლისა და კუნთებსი შესაბამისი  ზრდა-განვითარება.
    მეორე ჰორმონს წარმოადგენს გონადოტროპული. იგი რეპროდუქცულ ორგანოებზე - სასქესო ჯირკვლებზე მოქმედებს და მოიცავს ფოლიკულასტიმულირებად ჰორმონს (FSH), ისევე როგორც ლუთეინიზირებად ჰორმონს(LH) გოგონებში, ხოლო ვაჟებში ინტერსტიციალური უჯრედის სტიმულირებად ჰორმონს (ICSH). ჰორმონების ტექნიკური სახელწოდებები განსაზღვრავს იმ უჯრედების ტიპებს, რომლებზეც ისინი მოქმედებენ. FSH და LH მოქმედებენ საკვერცხეებზე და ასტიმულირებენ მათ ქალის სასქესო ჰორმონების  - ესტოგენისა და პროგესტერონის გამოყოფას. FCH და ICSH ასტიმულირებენ სათესლე ჯირკვლებს მამაკაცის სასქესო ჰორმონის -ტესტოსტერონის გამოყოფას. 
    ჰიპოფიზის წინა წილი, ასევე, გამოყოფს ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (ACTH), რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ანდროგენის გამოყოფას ზრდის როგორც გოგოებში ასევე ვაჟებშიც. ანდროგენებს მრავალფეროვანი და ფართომასშტაბიანი მოქმედება ახასიათებს.

ვაჟბის დავაჟკაცება
    ტესტოსტერონისა და ანდროგენის გამოყოფის შედეგად, ვაჟებში სასქესო ორგანო იზრდება და ერექციის უნარი უნვითარდებათ. ასევე, იზრდება სასქეს ორგანოსთან დაკავშირებული სხვა ორგანოებიც - წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა), სათესლე დანამატი (ეპიდერმისი) და სათესლე ბუშტუკები. სათესლე პარკის გარსი მკვრივდება და მასში წყვილი სქესობრივი ჯირკვლის მიერ სპერმის გამოყოფა იწყება. წინამდებარე ჯირკვალი და სათესლე ბუშტუკები გამოყოფენ სათესლე სითხეს, რომელიც სპერმის შენახვას უზრუნველყოფს და მისი გამოყოფაც უკვე შესაძლებელი ხდება.
    სქესობრივი ორგანოების ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს სხეულის ფორმეშიც. იწყება თმის ამოსვლა სახეზე, მკლავებსა და ფეხებზე, იღლიებში და სასქესო ორგანოსა და სათესლე პარკების გარშემო. ზოგიერთ ვაჟს თმა ეზრდება გულმკერდსა და ზურგის არეშიც. სახეზე თმა პირველად ზედა ტუჩზე და ლოყებზე ჩნდება, შემდეგ კი ნიკაპსა და კისერზეც ვრცელდება . იცვლება ხმაც. ვინაიდან ხორხი იზრდება, ბგერების სიმაღლე დაბლდება. ცვლილებეი შეინიშნება კანზეც, რომელიც უფრო ცხიმიანი და უხეში ხდება. ამას შესაძლოა მოყვეს ფერისმჭამელების გაჩენა. ყველაზე ბოლოს იცვლება სხეულის ფორმები. მხრები ფართოვდება, მკლავები და ფეხები კი იკუნთება.

                                                             გოგონების დაქალება 
    სქესობრივი სიმწიფე გოგონებში მკერდის გაზრდითა და მენსტრუალური ციკლის დაწყებით აღინიშნება. როდესაც საკვერცხეები მომწიფებული საკვერცხე უჯრედების გამოყოფას იწყებენ, ისინი ასევე, ესტროგენს და პროგესტერონს გამოყოფენ. ეს სპეციფიკური ჰორმონები ერთად ემსახურებიან გოგონების რეპროდუქციული ორგანოების განვითარებას. ფალოპის მილები ემზადებიან კვერცხუჯრედების საშვილოსნოს მიმართულებით გადასაადგილებლად.
    ყოველთვიურად საშვილოსნოს კედელი მზადაა განაყოფიერებული კვერცხუჯრედების მისაღებად. თუკი არ მოხდება მათი კედელზე მიმაგრება, მაშინ ისინი მენსტრუალური ნაკადის სახით გამოიყოფა. ვაგინა მზადაა საპირისპირო სქესის წარმომადგენლის სპერმის მისაღებად. სქესობრივი სიმწიფის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში გამოყოფილი კვერცხუჯრედები შესაძლოა არ იყოს სრულყოფილად მომწიფებული იმისთვის, რომ მოხდეს განაყოფიერება. გოგონებს თმა მხოლოდ იღლიებსა და სასქესო ორგანოს ირგვლივ ამოლდით. სქესობრივი სიმწიფის პერიოდში თმის ამოსვლას განაპირობებს ანდროგენები, ეგრეთ წოდებული მამაკაცის ჰორმონები, თუმცა, გოგონებში ესტროგენი თმის რაოდენობას, ბიჭებთან შედარებით მკვეთრად ამცირებს.
    მკერდი იზრდება და რძის გამოსაყოფად ემზადება. მკერდის ზრდა ხშირად არათანაბრად მიმდინარეობს, ერთ-ერთი მეორესთან შედარებით, ოდნავ უფრო დიდი ან უფრო მრგვალი შეიძლება იყოს, თუმცა ქალწულობის პერიოდში მკერდი ერთ დონეზე დგება. ამავე დროს, ცხიმოვანი ქსოვილი ლაგდება სახის ქვეშ, მუცლის, ბარძაყებისა და დუნდულების გარშემო, რაც სხეულის მრგვალ ფორმებს ქმნის. ყველაზე ბოლოს იცვლება კანი,რომელიც ნაზი და პრიალა ხდება.
    


                                       

1 comment:

  1. გამარჯობა ჩემი სახელია აგნესა დემეტრე მე ვარ სავანე, მაგრამ მე გადავდივარ ბელგიასთან ერთად ჩემი ქმარი მე საინტერესო ისტორიები წაიკითხე იმაზე, თუ როგორ გატეხილი ურთიერთობები დამონტაჟებულია ძლიერი ჯადოსნური სპლოლისტების მიერ. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ყველა სიცრუე, სანამ მე მქონდა მსგავს პრობლემებზე ჩემი მეუღლეთან ურთიერთობა, რომელთანაც მე დაქორწინებული ვარ დიდი ხნის განმავლობაში და ორ შვილთან ერთად კურთხეული ვიყავი, გაოცებული ვიყავი, როცა სახლში მოვიდა სხვა ქალთან და ინფორმირება. ის დაღლილი ჩემთვის არ არის მიზეზი, ვცდილობ მას ვკითხე, რა არის პრობლემა ჩემი სიტყვები დაეცა ყრუ ყურები, უნდა გადავიდეს, რადგან მე არ შემიძლია ტკივილი კიდევ ერთი ქალი დაინახა იმავე სახურავზე ჩემთან ერთად მე გაანადგურა და გულუბრყვილოდ ამ პერიოდში, მე უნდა ინფორმირებული მეგობარი ჩემი გამოცდილება, მან მითხრა, რომ არ ინერვიულოთ, რომ ჩემი კაცი იქნებოდა დავბრუნდებით ჩემთვის მე გაოცებული როგორ აპირებს შესაძლებელი, მან მითხრა, რომ იგი აპირებს დანერგვა ჩემთვის სპიკერის სახელწოდებაა დიგბინოვია, რომელიც ძალიან ძლიერი სპიკერია. თავდაპირველად, ეჭვი მქონდა, რადგან მე არ მჯერა რამეები, როგორიც მე არ მქონია კასტერი და მან მითხრა, რა უნდა გააკეთოს და მე იძულებული და გავაკეთე ის, რაც მან მთხოვა, რომ მითხრა, რომ ეს რომ ჩემი მეუღლე მოვუწოდებ და მივმართავ ჩემს გზას, რომ ჩემი მეუღლე მოვიდა და პატიება მივმართე მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, ჩემი ყველაზე მოულოდნელი, ჩემი ქმარი მომდევნო დღეს დამიძახა და ტირილი დაიწყო ჩემთვის აპატიე მას, რომ ის არ დარჩებოდა საღი აზრიდან ამ მომენტამდე. მე ყოველთვის უკვირს ამ დიდ სასწაულს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ჩემი მეუღლე და ორი შვილი ერთმანეთთან ერთად ვართ და ჩვენ უფრო ბედნიერნი ვართ, თუ ვინმეს განიცდის ასეთი ურთიერთობის პრობლემა თქვენს ურთიერთობაზე, doctorigbinovia93@gmail.com ასევე შეგიძლიათ Whatsapp მას +2348144480786 ნუ ნება ვინმეს despise თქვენი ურთიერთობისათვის?

    ReplyDelete