Search This Blog

Friday, November 16, 2012

სექსუალობა

    "სექსუალობა" ისეთ სიტყვას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ადამიანისათვის მოცემულ სიტუაციაში განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელია. ზოგადად, სექსუალობა ადამიანის ქცევის, დამოკიდებულებებისა დაფიზიკური მდგომარეობის ასპექტს გულისხმობს. ფაქტობრივად, სექსუალობა არა მხოლოდ ფიქრებსა და მოქმედებებს მოიცავს, არამედ წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს ისეთი ღრმა გრძნობისას, როგორიცაა სიყვარული.
    დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, დასავლეთის ქვეყნების უდიდეს ნაწილში სექსზე ღიად იშვიათად საუბრობდნენ. რჩეულ საზოგადოებაში, სქესობრივ კავშირზე საუბარი სრულიად მიუღებელი იყო. დღესღეობით, სექსი და სექსუალობა სიყვარულთან და რომანტიკასთან ერთად ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი მნიშვნელოვანი კმპონენტია. ამისდა მიუხედავად, კომპლექსური დამოკიდებულება რეპროდუქციის მოთხოვნილებას, კულტურულ ზემოქმედებას, სიყვარულსა და თვით სქესობრივ იმპულსებს შორის, სრულყოფილად შესწავლილი არ არის. ის რაც ჩვენთვის ცნობილია ადამიანის სექსუალობის შესახებ ცხადი გახდა XX საუკუნეში ჩატარებული კვლევების შედეგად და მისი უამრავი ასპექტი ჯერ კიდევ დავის საკითხს წარმოადგენს.

             
სექსუალობის კვლევა
    სექსუალობის ექსპრესიის ახალ, გულახდილ დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადამიანის ქცევის კვლევამ, რომელიც ამერიკელმა მეცნიერებმა ალფრედ კინზიმ, უილიამ მასტერსმა, ვირჯინია ჯონსონმა და შერ ჰაიტერმა ჩაატარეს. პირველი ფათო მასშტაბიანი კვლევები ალფრედ კინზის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. მისი მოხსენებებია " სქესობრივი ქცევა მამაკაცებში"(1948) და "სქესობრივი ქცევა ქალებში"(1953). 1966 წელს უილიამ მასტერსმა და ვირჯინია ჯონსონმა გამოაქვეყნეს ერთობლივი მოხსენება ადამიანის სქესობრივი რეაქციები შესახებ, რომელსაც მოჰყვა "ადამიანის სქესობრივი არაადეკვატურობა" (1979). შერი ჰაიტის "ჰაიტის მოხენება" 1976 წელს გამოჩნდა.
   ზრდასრული ადამიანების უმრავლესობა სქესობრივ ურთიერთობას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან ამყარებს. ამას ჰეტეროსექსუალობა ეწოდება. ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა შორის (მხოლოდ კაცებსა ან მხოლოდ ქალებს შორის) არსებულ სქესობრივ ლტოლვას კი - ჰომოსექსუალობა.
    ზოგჯერ მამაკაც ჰომოსექსუალთა დასახასიათებლად გამოიყნება ტერმინი "გეი", ქალ ჰომოსექსუალთა აღსანიშნავად კი - ლესბოსელი. ადამიანთა უმრავლესობა უპირატესობას ამ ტერმინების გამოყენებას ანიჭებს, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ ისინი უფრო ფართო ცნების მატარებელინი არიან და მრავალფეროვან ცხოვრების სტილს მოიცავენ. მაშინ როცა, ტერმინი ჰომოსექსუალობა მხოლოდ სექსუალურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას.
    ადრე კიდევ ერთ გავრცელებულ  შეხედულებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ყველა ჰომოსექსუალი იყო გარყვნილი, განმარტოვებული ადამიანი, რომელიც ხშირად ამყარებდა შემთხვევით სქესობრივ ურთიერთობებს. მოხსენებისა და კვლევების შედეგად, ეს მოსაზრება უგულებელყოფილ იქნა. მასტერსმა და ჯონსონმა აღმოაჩინეს, რომ ჰომოსექსუალთა ურთიერთობა ხშირად სიყვარულით სავხე, მტკიცე, ხანგრძივი და სექსუალურად დამაკმაყოფილებელია. გასული 30 წელიწადი  სქესობრივი კავშირების მიმართ დამოკიდებულებში განხორციელებული ცვლილბების მოწმე გახდა.  ადამიანთა უმრავლესობას აღარ გააჩნია ცრურწმენები ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ და მათი სქესობრივი ურთიერთობა დაავადებად ან ცოდვად აღარ აღიქმება
 (P.S მე ჯემალა მაღლაფერიძე (ავტორი) ამას არ ვეთანხმებიასეთი სტატია იყო. )
       
 ცვლილებეი სექსუალობაში
    თანამედროვე კვლევის თანახმად, არსებობს უამრავი ისეთი ადამიანიც, ვინც მთელი სიცოცხლის განმავლობაში თავისი ფიქრებითა და გრძნობებით სქესობრივი პარტნიორის მიმართ, არც მხოლოდ ჰომოსექსუალურია და არც მხოლოდ ჰეტეროსექსუალური. საკმაოდ ცჰვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ადამიანი ერთდროულად ჰომოსექსუალიცაა და ჰეტეროსექსუალიც. სქესობრივი ორიენტაციის ასეთ ადამიანებს ბისექსუალებს უწოდებენ.
    სქესობრივი ორიენტაცია დროთა განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს. ძალიან ხშირია ალახგაზრდების ლტოლვა და დაინტერესება  საკუთარი სქესის წარმომადგენელთა მიმართ. უამრავი ახალგაზრდა ამ სფეროში გამოცდილებას იღებს და შემდეგ უკვე ჰეტეროსექსუალად ყალიბდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ჰომოსექსუალური ორიენტაცია გრძელდება.
    ამ სფეროში მიმდინარე სხვვა კვლევებმა აჩვენა, რომ სქესობრივი ორიენტაციის შეცვლა შესაძლებელია, ასევე მოზრდლი ასაკშიც. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია 45-55 წლის ასაკში, როდესაც ოჯახში ბავშვები უკვე გაზრდილები არიან და სახლიდან მიდიან. მშობლებს კი საკმარისი დრო რჩებათ იმისთვის, რომ საკუთარ სურვილებსა და ცხოვრების სტილს გადახედონ.
   
         სქესობრივი მიზიდულობა
    ადამიანის სექსუალობის კიდევ ერთ დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ის მიზეზები, თუ რატომ გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ ქალი და მამაკაცი სქესობრივ მიზიდულობას. ეს მოიცავს არა მხოლოდ იმ ასპექტებს, თუ რას ხედავს პიროვნება პოტენციურ პარტნიორში, არამედ რა სახის სქესობრივ ურთიერთობას ელიან პარტნიორები ერთმანეთისგან. ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე დიდ გავლენას ახდენს ჩვენს არჩევანზე  სექსუალობის შესახებ, მაგალითად, იქნება ეს სექსუალური აქტივობა, ერთი თუ რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი, ხანმოკლე ურთიერთობა პასუხისმგებლობის გარეშე თუ სტაბილური, ხანგრძლივი მონოგამური ურთიერთობა.
    სქესობრივი მიზიდულობა სამ ფართო  სფეროს მოიცავს. ერთია ფიზიკური, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ პიროვნების მიმზიდველობას, სიმპატიურობასა და კარგ გარეგნობას, არამედ, პიროვნების ინტერესსა და ხელმისაწვდომობას.
    მეორე სფეროა ფსიქოლოგიური, რომელიც დაკავშირებულია ფიქრებთან და ქცევებთან. ადამიანი სქესობრივ პარტნიორს უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით აფასებს. მათ, შორის, ყურადღებას აქცევს პიროვნების წარსულს, განათლებას, საერთო ინტერესებს, მსგავსებას მშობლებთან მიმართებაში და, ასევე, იმ ფაქტს, თუ რამდენად მოუწონებენ მას არჩევანს ოჯახურ და მეგობრების წრეში.
    სქესობრივი მიზიდულობის მესამე სფერო მოიცავს სოციალურ ზემოქმედებას. სარეკლამო განცხადებები და პრომოუტერები გვბომბავენ წარმოდგენებით, როგორ უნდა  გამოიყრებოდეს, მოქმედებდეს და ცხოვრობდეს იდეალური სქესობრივი პარტნიორი. რა თქმა უნდა, სარეკლამო განცხადებების მიზანია საქონლის გაყიდვა და ფულის გაკეთება, მაგრამ ასეთი განცხადებები პარტნიორის არჩევანზე დიდ გავლეას ახდენს.
           

                         

2 comments:

  1. საინტერესოა :) თუმცა უფრო მეტი მინდოდა წამეკითხა.

    ReplyDelete
  2. დავდებ კიდე რაგაც რაგაცეებს ცოტა სხვა სათაურით და ამ ტემასთან დაახლოებულს : დდდდ

    ReplyDelete