Search This Blog

Tuesday, November 20, 2012

სიყმაწვილე

    უამრავაი მოზარდისათვის ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გარდამავალი ასაკი ემოციური შფოთვის, ასევე, განვითარების პერიოდს წარმოადგენს.ეს პერიოდი, ზოგადად, სიყმაწვლილის(ქალწულობის) ასაკად არის მიჩნეული.
    სიყმაწვილე და მასთან დაკავშირებული სირთულეები საზოგადოებისთვის დაუსრულებლ თავსატეხს წარმოადგენს. ფაქტობრივად, სიყმაწვილი პერიოდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით განსხვავებული პრობლემებით აღინიშნება ასაკის მიხედვით. ზოგიერთი ტრადიციული კულტურის ქვეყანაში, მაგალითად, სამოას ნაწილში, ახალი გვინეასა დაამაზონის დაბლობებზე, სიყმაწვილე ისე როგორც ჩვენ აღვიქვემთ მას, უბრალოდ არ არსებობს. ბიჭები გამოსაცდელ ტესტს გადიან, რაც სპეციფიკური რიტუალით აღინიშნება და სწრაფად ვაჟკაცდებიან. გოგოები ერთი კვირის განმავლობაში ბავშვებად ითვლებიან, შემდეგ კი ქალებად ინათლებიან. დასავლეთის თანამედროვე  ქვეყნებში სიყმაწვილე ზრდასრულობის სტატუსია და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ხანგრძლივ და დამღლელ ბრძოლას წარმოადგენს.
    და მაინც რას წარმოადგენს სიყმაწვილე ? იგივეა რაც სქესობრივი სიმწიფე? როდის მიმდინარეობს, რა მოსდევს, და რატომ ჩნდება ასე ხშირად ამდენი პრობლემა და სირთულე?

     სქესობრივი სიმწიფე და სიყმაწვილე
    ორივე, სქესობრივი სიმწიფე და სიყმაწვილე, ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკში გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს. სქესობრივი სიმწიფე ხშირად ბიოლოგიურ მოვლენას აღნიშნავს, რაც ადამიანის სხეულის ზრდითა და სიმწიფით გამოიხატება. ეს ფიზიკური ასპექტები ორგანიზმის ქიმიური მესინჯერების - ჰორმონების სწრაფი ცვალებადობით კონტროლდება. ცვლილებები მოიცავს სწრაფ ზრდასა და კუნთების გადიდებას, სხეულის მრგვალი ფორმების მინიჭებას, ხმის დაბოხებას, სხეულზე ბალნის გაზრდას, ქალებში მკერდის გაზრდა-განვითარებას და სხვა. სქესობრივი სიმწიფის დაწყება და დასრულება შედარებით იოლი ამოსაცნობია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ინდივიდუალურად მიმდინარეობს. გოგონებში სქესობრივი სიმწიფე, დაახლოებით, ათი წლიდან იწყება, ბიჭებში კი - 12-13 წლიდან. ეს პერიოდი გოგონებში 14-15 წლისა თანდათანობით სრულდება, ბიჭებში კი 16-17 წლისა. ამ დროს ორგანიზმის ფორმა ზრდასრული ადამიანისას ჰგავს და სქესობრივად მომწიფებულია. 
     ამის საპირისპიროდ, სიყმაწვილის ასაკის დადგენა ნაკლებად იოლია. ეს ეხება როგორც დროს, ასევე კომპეტენციას. ზოგადად, ეს არის გარდამავალი პერიოდი, როდესაც ადამიანი ბავშვად აღარ ითვლება, თუმცა ჯერ ზრდასრულობამდე ბევრი აკლია. როგორც წესი, სიყმაწვილე "მოზარდობის პერიოდიდან", 12-13 წლიდან, იწყება და "ზრდასრულ პერიოდამდე", 19-20 წლამდე, გრძელდება. აქაც უამრავი სხვადასხვანაირი შემთხვევა ფიქსირდება. 
    სიყმაწვილე მოიცავს ცვლილებებს ქცევასში, აზროვნებასა და მენტალურ პროცესში, შეგრძნებებში, ემოციებსა და, ზოგადად ფსიქოლოგიაში. ასეთი სახის ცვლილებები ახალგაზრდა ადამიანში უწყვეტად მიმდინარეობს. ამ პროცესში ჩართული არიან, ასევე მშობლები, და-ძმა და თანატოლი მეგობრები.
    სიცოცხლის ამ პერიოდის გამოსაკვლევად  ერთ-ერთი გზაა ახალგაზრდის შინაგანი აზრებისა და გრძნობების შესწავლა, რაც ინდივიდუალურობისა და  საკუთარი თავის დამკვიდრებით ვლინდება. შემდეგ უკვე შესაძლებელია თვალთახედვის ჰორიზონტის გაფართოება , რაც მოიცავს მეგობრებთან, მშობლებთან ან ოჯახთან ურთიერთობას, აზრის ჩამოყალიბებას საზოგადოების შესახებ და, ზოგადად, მსოფმხედველობის განვითარებას.

სქესობრივი შეგნება
    სქესობრივი მოწიფულობის დროს ახალგაზრდის სხეულსა და ორგანიზმში, მიმდინარე მნიშვნელოვან ფიზიკურ ცვლილებებთან ერთად, იცვლება თვითშეგნება და თავად პიროვნება.
    სიცოცხლის ამ პერიოდში მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სქესობრივი შეგნების ზრდა, რაც ახალგაზრდის საკუთარ სექსუალურ სურვილებსა და იმპულსებს გულისხმობს, ისინი კი სწარფად ცვალებად სხეულში ახალი შეგრძნებების სახით ვლინდება. სიყმაწვილის პერიოდისთვის დამახასიათებელია სექსუალური ფანტაზიები. ეს ასაკი, ასევე, წარმოადგენს ჰომოსექსუალობისაკენ მიზიდულობის ფაზას, ანუ ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართ ინტერესდებიან, ხშირია მასტურბაცია, რაც სქესობრივი ორგანოების სტიმულაციას ახდენს. ზოგიერთ საზოგადოებში მასტურბაცია ჯანმრთელობისთვის საზიანოდ ითვლება და ამიტომ აკრძალულია. ამ მიზეზის გმაო, ახალგაზრდები დანაშაულსა და სირცხვილის გრძნობით იზრდებიან, მიუხედეავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ნორმალურია და უვნებელ აქტივაციას წამოადგენს.
 
                                                                 თანატოლთა წრე
    ადამიანთა უმრავლესობა ურთიერთობას ამყარებს ისეთ ადამიანებთან, რომელთაც მსგავსი ინტერესები და დამოკიდებულებები გააჩნიათ. სიყმაწვილის პერიოდში ასეთი მეგობრული კავშირები ცვლილებას გულისხმობს.
    თანატოლთა წრე, დაახლოებით, ერთი ასაკისა და მდგომარეობის ადამიანებს მოიცავს. ახალგაზრდებს ხშირად ურთიერთობა არ სურთ მშობლებთან(ზოგადად ზრდასრულ ადამიანებთან), რომლებიც სასტიკი, ძველმოდური და არასამართლიანი ეჩვენებათ.
    ყველაფრის მიუხედავად, ხშირ შემთხვევებში თანატოლთა წრეში საკუთარი კითხვები ისმება და ბევრად უფრო ძლიერი ზეწოლა ხორციელდება, ვიდრე ამას მშობლისა და მასწავლებლების წესებით მოქცევა გულისხმობს. იმისათვის, რიმ თანატოლთა წრეში პიროვნებამ მნიშვნელოვანი, ანუ ლიდერის პოზიცია დაიკავოს, მას ბრძოლა უხდება. ახალგაზრდებზე ზეწოლას ახდენს ის ფაქტიც, თუკი თანატოლთა წრეში ვინმე ნარკოტიკების მომხმარებელია, ჩართულია კრიმინალში ან გარყვნილ სქესობრივ ცხოვრებას ეწევა.  თანატოლთა წრეში ასეთი მოქმედება ზოგიერთისთვის შესაძლებელია გაბედულ და ამაღლებულ საქციელს წარმოადგენდეს, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება ჯგუფში სტატუსისა და მნიშვნელოვანი პოზიციის გაზრდასთან იყოს დაკავშირებული. დასაშვებია საწინააღმდეგოც, ანუ თანატოლთა წრეში ზოგიერთი ასეთ საქციელს სისუსტის გამოვლენის მაჩვენებლად მიიჩნევს. როდესაც თანატოლთა წრე იშლება, მისი მნიშვნელობა კი უბრალოდ ქრება, ზეწოლა ახლა იწყება მშობლების, სკოლისპერსონალის, პოლიციისა და სხვა უფლებამოსილი პირების მხრიდან, რომლებიც, ახალგაზრდების თვალთახედვით, ყოველთვის მზად არიან გაამკაცრონ წესები და დაიცვან საზოგადოების სტანდარტული ნორმები.
     ასეთი ტიპის კითხვები - რაგავაკეთოთ? რამდენად ბევრს ვბედავთ? ვინ არის მისაბაძი და ვინ არა? - მუდმივად ტრიალებს სიყმაწვილის პერიოდში. ფაქტობრივად, მსგავსი კითხვები მთელი ცხოვრების განმავლობაში არსებობს, თუმცა ასაკიან ადამიანებს  აქვთ გამოცდილება, ცოდნა და საკუთარი მსოფლმხედველობა, რაც ასეთი ტიპის კითხვებთან გამკლავების საშუალებას იძლევა. სიყმაწვილე მოწიფულობაში გადასასვლელ და პიროვნების ჩამოყალიბების საწყის ეტაპს წარმოადგენს. ახალგაზრდას ჯერ კიდევ არ გაუაზრებია საკუთარი გამოცდილებები, აზრები შეგრძნებები და ემოციები. გაურკვევლობა და გამოუცდელობა მოზარდის საქციელით გამოიხატება. სიყმაწვილის პერიოდი ხასიათის ექსტრემალური ცვლილებიბით ვლინდება.
     
                                                              სახლის დატოვება
    საქციელის ასეთი ცვლილება დიდ გავლენას ახდენს ერთ განსაკურებულ სფეროზე -  მოზარდებსა და მათ მშობლებს შორის დამოკიდებულებაზე. ოჯახთა უმეტესობა შვილებს კომფრტულ, სტაბილურ და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფს. ასევე, აწესებენ ქცევის ნორმებსა და დროის განრიგს.
     მშობლები მსგავს ფუნქციას კისრულობს ცხოველთა სამაროშიც( დაწრებული მგლიდან, დამთავრებული შიმპანზეთი) ბუნებაში ზრდის პროცესი საფრთხესთანა რის დაკავშირებული. მაგალითად, როდესაც ლომის ხვადი ლეკვი იზრდება, მას მშობელი აღარ იცავს. ისინი მას ჯგუფიდან აძევებენ, რის შემდეგაც იგი ველურ სამყაროში საკუთარ გზას თავისით პოულობს.
    ადამიანიც, გადალახავს თუ არა სიყმაწვილეს, დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებასა და პირადი შეხედულებების ფორმირებაზე ფიქრობს. მასზე, ნაწილობრივ, მშობლის გავლენაც იგრძნობა, ნაწილობრივ კი - თანატოლთა წრის, სატელევიზიო პროგრამების, ჟრნალებისა დ ასხვა.

                                                         პრობლრმური მშობლები
    მოზარდების მხიდან, აზროვნების განვითარებასთან ერთად, ხშირად ჩნდება კითხვები მათი მშობლების ღირებულებების თაობაზე. ეს არა მხოლოდ კამათისა და უთანხმოების მიზნით ხდება, არამედ, უბრალოდ, დროისა და შეხედულებების ცვალებადობის გამო. აჩქარებული ტემპით იცვლება თანამედროვეობა, ტექნოლოგიური ცხოვრება, მოდა და მუსიკალური გემოვნება, თავისუფალი დროის გატარების საშუალებები, სასკოლო საშინაო დავალება და სამუშაო პერსპექტივები. ეს ყველაფერი აბსოლიტურად განსხვავებულია იმისგან, რაც 20 ან 30 წლის წინათ არსებობდა.
    მშობლებისა და მოზარდების დამოკიდებულებებს შორის არსებული სხვაობა ხშირად " თაობებს შორის უფსკრულად" იწოდება. ეს, ნაწილობრივ, იმ სამყაროს დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ზოგიერთ მშობელს არ სურს გაიხსენოს, თუ რას გრძნობდა სიყმაწვილის პერიოდში. ასე,რომ, მიუხედავად, არსებული უფსკრულისა, ზოგიერთი მშობელი აიძულებსთავის შვილს ატაროს "წესიერი" თმის ვარცხნილობა და ფეხსაცმელი.

                                               ბრძოლა მსოფლმხედველობისათვის
    თუკი სიმწიფის ასაკში ადამიანის სხეული ვითარდება, სიყმაწვილის პერიოდში ადამიანის გონება ყალიბდება. ზოგიერთი ექსპერიმენტის შეხედულებით, ამ პერიოდში გონება დიდ ნახტომს აკეთებს. იგი აღარ იზიარებს ვიწრო და მარტივ მსოფლმხედველობას, როგორც ეს ბავშვის შემთხვევაში ხდება. მოზარდი ხვდება, რომ მშობლის ცხოვრების სტილი, ოჯახისათვის მისარები მორალი, უალტერნატიო საკითხს არ წარმოადგენს. მოზარდი აცნობიერებს, რომ შესაძლებელია არსებობდეს საწინააღმდეგო აზრი, ალტერნატივა და ამისათვის ბრძოლა ნამდვილად ღირს.
    ასეთი კვლევების საფუძველზე მოზარდებს ხშირად პასუხგაუცემელი კითხვები უცნდებათ, რა არის ჭეშმარიტება? ვინ ვარ მე ? რა არის რეალობა? ფილოსოფოსები და მეცნიერები ამ საკითხის გამოსარკვევად საუკუნეების განმავლობაში დავობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კითხვებზე პასუხი არ არსებობს, მათი დასმა მოზარდებს საკუთარი აზრისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. თანდათანობით მოზარდები ცდილობენ განავითარონ დამოკიდებულება, ურთიერთობა პირადი მორალი და ქცევის კოდექსი, რაც ყოველი ჩვენთაგანის ინდივიდუალრობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

                                                           ენთუზიაზმი
    შესაძლებელია ითქვას, რომ სიყმაწვილე ეს არის გამოღვიძება და ცხოვრების შესაძლებლობების უკეთესად დანახვა. ზოგიერთი ახალგაზრდა ამ პერიოდში ინტენსიური აქტივაციისა და ენთუზიაზმის ფაზას გადის.
    ამასთანავე, სიყმაწვილე - ეს ის პერიოდია, როდესაც სკოლაში სწავლა გარკვეულ მიზანდასახულობას იძენს. ჩნდება კითხვა: სწავლა გააგრძელო უნივერსიტეტში, თუ სამსახურის შოვნას შეეცადო? სწორედ ამ პერიოდში ხდება ასეთი მწვავე საკითხების გადაჭრა.
    განათლებისა და კარიერის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დიდ გავლენას ახდენს პიროვნების შემდგომ ცხოვრებაზე. ამ დროს შესაძლოა უფროსი ადამიანისაგან მიღებული რჩევა გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს.

                                              საზოგადოების დამოკიდებულება 
    როდესაც ამბობენ, თუ სიყმაწვილე გაურკვევლობისა და კონფლიქტების პერიოდ წარმოადგენს, ასეთივეა საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სამხედრო ბეგარა არსებობს, ახალგაზრდა ბიჭებს ჯარისკაცებად წვრთნიან და ხშირად ხშირად ადამიანის მოკვლასაც მოუწოდებენ. სხვა ქვეყანაში, მოზარდებს მანამ აძლევენ უფლებას  იქორწინონ და შვილები იყოლიონ, სანამ ბიბლიოთეკით სარგებლობასა და მანქანის ტარებას შეძლებენ.  ზოგიერთ საზოგადოებაში სპეციალური აკრძალვის ნორმებია დაწესებული ახალგაზრდა ჰომოსექსუალ მამაკაცებზე, თუმცა ეს ახალგაზრდა ქალებს არ ეხებათ.
    ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ თუ საზოგადოებაზე მკაცრი წესები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებს, გასაკვირი არ არის, ამან მოზარდების აღშფოთება გამოიწვიოს. მათ არა მხოლოდ ფიზიკურ, ჰორმონალურ, მენტალურ, ემოციურ და სულიერ გაურკვეველ საკითხებთან უხდებათ გამკლავება, არამედ საზოგადოებასთან, რომელიც ერთმანეთის საწინააღმდეგო მოთხოვნებს უყენებს მათ.
     დასავლეთის საზოგადოებაში მოზარდები რეალური გამოწვევის პირისპირ დგებიან. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, თუ რა ტიპის საზოგადოებაში ან სამყაროში უნდა ცხოვრება. უამრავი ადამიანი ცხოვრების განმავლობაში დასახული მიზნების მიღწესაც ცდილობს, ხოლო სოყმაწვილე ამ მიზნების  განხორციელებისაკენ  პირველ ნაბიჯებს წარმოადგენს.

  

No comments:

Post a Comment