Search This Blog

Saturday, February 16, 2013

რეი ბრედბერი (1920-2012)

   ამერიკელი მწერალი. აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფანტასტ მწერლად. მისი სრული გვარ-სახელია რეიმონდ დაგლას ბრედბერი. დაიბადა ილინოისის შტაში. მამა, ლეონარდ სპოლდინგ ბრედბერი ამერიკაში პირველმოსახლე ინგლისელი იყო; დედა, მარი ესთერ მობერგი - შვედი. ბედნიერი ბავშვობა არ ჰქონია. უფროსი ძმას მის დაბადებამდე დაღუპულა, ხოლო უმცროსი და 6 წლისას გარდაეცვალა. 9 წლისა მთელ თავისუფალ დროს ბიბლიოთეკაში ატარებდა. დიდი დეპრესიის წლებში ოჯახი ლოს-ანჯელესში გადასახლდა, სადაც რეიმონდმასაშუალო სასწავლებელი დაამთავრა. ამის შემდეგ სამ წელიწადს ქალაქის ქუჩებში გაზეთებს ყიდდა, თუმცა კოლეჯში სწავლის გასაგრძელებელი თანხის მოგროვება ვერ შეძლო. მაგრამ ამას მის განათლებაზე არ უმოქმედია. როგორც თვითონ წერდა, ღარიბი ოჯახის შვილმა უნივერსიტეტის ნაცვლად "ბიბლიოთეკა დაასრულა".
    წერა 12 წლისამ დაიწყო, 20 წლისას კი უკვე სჯეროდა, რომ აუცილებლად მწერალი გახდებოდა. პირველ ფანტასტიკურ მოთხრობებს მეორეხარისხოვან ჟურნალებში ბეჭდავდა.როცა პირველი კრებულით ნიუ-იორკში გაემგზავრა ლიტერატურულ აგენტთან,  ავტობუსით მოუწია წასვლამ, რადგან მატარებლის ფული არ ჰქონდა. მეორე გამგზავრებისას კი უკვე თაყვანისმცემლები ავტოგრაფს სთხოვდნენ. რომანმა "451 ფარენჰაიტით", რომელიც 1953 წელს გამოქვეყნდა, იგი მსოფლიოში  ცნობილ ფანტასტ-მწერლად აქცია.
    მთელი ცხოვრება ერთ ქალს ერთგულებდა. მარგარეტ მაკკლიუზე 1947 წელს იქორწინა და ოთხი ქალიშვილი ეყოლათ. მარგარიტა ყველაფერს აკეთებდა, რომ რეისთვის იდეალური სამუშაო პირობები შეექმნა. მწერალმა თავისი რომანი "მარსის ქრონიკა" სწორედ თავის მარგარეტს მიუძღვნა.


   უჩვეულოა სიუჟეტი რომანისა "451 ფარენჰაიტით". ამ ტემპერატურას ქაღალდი ვერ უძლებს - აალდება. შემზარავი გამხდარა ტექნიკური აღმასვლა ყოფილი მეხანძრის ქალაქში. აქ ვეტო დასდებია წიგნს, რომელიც საზოგადოების უბოროტეს მტრად უქცევიათ. ამიტომაც შეუქმნიათ მეხანძრეთა რაზმები, რმოლებიც თუნდაც ერთი წიგნის გამოჩენისას მზად არიან, ცეცხლისმფრქვეველი მანქანებით შეებრძოლონ მას. და როცა ერთ-ერთი მეხანძრე წინ აღუდგება ამ უსულულობას, მთელი ქალაქი დაედევნება განსწირულს... მერე მოვლენები ისევ უჩვეულოდ ვითარდება. ფერფლადქცეულ ქალაქს სასწაულებრივად გამორიდებიან ყოფილი პროფესორები, ლიტერატორები, რომელთაც გონებში აღუბეჭდავთ ოდესღაც წაკითხული წიგნები.მათი იმედი აქვთ, რომ ასე გადაარჩენენ სვიფტს, შოპენჰაუერს, აინშტაინს, არისტოფანეს.. მწერალმა შეძლო მკითხველის დარწმუნება იმაში, რომ სწავლულთა გონებაში თავმოყრილი საგანძური სწორედ ის ძალაა, რომელიც კაცობრიობას ფენიქსისბრ ფერფლიდან აღადგენს! რეი ბრედბერის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა მისი რომანების მიხედვით გადაღებულმა მხატვრულმა ფილმებმა, რომელთა შორისაც უპირველესია "451 ფარენჰაიტით".

ნაწყვეტი წიგნიდან "451 ფარენჰაიტით" :
   " კლარისა გაქრა!
     მონტეგი ჯერ ვერც კი მიხვდა, რატომ იყო ეს საღამო ასეთი, მერე კი იგრძნო, რომ იქაურობას კლარისა აკლდა. მინდორზე, ხეებზე, ქუჩებში - ყველგან სიცარიელე სუფევდა და ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე მიხვდებოდა, რას ისაკლისებდა, ვიდრე მეტროს სადგურთან მივიდოდა და ძებნას დაუწყებდა, იგრძნო, რომ გული დაუმძიმდა".

No comments:

Post a Comment