Search This Blog

Monday, September 17, 2012

შარლ ლუი მონტესკიე (1689-1755)

მონტესკიე წარმოშობით მანტიის აზნაური იყო. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო. როგორც მწერალმა, ჯერ კიდევ ახალგაზრდობში გაითქვა სახელი სატირული ნაწარმოებით "სპარსული წერილები", რომელშიც ორი სპარსელი მოგზაურის პირით გაამათრახა საფრანგეთის პოლიტიკური წყობა, სოციალური უსამართლობა, პრივილეგირებულთა თავგასულობა და თვითნებობა. მონტესკიეს მთავარი ნაშრომი "კანონთა საზრისი", რომელიც ავტორის ოცდაათწლიანი შრომის ნაყოფი იყო, 1748 წელს გმაოიცა. მან ამ ნაწარმოებში გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება აბსოლიტური, შეუზღუდავი მონარქისადმი და ხელისუფლების დანაწილების თეორია წარმოადგინა.მონტესკიეს მიხედვით, უმაღლესი ხელისუფლება სამ ნაწილად უნდა იყოს დაყოფილი: საკანონმდებლო ხელისუფლება ხალხის რჩეულ საზოგადოებას უნდა ეკუთვნოდეს, აღმასრულებელი - მონარქს, სასამართლო ხელისუფლება კი არჩეულ მოსამართლეებს. არ შეიძლება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ერთი ორგანოს, ან ერთი ადამიანის ხელში გაერთიანება, რადგან ასეთ შემთხვევაში მონარქი თუ პარლამენტი ტირანულ კანონებს გამოსცემს და ტირანულად განახორციელებს მათ, ხელისუფლების სხვადასხვა ნაწილების მიერ ურთიერთკონტროლი დაირღვევა და განუკითხაობა დამყარდება. მონტესკიეს ასეთი დებულებების განხორციელება ბურჟაზიის სასარგებლოდ მეფის ხელისუფლების შეზღუდვას ნიშნავდა. მონტესკის მოძღვრება უზენაესი სახელმწიფო ხელისუფლების სამ ნაწილად დაყოფის შესახებ შემდგომში მრავალ ქვეყანაში იქნა გამოყენებული დემოკრატიული კონსტიტუციების შემუშავების დროს.  

No comments:

Post a Comment