Search This Blog

Saturday, September 22, 2012

ნაწყვეტი ჯორჯ ორუელის წიგნიდან "1984"

                                                             უმეცრება ძალაა
    მთელი ისტორიის მანძილზე - ალბათ, ნეოლითის ხანის დასასრულიდან - არსებობდა სამი კატეგორიის ადამიანი: მაღალი , საშუალო და დაბალი. ისინი მრავალნაირად იყოფოდნენ , უთვალავ განსხვავებულ სახელს ატარებდნენ და მათი შეფარდებ, ისევე, როგორც მათი ურთიერთმიმართება საუკუნიდან საუკუნემდე იცვლებოდა, მაგრამ საზოგადოების ზოგადი სტრუქტურა ყოველთვის იგივე რჩებოდა. თვით უზარმაზარი ძვრებისა და თითქოსდა შეუქცევადი ცვლილებეის შემდეგ საზოგადოება ისევ იმავე სქემით კომპლექტდებოდა. სწორედ ასე იბრუნებს წონასწორობას გიროსკოპი, როგორც უნდა გადასწიონ ერთ ან მეორე მხარეს.
    ამ სამ დაჯგუფებას ყოველთვის ამოძრავებდა ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი მიზნები. მაღლების მიზანია იქვე დარჩენა, საშუალოების მიზანია შეენაცვლონ მაღლებს. დაბლების მიზანი კი- როცა მათ საერთოდ უჩნდებათ მიზანი( გავრცელებული დახასიათების მიხედვით ხომ დაბლები მეტისმეტად გასრესილნი არიან მძიმე შრომით და, თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების გარდა, ვერაფერს აცნობიერებენ) - ის არის, რომ გააუქმონ ყოველგვარი განსხვავება და შექმნან ისეთი საზოგადოება, რომელშიც ყველა თანასწორი იქნება. ამგვარად, მთელი ისტორიის მანძილზე კიდევ და კიდევ მეორდება არსობრივად ერთი და იგივე ბრძოლა. ხანგრძლივ პერიოდებში მაღლები თითქმის ურყევად ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას. მაგრამ ადრე თუ გვიან , ყოველთვის დგება მომენტი, როცა ისინი ან საკუთარი თავის რწმენას კარგავენ, ან ქმედითი მართვის უნარს, ან ორივეს. ასეთ მომენტებში მათ ამხობენ საშუალოები, რომლებიც გვერდით იყენებენ დაბლებს, რაკი მოაჩვენებენ, ვითომც ეს უკანასკნელი საკუთარი თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის იბრძვიან. როგორც კი საშუალოები თავიანთ მიზანს აღწევენ, დაბლებს კვლავ თავის მონურ მდგომარეობაში აბრუნებენ, თვითონ კი მაღლების ადგილს იკავებენ. ამჟამად საშუალოთა ახალი დაჯგუფება კიდევ ერთხელ იწყებს თავის ოდინდელ ბრძოლას. სამი დაჯგუფებიდან მხოლოდ დაბლები ვერ აღწევენ თავიანთ მიზნებს თუნდაც ნაწილობრივ ან დროებით. გაზვიადება იქნებოდა იმის თქმა, რომ  კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არ მოხდა არანაირი მატერიალური პროგრესი. დღესაც კი, საყოველთაო რეგრესის პერიოდში(1984წ.), საშუალო ადამიანი ფიზიკურად უკეთესად გრძლობს თავს, ვიდრე რამდენიმე საუკუნის წინ.  მაგრამ ვერც დოვლათის ზრდამ, ვერც მანერების შერბილებამ,   ვერავითარმა რეფორმამ თუ რევოლუციამ მილიმეტრიც კი ვერ მოაკლო ადამიანურ უთანასწორობას. დაბლების ხედვის წერტილიდან, არც ერთი ისტორიული ცვლილება არ ყოფილა მათი ბატონების სახლის შეცვლაზე ბევრით მეტი.

    მეცხრამეტე საუკუნუს მიწურულს მრავალი დამკვირვებლისთვის ცხადი შეიქმნა ამ სქემის დანმეორებადობა. აღმოცენდა ისეთ მოაზროვნეთა სკოლები, ისტორიას განმარტავდნენ როგორც, ციკლურ პროცესს და ამტკიცებდნენ, რომ უთანასწორობა ადამიანური ცხოვრების შეუცვლელი წესია.  რასაკვირველია, ამ მოძღვრება სყოველთვის ჰყოლია თავისი მიმდევრები, მაგრამ ამჯერად მასში არსებითი ცვლილება შეიტანეს. საზოგადოების იერარქიული წყობის საჭიროება წარსულში სპეციფიკურად მხოლოდ მაღლების მოძღვრების ნაწილს შეადგენდა. მას ქადაგებდნენ მეფეები და არისტოკრატები, ისევე როგორც მღვდლები, იურისტები და სხვამსგავსი პარაზიტები. ამ მოძღვრებას ნაწილობრივ არბილებდა იმ კომპენსაციის დაპირება, რომელიც ადამიანს ვითომც საიქიოში ელოდათ. საშუალოები, რაკი ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ,  მუდამ მიმართავდნენ ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა თავისუფლება, საძმო და სამართლიანობა. მაგრამ ამჟამად ადამიანთა ძმობის კონცეფციას მგზნებარედ იყენებენ ისინი, რომლებსაც მართვის სადავეები ჯერ არ სჭერიათ, თუმცა დიდი ხანია ამ იმედს ატარებენ. წარსულში რევოლუციებს საშუალოები ახდენდნენ თანასწორობის სახელით და მაშინვე ახალ ტირანიას ამყარებდნენ, როგორც კი ძველს დაამხობდნენ. სოციალიზმს - მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში წარმოქმნილ თეორიას და ანტიკურობის დროინდელ მონათა აჯანყებიდან დაწყებული, ჯაჭვის უკანასკნელ რგოლს - წარსული საუკუნეების უტოპიანიზმის ბეჭედი აზის. თუმცა ყველა იმ სოციალიზმში, რომლებიც 1900 წლის შემდეგ შეიქმნა, თავისუფლება-თანასწორობისკენ - როგორც თავისთავადი მიზნისკენ - სწრაფვა უფრო და უფრო დაუფარავად იქნა უკუგდებული. საუკუნის შუა პერიოდში წარმოქმნილ ახალ მოძრაობებს - ოკეანურ ინგსოცს, ევრაზიულ ნეობოლშევიზმს და აღმოსავლურ სიკვდილის თაყვანისცემას(საყოველთაოდ გავრცელებული სახელწოდებით) - შეგნებულ მიზნად ჰქონდა არათავისუფლება და არათანასწორობა. ეს ახალი მოძრაობები, რა თქმა უნდა, ძველებისგან იშვა. სცადეს კიდეც, შეენარჩუნებინათ ძველი სახელები და ყასიდად ედიდებინათ ძველების იდეოლოგია. არსებითად კი, ყოველი მათგანის მიზანი იყო პროგრესის შეჩერება და ისტორიის გაყინვა მოცემულ მომენტში. ქანქარას ნაცნობი რხევა კიდევ ერთხელ უნდა გამეორებულიყო და შემდეგ საბოლოოდ შეჩერებულიყო. როგორც ადრე ხდებოდა, საშუალოებს მაღლები უნდა დაემხოთ და მათი ადგილი დაეკავებინათ, ოღონდ ამჯერად - ერთხელ და სამუდამოდ.
    ახალი მოძღვრებები იშვა, ნაწილობრივ, ისტორიული ცოდინის დაგროვების გამო, ნაწილობრივ კი - ისტორიის შეგრძნების ზრდის მიზეზით. ეს შეგრძნება, შეიძლება ითქვას, მეცხრამეტე საუკუნემდე არც კი არსებობდა. ისტორიის ციკლური მოძრაობა ამჯერად რაკი ასეა, მაშინ შესაძლებელი შეიქმნა მისი შეცვლაც. მაგრამ ამ მოძღვრებათა წარმოქმნის არსებით და სიღრმეში მყოფ მიზეზს მაინც ის წარმოადგენდა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ადამიანური თანასწორობა ტექნიკურად შესაძლებელი გახდა. მართალია ადამიანები თავ-თავიანთი ბუნებრივი ნიჭიერებით ერთმანეთს ჩამოუვარდებოდნენ და, ამდენად, მათი უნქციებიც ისეთნაირად უნდა განაწილებულიყო, რომ ერთი მეორეს აღმატებოდა, მაგრამ, ამასთან ერთად, აღარ არსებობდა რეალური საჭიროება კლასობრივი თუ ქონებრივი განსხვავებისთვის. ადრეულ საუკუნეებში კლასობრივი განსხვავებები არა მხოლოდ გარდაუვალი იყო, არამედ სასურველიც. უთანასწორობა თან სდევდა ცივილიზაციის ნაკლებობას. მაგრამ მანქანური პროდუქციის შექმნასთან ერთად  ვითარება შეიცვალა. მართალია, ადამიანებს მაინც უნდა შეესრულებინათ სხვადასხვა სამუშაო, მაგრამ აღარ არსებობდა აუცილებლობა იმისა, რომ მათ განსხვავებულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ეცხოვრათ. ამიტომაც იმ დაჯგუფებებისათვის,  რომლებსაც სულ მალე ხელში უნდა ჩაეგდოთ ძალაუფლება, ადამიანური თანასწორობა მისწრაფების კი არა , სწორედ თავიდან აცილების საგანს წარმოადგენდა. უფრო პრიმიტიულ საუკუნეებში, როცა სამართლიანი და თავისუფალი საზოგადოება პრაქტიკულად ვერ იარსებებდა, სავსებით შესაძლებელი იყო თანასწორობის ამ  იდეალის დაჯერება. ხალხთა წამოსახვას ათასწლეულების განმავლობაში აღაგზნებდა იდეა მიწიერ სამოთხისა, სადაც ადამიანები ძმური თანასწორობით იცხოვრებდნენ, ყოველგვარი კანონისა თუ მონური შრომის გარეშე. ეს აზრი გარკვეულწილად ჭკუაში უჯდებოდათამ დაჯგუფებებსაც კი, რომლების სათავისო სარგებელს ყოველ ისტორიულ ცვლილებაში პოულობდნენ. საფრანგეთის, ინგლისისა და ამერიკის რევოლუციების მემკვიდრეებს, ნაწილობრივ, სჯეროდათ კიდეც საკუთარი ლოზუნგები ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლებას, კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ და თავისი მმართველობა რამდენადმე ამ გეზითაც მიჰყავდათ. მაგრამ მეოცე საუკუნის მეოთხე ათწლეულში  პოლიტიკური აზრის ყველა ძირითადი ნაკადი უკვე ავტორიტეტული გახდა. მიწიერი სამოთხე დისკრედიტირებულ იქნა სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს დამკვიდრებამდე აღარაფერი უკლდა. ყველა ახალი პოლიტიკური თეორია,  რა სახელიც უნდა ეტარებინა, უკან მიუბრუნდა იერარქიას და დაქვემდებარებას. და ადამიანური მსოფლხედვის ამ საერთო გახევებაში, ანუ დაახლოებით 1930 წელს, არათუ ახალი სიცოცხლით აღორძინდა ზოგ შემთხვევაში უკვე საუკუნეების წინ უარყოფილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა გაუსამართლებლად დაპატიმრება, სამხედრო ტყვეთა მონური გამოყენება, სიკვდილით დასჯა საჯაროდ, გამოსატეხი წამება, მძევლების აყვანა და მთელი მოსახლეობის დეპორტაცია, არამედ ამ ყველაფერს ტოლერანტული თვალით შეხედეს და დამცველებადაც კი დაუდგნენ ადამიანები, თავიანთ თავს განსწავლულად და პროგრესულად რომ მიიჩნევდნენ.

No comments:

Post a Comment