Search This Blog

Wednesday, October 17, 2012

ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ. დიდგორი

    დავითმა თავისი მეფობა ჩამოსახლებულ თურქებთან ბრძოლით დაიწყო. თავდაპირველად მან ყრა მოლაშქრეებისა და წვრილი აზნაურებისაგან შეკრიბა სამხედრო რაზმები, რომლებიც თავს ესხმოდნენ თურქებს. მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი ქვეყნის განთავსუფლებისა და გაერთიანებისთვის მას შემდეგ გადადგა, რაც თურქებს ხარკი შეუწყვიტა და ქვეყანა ეკონომიკურად მოღონიერდა.
 
   1104-1105 ჭლებში დავითმა შემოიერთა კახეთ-ჰერეთი. კახეთ-ჰერეთის მეზობელი მუსლიმანური სამთავროს მართველი - განძის ათაბაგი კახელებთან ერთად დავითს შეებრძოლა, მაგრამ დამარცხდა. კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ დავითის ტიტული გახდა "მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა."
    შემდეგ დავითმა დაიწყო ბრძოლა ქვემო ქართლისთვის, სადაც თურქების ძირითადი ძალები იყო თავმოყრილი. 1110 წელს მან აიღო ციხექალაქი სამშვილდე, რასაც თურქი სულთნის საპასუხო ლაშქრობა მოჰყვა საქართველოში. მაგრამ დავითმა თურქები თრიალეთში დაამარცხა და უკუაქცია.
   1115 წელს დავითმა რუსთავი აიღო.
   1116 წლიდან დავითი საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებისთვის იბრძვის.მან ტაოში დაბანაკებული თურქები განდევნა. შემდეგ ჰერეთის უკიდურესი ციხესიმაგრე გიში აიღო.
   1118  წელს ქვემო ქართლში ლორესა და აგარანის აღებით დავითმა ქვემო ქართლში პოზიციები საბოლოოდ გაიმყარა. ქართველი მეფისგან დამოუკიდებელ ერთადერთ ქალაქად თბილისი რჩებოდა. დავითისაგან შევიწროებული თბილისელები იძულებული გახდნენ, საქართველოს სამეფოს სასარგებლოდ ყოველწლიურად ათი ათასი დინარი გადაეხადათ.
   1120  წლიდან დავითმა შარვანს შეუტია - აიღო ციხე ქალაქი ქალაძორი, შემდეგ ქალაქი ყაბალა.
   1220-21 წლებში დავითი თურქ- სელჯუკთა წინააღმდეგ ერთიან გაშლილ ბრძოლას  აწარმოებდა ჯერ საქართველოს მისადგომებთან, შემდეგ კი უკვე ისლამური სამყაროს ტერიტორიებზე, რაც აღარ იყო მხოლოდ დაკარგული მიწებისთვის ბრძოლა.


დაითის იტორიკოსი:  
   " შევიწროებულნი თურქმანნი და ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელ წარვიდეს სულტნისა წინაშე, და ყოველსა სპარსეთსა შეიღებნეს შავად, რომელთამე პირნი, და რომელთამე ხელები, და რომელნიმე სრულად, და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა.



    სულთნის განკარგულებით მუსლიმთა კოალიციური არმია შეიკრიბა, რომელსაც სათავეში მარდინისმმართველი ნეჯმ ედ-დინ ილ-ღაზი ჩაუდგა.
    1121 წლის 10 აგვისტოს თურქ-სელჯუკთა ლაშქარი მანგლის-თრალეთის გზით საქართველოში შემოვიდა. ბრძოლა დიდგორი ველზე მოხდა.

ანტიოქიის სამთავროს კანცლერი გოტიე დიდგორის ბრძოლის შესახებ:
    ."ელღაზმა თურქმანთა და არაბთა ურიცხვი ჯარი შეკრიბა და ამ შეკრებილთა სიმრავლე რომ ნახა, უაღრესი ამპარავნებით გათამამებულმა, დავით მეფის წინააღმდეგ ივერიაში ლაშქრობა გადაწყვიტა. რათა მისი დაქცევის, ანუ განდევნის შემდეგ თავისუფლად და სრულიად შეუდგეს იერუსალიმის და ანტიოქიის დამორჩილებას და ქრისტიანთა ამოწყვეტას...
   იმავე დღეს, როდესაც სულთანი და თვით ელღაზი ექვსასი ათასი მეომრით მეფის ქვეანაში საომრად შესულან, ესე მეფე დავით, წმინდა ჯვრის ნიშნით აღჭურვილი, ოთხმოცი ათასი... მეომრით, მოაწყო რა რაზმები ერთ ხეობაში დადგა... დადგა და წარმოთქვა ესრეთ: "ეჰა მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძვით, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევრებს, თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ ხელთა ცისამდი აღპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა უნდა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე მოვკვდებით, მაგრამ არ გავიქცევით; და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, მოვინდომოთ, ამ ხეობაში შესავალი,რომლითაც შევსულვარ, ხეთა ხშირი ხორგებითშევკრათ, და როცა მოგვიახლოვდებიან მტერს სასტიკად შევუტიოთ."
   ასეთი მეფს, ამ ჭეშმარიტისა და სრული ქრისტიანის აზრი მოწონებული, მიღებული და შესრულებულიც ყოფილა.
   მეფემ თიტოეული რაზმი დაარიგა, ხოლო რასი ფრანგი მეომარი რომ ჰყავდა, ისინი წინ დააყენა პირველი დარტყმის მისაყენებლად.ფრონტზე ჯარისკაცთა ძლიერი ყიჟინის, ცხენთა და აბჯართა ხმაურს, ურჯულოთა ზარდამცემ ბაირაღებს, სხვადასხვა საკრავთა ხმაურს მთა და ბარი ბანს აძლევდნენ. მეფე დავითი კი მოთმინებით ანუგეშებდა თავისიანებს, რომ ურჯულოთა სამირავლე, წმინდა ჯვრის ძალითა და შეწევნით მალე დაითრგუნებოდა.
   ...გავიგეთ ამ ომის მნახველთაგან, რომ სამი დღის მანძილზე გაქცეულთა ოთხასი ათასი მოისრნა მეფის მახვილითა.
   თვით ელღაზმა თითქმის ყველაფერი დაკარგა და, თავში დაჭრილი, ღვთის ნებით მცირეოდენ ლტოლვილთა ტანხლებით, უიარაღო და დამშეული, არაბთა მეფის წინამძღოლობით დაბრუნდა ნახევრად მვდარი..."

შოთა მესხია, "ძლევაი საკვირველი"
   "დიდგორის ბრძოლა  1121 წლაი 12 აგვისტოს დაწყებულა. ზოგიერთი მონაცემებით შეტევაზე პირველად მუსლიმანთა კოალიციური ლაშქარი გადმოსულა: " მყისვე -წერს გოტიე, - ხეობის მეორე ნაწილში, ანუ ფრონტზე, მოლაშქრეთა ძლიერი ყიჟნით, ... ურჯულოთა ზარდამცემი ბაირაღებით გამოჩნდნენ მტრები...  მაგრამ მეფე დავითი ასეთ კადნიერებას უბრალო მოთ მინებით შეჰყურებდა... ცოტა ხნის შემდეგ ეს ურიცხვი სიმრავლე... საშინელი ყვირილით თავს დაესხა მათ."
   სხვა ისტორიკოსთა (მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი, იბნ-ალ-ასირი) ცნობით კი, შეტევაზე პირვე;ად ქართველთა ლაშქარი გადასულა...
   " იქმნა სასტიკი ბრძოლა ორ მთას შორის, ისე, რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისგან ეს მთებიც იძახდნენო" - წერს მათე ურჰაელი. როგორც კი ბრძოლა შეიკრა და გამარჯვების სასწორი ქართველთა მხარეს გადაიხარა, მტრის ლაშქრის დიდმა  ნაწილმა ზურგი შეაქცია ბრძოლის ველს. შემთხვევით არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, "რამეთუპირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ილტვოდა.."
   ამრიგად, ქართველთა ლაშქარმა 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე თურქ-სელჯუკთა კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა."

 სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი
   "მან (სულთანმა) ბრძანა შეკრებილიყო დიდი ჯარი ყოველი თურქთა ტომიდან, დაწყებული ბერძენთა ქვეყნიდან ვიდრე აღმოსავლეთამდე - მთელი კერმანიის ჩავლით. მისი ჯარები რიცხვით 15000 გახდა...
   როდესაც ამის შესახებ ქართველთა მეფემ დავითმა შეიტყო , წავიდა საბრძოლველად თურქთა წინააღმდეგ 40 000 ძლიერი და მამაცი ვაჟკაცით და ომში ნაცადი მეომრით. ჰყავდა აგრეთვე სხვა ლაშქარიც, ყივჩაღთა მეფისგან - 15 000 მამაკაცი და რჩეული კაცი, ალანთა ტომიდან 500 კაცი, ხოლო ფრანგი 100.
   რვა დღის განმავლობაში ყივჩაღთა და ქართველთა ჯარები ანისის საზღვრებამდე მისდევდნენ მათ. ხოლო სპარსეთის სულთანი მელიქი და ხაზი(ილღაზი) დიდი სირცხვილით დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში... "

სოსო მარგიშვილი, " მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ"
   " ნეჯმ ად დინ ილ-ღაზი მუსლიმურ სამყაროში საკმაოდ ცნობილი, თურქმენული წარმოშობის ართუკიდების დინასტიის წარმომადგენელი იყო. სირიაში ილ-ღაზის მიერ შექმნილი მარდინის ართუკიდების საემირო, ერთ-ერთ მსხვილ პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა. მის შემადგნლობაში შევიდა ნისიბინი, დიარბაქირი, მაირფარაკანი. მარდინი განსაკუთრებით დაძლიერდა 1117 წლის შემდეგ, როდესაც ილ-ღაზის მფლობელობაში გადავიდასირიის ერთ -ერთი მსხვილი ქალაქი ალეპო. ალეპოს მცხოვრებლებმა თავად გადასცეს ქალაქი ილ-ღაზს, რათა ჯვაროსნებს არ ჩავარდნოდათ ხელში. მარდინის საემირო ანტიოქიის ჯვაროსნული სამთავროს მეზობელიც გახდა და წრესავით შემოერტყა ჯვაროსანთა ტერიტორიებს სამხრეთიდანაც."


    1119 წელს ილ-ღაზმა მარდინში თურქმენთა დიდი არმია შეკრიბა და ედესის საგრაფოში შეიჭრა. ერთი თვის შემდეგ კი მუსლიმები უკვე ანტიოქიაზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ.
არაბი ისტორიკოსი იბნ-ალ-კალანისი მოგვითხრობს:
    " ცნობილი გახდა, რომ როჯერი, ანტიოქისს მმართველი, ქალაქიდან გავიდა და ფრანკთა  რაზმები შეკრიბა - ოცი ათასამდე მხედარი და ქვეითი. ეს მეომრები თავიდან ფეხებამდე ბრწყინვალედ იყვნენ აღჭურვილნი. ისინი დაბანაკდნენ ალეპოსა და ანტიოქიის შორის ერთ ადგილას, რომელსაც შარმადა ეწოდება. როგორც კი უსლიმებმა ეს ამბავი გაიგეს, ფრანკებს ეძგერნენ. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ეკვეთნენ მზერის სისწაფით. მუსლიმებმა ფრანკებს ყოველი მხრიდან ალყა შემოარტყეს, ხმლებით ჩეხდნენ და ისრებს უშენდნენ. და მაღალმა ღმერთმა გამარჯვება უბოძა ისლამს მის წინააღმდეგ ამხედრებულ ბრბოზე. თითქმის ერთ საათში ფრანკი რაინდები და ქვეითები ცხენებითა და იარაღით მიწაზე იწვნენ ერთმანეთში არეულები და მათ შორის კაცი გადარჩა ცოცხალი, რომ თავისიანებისთვის ამბავი მიეტანა. როჯერიც გვამებს შორის იყო. მრავალი(მუსლიმი) თვითმხილველი ყვებოდა შემდეგ, რომ ბრძოლის ველზე მივიდნენ, რათა ეხილათ მაღალი ღმერთის მიერ მოცემული ნიშანი - ცხენებისა და ადამიანების გვამები ჩარჭობილ ისართა სამრავლით ზღარბებს დამსგავსებოდნენ.  ეს გამარჯვება ისლამის სხვა გამარჯვებათა შორის ერთ-ერთი ბრწყინვალე იყო."  

   მუსლიმთა მიერ დარბ შარმადასთან მიღწეულ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ლათინი ქრონისტები ამ ადგილს "სისხლიან მდელოს" ეძახიან. ისლამურმა სამყარომ ილ-ღაზის "სარწმუნოებისთვის მებრძოლი" უწოდა, მუსლიმმა პოეტებმა კი მრავალ პოემაში მას ხოტბა და დიდება შეასხეს.
   ჯვაროსნული ლაშქრობისა და ქრისტიანული სამეფო-სამთავროების შექმნის შემდეგ ბრძოლა მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის არ შეწყვეტილა. პირიქით, ბრძოლა მიწებისთვის გამუდმებით მიმდინარეობდა.

იოანე ბატონოიშვილი "კალმასობა" საქართველოს სამეფო კარის დიპლომატიური კონტაქტების შესახებ.
   "მოვიდა დაფარვით დავრიშის სახით მელიქშას შვილი ტანღან მელიქ სულთანი... ხილვად მეფისა დავითისა და აგრეთვე ამავე სახედ ბერძენთა მეფე ალექსანდრე, ხოლო ამავე რიცხვსა შინა იყო ბოლდვოინ, ოერუსალიმის მეფე, რომელმაც მრავალი ძლევა მიიღო სარაცინელთა, ანუ არაბთა ზედა. და ესე ბოლდვოინ მოვიდა იდუმალ ქართლსა შინა მოთხრობისაერ სხვათა ისტორიებითა... და ვერა რომელთამე ქართველთა ცნეს ამათი იდუმალ მოსვლა და უკუნიქცნენ მასვე წელსა შინა."
ალექსანდრე - ბიზანტიის იმპერატორი ალექსანდრე კომნენოსი.
ბალდვოინ - ბოლდუინ II (1119-1131) იერუსალიმის ჯვაროსნული სამეფოს მეფე. 
                                                                                                                                                                            
                                      

No comments:

Post a Comment