როკენროლი წარმოადგენს აფრიკული და ევროპული კულტურის ნაზავს, ამიტომ მისი აღმოცენებისათვის აშშ ყველაზე შესაფერისი ქვეყანა იყო. XVII-XVIII საუკუნეებში ამერიკაში მთელი ევროპიდან ათასობით ემიგრანტი ჩადიოდა. მათ ჩაჰქონდათ თავიანთი მუსიკა და მუსიკალური ინსტრუმენტები; ტრადიციული მუსიკა ჰქონდათ ევროპელების აფრიკული წარმოშობის მონებსაც, რომლებსაც თავიანთი მუსიკის შენახვა და გადმოცემა მხოლოდ ცეკვითა და სიმღერით შეეძლოთ,რადგან მათ ეკრძალებოდათ ტრადიციულ ინსტრუმენტებზე დაკვრა. საუკუნეების განმავლობაში ეს განსხვავებული კულტურები ერთმანეთზე გავლენას ახდენენ და გარკვეული მიმართულებით ცვლიდნენ ერთმანეთს.მართალია, შავკანიანთა მუსიკა იდევნებოდა, ხშირად კანონის ძალითაც კი , მაგრამ მან მაინც შეძლო გადარჩენა. შემდეგ წარმოიშვა ისეთი მიმდინარეოები, როგორიცაა რეგტაიმი(სინკოპორებული საცეკვაო რითმი), ჯაზი, დასავლური სვინგი, და ბლუზი. ამ უკანასკნელმა ფართო გავრცელება ჰპოვა სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატების ქალაქებში. ქალაქური ბლუზის მუსიკალური სტილი იყო ე.წ. რითმ-ენდ-ბლუზი, რომელიც როკენროლის მამად მოგვევლინა.
ბილ ჰეილი
რითმ-ენდ-ბლუზის სიმღერა თეთრკანიანებმაც დაიწყეს. მათ შორის აღსანიშნავია ვია ბილ ჰეილი, რომლის სიმღერები იმ დროის ჰიტებს წარმოადგენდნენ. იგი იყო 50-იანი წლების ვარსკვლავი, რომელმაც თავისი წილი შეიტანაროკენროლის ჩამოყალიბებაში.
heartbreak hotel
მოზარდების "თინეიჯერების" მუსიკა
ისევე როგორც ჯაზი და ბლუზი, რითმ-ენდ-ბლუზიც შავკანიანთა მუსიკას წარმოადგენდა, ამიტომ თავდაპირველად არ იყო მოწონებული თეთრკანიანი მოსახლეობის მხრიდან. რეალურად კი ჩამწერი სტუდიები ეკუთვნოდა თეთრებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ეს მუსიკა არ დააინტერესებდა ფართო მასებს.
მეროე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი სოციალური ჯგუფი - თინეიჯერები. მშობლების მიერ მოწონებული მოსაბეზრებელი მუსიკისგან დაღლილმა თეთრკანიანმა თინეიჯერებმა რით-ენდ-ბლუზის ჩანაწერების დიდი რაოდენობით შეძენა დაიწყეს. ამის შემდეგ, ჩამწერმა სტუდიებმა , ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, შავკანიანი მუსიკოსების ხელშეწყობა დაიწყეს. 1950-იან წლებში რითმ-ენდ-ბლუზისა და ბლუზის შავკანიანი ვარსკვლავები მადი უოტერსი და რეი ჩარლზი ჩართებში კონკურენციას უწევდნენ თეთრკანიან მუსიკოსებს ედი ფიშერს, პერი კომოსა და სხვებს.
Whole Lotta Shakin' Going On
როკენროლის დაბადება
რით-ენდ-ბუზის ბლუზის სიმღერა თეთრკანიანებმაც დაიწყეს. მათ შორის აღსანიშნავია ბილ ჰეილი, რომლის სიმღერები იმ დროის ჰიტებს წარმოადგენდნენ. 1953 წელს მან ჩაწერა სიმღერა "crazy man crazy", რომელმაც ამერიკულ პოპ-ჩართებში მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა.
crazy man crazy
მოგვიანებით სიმღერა "Rock Around The Clock" გამოყენებულ იქნა ფილმში "სკოლის ჯუნგლები", რომელიც წარმოადგენდა ჰიტს ამერიკელი და ბრიტანელი თინეიჯერების მონაწილეობით. ფილმის ჩვენების დროს კინოთეატრში უპრეცენდენტო ფაქტი მოხდა: ახალგაზრდებმა ადგილებიდან სკამები მოგლიჯეს, რათა მეტი საცეკვავო ადგილი ჰქონოდათ. 1954 წლის 9 ივლისს აღნიშნულმა სიმღერამ ჰიტ-აღლუმში პირველი ადგილი დაიკავა და შვიდი კვირის განმავლობაში პოზიციას ინარჩუნებდა. ეს ჰიტი ჩართების ისტორიაში ყველაზე წარმატებული ჩანაწერი გახდა, რომელიც 24 კვირის განმავლობაში აშშ-ის 40 საუკეთესო სიმღერას შორის იყო, აქედან 19 კვირა - საუკეთესო ათეულში. თინეიჯერებს უყვარდათ კეილის მუსიკა და გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც სცენაზე ნახეს თავიანთი კუმირი. ეს იყო პატარა, პირმრგვალი ახალგაზრდა, რომელსაც შუბლზე ერთი დალალი ჰქონდა.
rock around The Clock
the supremes baby love
როკის კლასიკოსები
ადრეული როკენროლის ვარსკვლავი ლითელ რიჩარდი საზოგადოეისათვის ცნობილი გახდა ჰეილისთან ერთად შესრულებული "Rock Around The Clock"-ის შემდეგ. რით-ენდ-ბლუზის ვარსკვლავმა ფეთს დომინომ თავისი კარიერა, როგორც პიანისტმა, დაიწყო ნიუ ორლეანის იაფფასიან ღამის კლუბში, სადაც მას კვირაში სამ დოლარს უხდიდნენ. ასევე აღსანიშნავია ჯერი ლი ლუისი, რომლის მშობლებმაც 1949 წელს საკუთარი სახლი დააგირავეს იმის გამო, რომ 16 წლის ნიჭიერი შვილისთვის ფორტეპიანო ეყიდათ. შვიდი წლის შემდეგ ჯერი და მისი მამა კვერცხებით ვაჭრობდნენ, რათა შეეგროვებინათ მემფისში წასასვლელი ფული, სადაც მან ჩაწერა "Whole Lotta Shakin' Going On". დღეისათვის როკის კლასიკად აღიარებული სიმღერა, ომ დროისათვის ბევრ ამერიკულ რადიოზე აკრძალული იყო მისი ვულგარული ხასიათის გმაო.
"ვულგარულობა" - ამ სიტყვას ხშირად ხმარობდნენ, როდესაც მოიხსენიებდნენ ერთ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც ბილ ჰეილის "Rock Around The Clock" -ამდე ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე მემფისში საკუთარი ფირფიტა ჩაწერა. სამი დღის შემდეგ, კერძოდ კი 1956 წლის მარტში მისმა ჰიტმა "heartbreak hotel" დაიპყრო ყველა ჩართი. ერთ თვეში 40 მილიონი ამერიკელი ტელევიზორიდან უსმენდა მის სიმღერას. ახალგაზრდა ამერიკელები ეთაყვანებოდნენ მას, ხოლო უფროსი თაობა " ეშმაკად", "სოფლელად", "ცხიმიანი თმის მქონე მანიაკად" მოიხსენიებოდა. ეს ახალგაზრდა გახლდათ ელვის პრესლი.
ელვისი როკენროლის უდავო მეფედ იქცა,. მისი ჰიტები "Jailhouse Rock", "Hound Dog", "All Sock Up" და ბალადები "Love me Tender", აგრეთვე "Can't Help Falling in Love" დღეს როკენროლის კლასიკადაა აღიარებული. მისი ფილმების სანახავად ათასობით ადამიანი დადიოდა. 1977 წელს, ელვის პრესლის გადაცვალების შემდეგ, მილიონობით ადამიანს ეგონა, რომ როკენროლის უდიდესი ერა დასასრულს მიუახლოვდა.
jailhouse rock
love me tender
ახალი მიმდინარეობები
1960-იან წლებში როკის სამყაროში ახალი სენსაცია მოხდა ჩაბი ჩეკერის ჰიტზე "Let's Twist Again" მთელმა ქვეყანამ ტვისტის ცეკვა დაიწყო.
ამის პარალელურად დეტროიდში, ამერიკის მოტო-ქალაქში მუსიკის ახალი სტილი ჩამოყალიბდა, რომელსაც "მოტოთაუნი" ანუ მოტო-ქალაქი ეწოდა. წარმატება მოიპოვეს მარვინ გეიმ, მარი ველსმა, სტივ უანდერმა და ჯგუფებმა "The supermes", "The temptations", "The Miracles". "The supermes"-ის წევრი დაიანა როსი და სტივ უანდერი მუსიკის ბიზნესის გიგანტებად იქცნენ.
jimi hendrix
60-იან წლების ბოლოს ბევრი მუსიკოსი სასცენო გამოსვლების წინ ნარკოტიკული საშუალებებითიბრუებდა თავს. მათი აზრით, ამ შემთხვევაში, მათი მუსიკა უფრო თავისუფალი და საინტერესო ხდებოდა. ამგვარმა წამლებმა რამდენიმე შემსრულებლის სიცოცხლეც კი შეიწირა.lets twist again
ბრიტანული როკი
ბრიტანეთსი პოპულარობა მოიპოვა ოთხმა ახალგაზრდამ - ჯონ ლენონმა, პოლ მაკარტნიმ, ჯოკჯ ჰარისონმა და პიტ ბესტმა, რომლებიც თავიანთ თავს "The Beatles" უწოდებდნენ. მათი მუსიკალური კარიერა ლივერპულის ერთ-ერთ კლუბში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ პიტ ბესტი ჯგუფში რინგო სტარმა შეცვალა. ამავე წლის ოქტომბერში "The Beatles"-ის ჰიტმა "Love Me Do" ჩართებს მიაღწია. ამას მოჰყვა ისეთი სინგლები, როგორიც იყო "Please Please Me", "She Loves You", " I Want To Hold Your Hand", რომლებმაც ისინი ამერიკასა და ბრიტანეთში პოპულარული გახადა.
როდესაც, 1964 წლის თებერვალში ეს "საოცარი ოთხეული" ნიუ-იორკში ჩავიდა, მათ ათასობით ფანატი გოგო დახვდათ. "The Beatles" 60-იან წლების წამყვან ჯგუფს წარმოადგენდა და წელიწადში 1 მილიონზე მეტ დისკსა და კასეტას ასაღებდნენ.
წამყვანი მუსიკალური გაზეთის "Rolling Rtone"-ის სიტყვებით "The Beatles"-ის ჟღერადობაში თავს იყრიდა ჩაკ ბერის, ლითელ რიჩარდისა და ელვისის როკის რითმი, " The Beach Boys"-ისა და "The Everly Brothers"-ის ვოკალური ჰარმონია და ბადი ჰოლის რომანტიკა.
"The Beatles"-მა გზა გაუხსნა ისეთ ლივერპულელ ვარსკვლავებს, როგორებიც იყვნენ ბილი ჯეი კრამერი, სილა ბლექი, ჯგუფებს "Garry and The Peacemarks", "Freddy and The Dreamers"-ს. ბრიტანული მუსიკის წამყვანი ჯგუფები გახდნენ, ასევე: "The Rolling Rtones", "The Yardbirds", "The Hollies", :The Searchers", "The kinks" და სხვები.
love me do
ერის დასარული
1970 წელს "The Beatles" დაიშალა და მისმა წევრებმა სოლო-კარიერა გააგრძელეს. თითოეულმა მათგანმა საუკეთესო ალბომები გამოუშვა, თუმცა ერთად სცენაზე აღარ გამოჩენილან. 1980 წელს ნიუ-იორკში მოკლეს ჯონ ლენონი. ისევე, როგორც ელვის პრესლის სიკვდილმა, ჯენონ ლენონის გარდაცვალებამაც იმდოინდელ თაობას გაუჩინა იმის შიში, რომ მუსიკალური ეპოქა დასრულდა.
"The Beatles" -ის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მათი რომანტიკული ბალადები გათვლილი იყო როგორც ახალგაზრდებზე, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებზეც.
"The Beatles"-ის თანამედროვე იყო 1962 წელს დაარსებული ჯგუფი "The Rolling Rtones", რომელიც დღესაც მოღვაწეობს. მათი მუსიკა თინეიჯერებზე იყო გათვლილი, ხმაჩახრეწილი და უხეში ჟღერადობა. ასეთივე მუსიკას ქმნიდა იმავე წელს დაარსებული ჯგუფი "The Who", რომლის წევრებიც იყვნენ როჯერ დარტლი, პიტ თაუნსენდი და ჯონ ენთვისთლი.
"The Who"
ჯგუფ "The Who"-ს სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა კონცერტის ბოლოს ინსტრუმენტების მსხვრევა. მათი უხეში და ძალადობრივი ყოფაქცევა როგორც სცენაზე, ასევე გარეთაც, არასოდეს იმსახურებდა უფროსი თაობის მოწონებას. დღეს როკ-ჯგუფების უმეტესობა მუსიკის შესაქმნელად იყენებს ორ ელექტრო გიტარას ბას-გიტარას, დასარტყამ ინსტრუმენტებს, კლავიატურას და ზოგჯერ ისეთ ჩასაბერ ინსტრუმენტებს, როგორიცაა საქსაფონი. თანამედროვე ელექტრონიკისა და ჩამწერი მოწყობილობების შესაძლებლობები მეტად მრავალფეროვანს ხდის ჟღერადობას. არსებობს უამრავი სასცენო ეფეცტიც, რომელიც კონცერტს დაუვიწყარს ხდის. "The Beatles" პირველი იყო, რომელმაც დაიწყო ახალი ტექნიკისა და ეფექტების აპრობირება.
პროგრესული როკი
ოსტატურად დამუშავებულ როკის ამ სახეობას პროგრესული როკი ეწოდება და იგი უფრო მეტად მიმართული იყო მოსასმენად და სანახავად, ვიდრე საცეკვავოდ. ისეთი ჯგუფეიბ როგორიცაა "Pink Floyd" და " Genesis" ქმნიან ძლიერ, საუკეთესოდ შესრულებულ და ზოგჯერ დრამატულ მუსიკას. მათ ცოცხალი კონცერტები, ოსტატურად დამუშავებული ხმისა და განათების სისტემების გამოყენებით, ეფექტურ შოუებს წარმოადგენენ.
pink floyd echos full length
სხვა ჯგუფები, მაგალიტად, "cream" კომპლექსური მუსიკის ნაცვლად, ამჯობინებს თავიანთი ინსტრუმენტალისტების ხმამაღალ და გახანგრძლივებულ იმპროვიზაციებს. როკის ამ სტილს მძიმე მეტალი ეწოდება და მისთვის დამახასიათებელა ელექტროგიტარის მუსიკა. ასეთი სტილის როკს ქმნის "Led Zeppelin"
led zeppelin stairway to heaven
პანკი
პანკი, ასევე როკის მიმდინარეობაა, რომელიც მძიმე მეტალთან შედარებით უფრო მარტივი და პირდაპირია, თუმცა ხმამაღალი ჟღერადობა ამ მუსიკასაც უყვარს. ამ მიმართულებით ღსანიშნავია ჯგუფების " The Clash"-ისა და "The Sex Pistol"-ის მოღვაწეობა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა თინეიჯერებში და, ასევე, დიდი ანტიპათიით მათ მშობლებში.
როკენროლის შემქმნელი ზოგიერთი პიონერი დღეს უკვე ცოცხალი აღარ არის. პოპულარული ჯგუფების უმრავლესობა დაიშალა. თუმცა მათი მუსიკა განაგრძობს არსებობას მათ ჩანაწერებში. როკენროლს დღესაც ბევრი მუსიკოსი ქმნის. მუსიკის ეს მიმდინარეობა ღესაც პოპულარულია.
ე.წ. პოპს არ გააჩნია საკუთარი სტილი. იგი იყენებს მუსიკის სხვა პოპულარულ სტილს, მაგალითად, სოულს, ქანთრის, ვესტერნს, და ფოლკლორს, რათა მეტი მოწონება დაიმსახუროს.
პოპისა და როკის სოლისტები და ჯგუფები მოდიან და მიდიან. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ერთი ჰიტითაა ცნობილი, ზოგს კი ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა აქვს.
მუსიკალურ ჩართებს, რომ გადავხედოთ ვნახავთ, რომ დღეს მუსიკის მრავალი სახეობაა პოპულარული. ერთი კვირის ჩართების პირველ რიგებში შესაძლოა შენიშნოთ მერაია ქერის ბალადა, მეორე კვირას კი - "50 Cent"-ის განსხვავებული მუსიკა. ზოგიერთი შემსრულებელი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირველობას, ზოგი კი მალევე ქრება ჩართებიდან. ჰით-აღლუმებში ართმანეთს ცვლიან შაკირა, ჯენიფერ ლოპესი, ჯესიკა სიმფსონი, და სხვა შემსრულებლები. თუმცა დღეს არ არის საჭირო იყო პროფესიული ვოკალისტი ან ინსტრუმენტალისტი. პოპ-მუსიკის უმეტესობა აგებულია ვიზუალურ ეფექტებზე. პოპ-ვარსკვლავები ხშირად აქცენტს საკუთარ ცეკვასა და მოცეკვავე :ბექებზე: აკეთებენ. ასეთი შოუების პიონერად ითვლებიან მადონა და მაიკლ ჯექსონი, რომლებიც უდავოდ ნიჭიერი შემსრულებლები არიან და მუსიკის ლეგენდებს წარმოადგენენ.
დღეს მუსიკა ძალიან დიდ ბიზნესს წარმოადგენს, სადაც ერთი ვიდეორგოლის გადაღება ათასობით დოლარამდე ჯდება.
No comments:
Post a Comment