ჭორიკანა ლორი(lorius garrulus)
ინდიგოსფერი არა anodorhynchus leariთუთიყურშები ფრინველთა უძველესი ჯგუფია. მათი ახლომონათესავე ფორმები მეცნიერებისათვის დღეისათვის ცნობილი არ არის. აქამდე მიაჩნდათ, რომ მტრედები თუთიყუშების ახლომონათესავე ფორმები იყვნენ, თუმცა მათი დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ თუთიყუშები მტრედებზე მეტად ენათესავებიან გუგულებს, ბუებს, ალკუნებსა და ნამგალებს.
1.ჭორიკანა ლორი(lorius garrulus)
2. ინდიგოსფერი არა anodorhynchus leari
3.აფრიკული რუხი თუთიყუში (Psittacus erithacus)
აღმოსავლეთ გაბონში ფრინველების ღამის გასათევ ადგილებში 5000 აფრიკული რუხი თუთიყუშისგან შემდგარი გუნდი იკრიბება.
საინტერესო ცნობები
1. სამხრეთ ამერიკულ თუთიყუშს- არას, შხამების შემცველი მცენარის იმ ტესლების გადამუშავებაც კი შეუძლია, რომელიც სხვა ცხოველებისათვის მომაკვდინებელია. შხამების მიმართ თუთიყუშების ამგვარი მდგომარეობა, სავარაუდოდ, განპირობებულია იმით, რომ ისინი მარილებით მდიდარ თიხას მიირთმევენ. თიხა და მისი მარილები კი, როგორც ჩანს გარკვეულწილად, ტოქსინების მოქმედებას ანეიტრალებს.
2. აღმოჩნდა რომ გალიაში თუთიყუშები გაცილებით დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ველურ პირობებში. ამ მხრივ, რეკორდი ეკუთვნის არას სახეობის მამრ თუთიყუშს სახელად ჩარლი(იგი გარკვეული პერიოდით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის სახლშიც ცხოვრობდა),რომელიც სავარაუდოდ, 1899 წელს დაიბადა.
3. ყველაზე უძველესი ჩანაწერი მოშინაურებული თუთიყუშების შესახებ ძვ.წ. 400 წლით თარიღდება. იგი მოგვითხრობს ერთ-ერთი გრძელკუდა თუთიყუშის შესახებ, რომელიც ანტიკურ საბერძნეთში მოშინაურებული ჰყავდა ერთ ექიმს. ამ ფრინველს საუბარი შეეძლო, როგორც მშობლიურ ინდურ ასევე ბერძნულ ენაზე.
4. თუთიყუშების ზოგიერთი სახეობის წარმომადგენელი კარგად ბაძავს ადამიანის საუბარს. აფრიკული რუხი თუთიყუშის ერთ-ერთმა მდემრმა წარმომადგენელმა, სახელად "რუდლე", რომელიც ინგლიში ცხოვრობდა (გარდაიცვალა1994) რეკორდი მოხსნა, რადგან მისი სიტყვათა მარაგი 800 სიტყვას შეადგენდა.
4. პატარა კაკადუ(cacatua sanguinea)
5.გალა (eolophus roseicapilla)
6.loriculus galgulus
თუთიყუშების ერთ-ერთ ლამაზ სახეობას loriculus galgulus კაშკაშა მწვანე ბუმბული აქვს. ფრინველის მკერდისა და კუდის არეში წითელი ბუმბულებია, ხოლო თავის ზედა მხარეს კი პატარა ცისფერი ლაქა გასდევს.
7. რგოლყელიანი თუთიყუში(psittacula krameri)
8.ავსტრალიური ხუჭუჭა თუთიყუში(melopsittacus undulatus)
9. კაკადუ
მაიორ მიტჩელის სახელით ცნობილი კაკადუ ავსტრალიაში გვხვდება. მისთვის დამახასიათებელია მკერდის არეში ვარდისფერი ბუმბულების არსებობა, რითაც ავსტრალიურ გალას ემსგავსება.
10.შავი კაკადუ (probosciger aterrimus)
No comments:
Post a Comment