Search This Blog

Friday, August 17, 2012

ნიდერლანდების ოქროს ხანა

     80–წლიანი ბრძოლის შემდეგ ჰოლანდიელები საბოლოოდ, ესპანელთა ბატონობისაგნ განთავისუფლდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ნიდერლანდებში აღინიშნებოდა ე.წ. ოქროს ხანა რომლის დროსაც ჰოლანდიელები ევროპის საუკეთესო ვაჭართა ერად ჩამოყალიბდა.
     XVI საუკუნეშ თანამედროვე ჰოლანდიისა და ბელგიის ტერიტორიაზე 17 პროვინცია არსებობდა. თითოეულს საკუთარი უძველესი ტრადიციები გააჩნდა, თუმცა ყველა ბურგუნდიის ჰერცოგის ვასალობაში იმყოფებოდა. 1556 წლიდან ეს ტიტული მიიტაცა ესპანეთის მეფემ ფილიპ II-მ, რომელიც იმ დროისათვის ევროპის უძლიერეს მართველს წარმოადგენდა.


     ესპანეთის წინააღმდეგ 17 პროვინციის აჯანყებამ სავალალო შედეგი გამოიღო. ესპანეთის მფლობელობაში დარჩა სამხრეთის ტერიტორიები (ფლანდრია), სადაც კათოლიკობა შეინარჩუნეს და მხოლოდ XIX ს–ში მიაღწიეს დმაოუკიდებლობას(როგორც ბელგია). ჩრდილოეთის პროვინციებმა 1581 წლისათვის თავის დაღწევა შეძლეს და შექმნეს პროტესტანტული რესპუბლიკა, რომელსაც ნიდერლანდები ეწოდა.მეორენაირად ქვეყანას ჰოლანდიასაც უწოდებდნენ, მისი ყველაზე დიდი პროვინციის მიხედვით.
     17 პროვინცია ეკონომიკურად ძალიან წარმატებული და კარგად განვითარებული ქალაქები ქონდა. ფილიპეს მეფობის დასაწყისში, მაგალითად, ანტვერპვენი ჩრდილოეთ ევროპის მთავარ კომერციულ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენდა. სხვა პროვინციებში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, ტექსტილის წარმოება, მეთევზეობა, გემმთშენებლობა და ვაჭრობა. ფილიპეს ერთ-ერთი ძირითადი მიზანი პროვინციათა პრივილეგიების გაუქმება და მათ სიმდიდრეზე გადასახადების გაზრდა იყო. და როგორც იმ დროის სხვა მონარქები, ესპანეთის მეფეც, თავისი სამეფოს გაერთიანებასა და ცენტრალიზებას ცდილობდა. ამისთვის, ფლიპეს პროვინციებში ესპანური გარნიზონების ყოლა ესაჭირეოებოდა. ასევე გახშირდა პროტესტანტთა დევნა.




                                                                 გეზების აჯანყება
     1560-იან წლებში ფილიპ II-ის ასეთი პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა ოპოზიციურად განწყობილი ნიდერლანდის  თავადაზნაურობა და არისტოკრატია – ვილჰელმ ორანელისა და გრაფ ეგემონტის მეთაურობით. მათ და მათ მიმდვრებს თავდაპირველად, დამცინავად "გეზებად" (ჰოლანდ. gauzen - გლახაკნი) მოიხსენიებდნენ. ესპანეთის მეფემ მათ საპასუხოდ რეპრესიული პოლიტიკა გაატარა და ნიდერლანდებში გამოგზავნა ესპანეთის ჯარი ჰერცოგ ალბას ხელმძღვანელობით. ჰერცოგმა ნამდვილი სისხლიანი ტერორის რეჟიმი დაამყარა: ეგმონტი და ბევრი სხვა თავდადებული თავადაზნაური სიკვდილით დასაჯა.


     ვილჰელმ ორანელმა თავის დაღწევა და ქვეყნიდან გაქცევა შეძლო და კვლავ ოპოზიიის სათავეში რჩებოდა. იგი გამოირჩეოდა სიფრთხილით და კეთილგონიერებით და დიდი როლი ითამაშა სახვადასხვა დაპირისპირებული ჯგუფის დაშოშმინებაში.
     1572 ერთ-ერთმა ასეთმა ჯგუფმა, რომელიც "ზღვს გეზების" სახელით იყო ცნობილი, აჯანყება წამოიწყო და ქალაქი ბრილი დაიკავა. ამ შემთხვევას ესპანელთა წინააღმდეგ მიმართული აჯანყებების მთელი სერია მოჰყვა . მათში მთავარი ზეგავლენა პროტესტანტების უმკაცრეს სექტას – კალვინისტებს ჰქონდათ. მართალია, ისინი კიდევ უმცირესობაში იმყოფებოდნენ, თუმცა სწრაფად ფარძთოვდებოდნენ და დიდ გავლენას იძენდნენ. ჩრდილოეთ და სამხრეთ პროვინციებს შორის დაძაბულობა დღითი დღე იზრდებოდა. 1579 ჩრდილოეთის რადიკალურმა პროვინციებმა შექმნეს ე.წ. " უტრეხტის კავშირი ", რომელმაც ორი წლის შემდეგ ფილიფეს სუვერენიტეტი დაგმო და ჰოლანდიის რესპუბლიკას(გაერთიანებულ პროვინციებს) ჩაუყარა საფუძველი.
     გადარჩენილთათვის ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყებოდა. ესპანური პოზიციების აღსადგენად გაგზავნილი ალექსანდრე ფარნეზე ნიჭიერი მხედართმთავარი აღმოჩნდა. მან თავის მხარეზე გადაიბირა სამხრეთის შორეული პროვინციები და ჩრდილოეთისაკენ სვლა დაიწყო. საფრანგეთისაგან დახმარება ვერ მოხერხდა, ვილჰელმ ორანელი დაქირავებული მკვლელის ხელით მოკლეს, ანტვერპენი დაეცა ხოლო დედოფალ ელიზაბედის საექსპედიციო ძალამ ბევრს ვერაფერს მიაღწია. თუმცა ჰოლანდიელების წინააღმდეგობა მედგარი იყო. მათ ზურგს ძლიერი ფლოტიც უმაგრებდა. დიდ ტერიტორიებზე გაშლილი ესპანეთის იმპერია რესურსებში შეიზღუდა.
     შედეგად, 1609 წელს ე.წ. 12-წლიანი შეთანხმება დაიდო . 1621 წელს მისი დასრულების შემდეგ კი, ესპანელთა და ჰოლანდიას შორის კვლავ განახლდა ომი, რომელიც უდიდეს ევროპულ კონფლიქტში – 30 წლიან ომში გადაიზარდა. მხოლოდ ამ ომის დასულების შემდეგ 1648 წელს გაერთიანებული პროვინციების დამოუკიდებლობა ფრმალურად აღიარეს.

                                                             ახალი რესპუბლიკა
     ამასობაში ახალი რესპუბლიკა უძლიერეს ეკონომიკურ ძალად გადაიქცა. ჰოლანდიელების მიერ მდინარე შელდას ბლოკადამ ანტვერპენის ეკონომიკური დაცემა,ხოლო ამსტერდამის აღმავლობა გმოიწვია. მათ შორის იყვნენ სამხრეთის ლტოლვილები, რომელთა ენერგიამაც ხელი შეუწყო წვეყნის წარმატებას. ჰოლანდიური ინდუსტრია აყვავდა, ხოლო საზღვაო ვაჭრობა მსოფლიო ბაზარს გასცდა. საზღვაო და სავაჭრო ბატონობისათვის ჰოლანდიამ რამდენიმე მი აწარმოა. მათ შორის ორი ომი ინგლისის წინააღმდეგ მოუხდა. ჰოლანდია ოსტ ინდოეთსა და ინდოეთში, იმედის კონცხსა და ამერიკაში ქმნიდა ფაქტორიებს, საიდანაც შაქრის, აღმოსავლური სუნელებისა და აფრიკელი ტყვეების მარაგს იმდიდრებდა.
     XVII ს-ში ჰოლანდიამ როგორც მატერიალური ისე კულტურული წარმატებების პიკს მიაღწია. ჰოლანდიამ მსოფლიოს მისცა ისეთი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანები, როგორიც იყვნენ რემბრანდტი, ჰალსი, ვერმეერი და რუის დალი. ჰიუგენსი და ლევენჰუკი მეცნიერების პიონერები იყვნენ, ხოლო ჰუგო გროციუსი საერთაშორისო სამართლის ფუძემდებელთა რიგებში იყო.
    თუმცა, ნიდერლანდების ოქროს ხანა მაინც ხანმოკლე იყო. პატარა კონტინენტური სახელმწიფო რომელიც რესურსებში შეზღუდული იყო, ძლიერ მეზობლებს ვერ გაუმკლავდა. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ამბიციებით დაშინებული ჰოლანდია ომების მთელ სერიაში ჩაითრიეს, რამაც პატარა ქვეყანა სრულიად გამოფიტა. საფრანგეთისა და ინგლისის მიერ ეკონომიკურად დაპყრობილი ნიდერლანდები XVIII ს-ში წარმატებულ, თუმცა მაინც მეორე რანგის  მსოფლიოს ძალას წამოადგენდა.
                                                       
                                                        მნიშვნელოვანი თარიღები 
1556-98წწ. ფილიპ II-ის მეფობა
1567-75წწ. ჰერცოგი ალბა ჰოლანდიელების წინააღმდეგობის დაძლევას ცდილობს
1579წ. უტრეხტის კავშირი 
1581წ. ჰოლანდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა
1585წ. ესპანელებმა ანტვერპენი დაიკავეს 
1609წ. დროებითი დაზავება ესპანეთსა და ჰოლანდიას შორის
1621-48წწ. ომის განახლება
1652-54წწ. და 1665-67წწ. ინგლის–ჰოლანდიის ომები
1672-78წწ.  ჰოლანდია წინააღმდეგობას უწევს ფრანგების აგრესიას
1689წ. ვილჰელმ ორანელი ინგლისის მეფედ აკურთხეს
1689-97წწ. და 1702-13წწ. ჰოლანდია საფრანგეთის წინააღმდეგ კოალიციას შეუერთდა

No comments:

Post a Comment