საბრძოლო ოპერაციები 1918 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში
1918 წ. გაზაფხულისათვის ბრესტის ზავის დადებით გერმანიამ ერთგვარ წარმატებას მიაღწია – ლიკვიდირებული იყო აღმოსავლეთის ფრონტი. გამომდინარე აქედან გერმანელებს სურდათ ერთი მძლავრი დარტყმით გაენადგურებინათ ანტანტის ჯარები და დაემთავრებინთ ომი. მაგრამ გერმანიის ამ ზრახვებს განხორცელება არ ეწერა. 1918წ. მარტში ისინი გადავიდნენ მძლავრ შეტევაზე და დასაწყისში ერთგვარ უპირატესობასაც მიაღწიეს. პარიზს 70 კმ-ზე მიუახლოვდნენ და შორსსმსროლელი ქვემეხებით ბომბავდნენ კიდეც. მაგრამ მეტის გაკეტება გერმანიამ ვეღარ შეძლო. ივლისში ანტანტის ჯარები, ფრანგი მარშალი ფოშის სარდლბით, შეტევაზე გადავიდა და გემანელებმა დიდი ზარალით უკან დაიხიეს.
გერმანიის დამარცხება აშკარა გახდა.1918წ. სექტემბერში ბულგარეთში აღმოცენდა მძაფრი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. ბულგარეთის შეშინებულმა მთავრობამ სასწრაფოდ გაწყვიტა ურთიერთობა გერმანიასთან და 29 სექტემბერს იარაღი დაყარა. ბულგარეთის შემდეგ დადგა თურქეთის ჯერი. ოქტომბერში ტურქეთის არმია დამარცხდა სირიასა და პალესტინაში. 31 ოქტომბერს მუდროსში თურქებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს. 1918 წლის ოქტომბრისათვის კლასობრივი და ეროვნული ბრძოლებით მორყეული ავსტრია–უნგრეთიც დაშლის გზას დაადგა. 28 ოქტომბერს ჩეხეთის ეროვნულმა საბჭომ ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ოქტომბრის შუა რიცხვებში სერბიაში გაერთიანდნენ სერბები სლოვენები და ხორვატები. ცალკე გადავიდა ბუკოვინა და უკრაინასტან შეერთება გამოაცხადა. 31 ოქტობერს აჯანყდნენ უნგრეთის მშრომელები, რომლებმაც ბუდაპეშტში ხელთ იგდეს სამთავრობო დაწესებულებები.
უნგრეთში ფაქტობრივად მოხდა დემოკრატიული რევოლუცია. ავტრია–უნგრეთის იმპერატორ კარლის ცდა რეფორმების გზით შეეჩერებინა იმპერიის დაშლა, ამაო გამოდგა. 24 ოქტომბერს როცა იტალიის არმიამ გადამწყვეტი შეტევა განავითარა ფრონტზე ავსტრია უნგრეთის ჯარების წინააღმდეგ მასში შემავალმა უნგრელმა, ჩეხმა, იუგოსლავიელმა, რუმინელებმა და უკრაინელმა ჯარისკაცებმა უარი განაცხადეს ბრძოლაზე. 28 ოქტომბერს ავსტრია–უნგრეთის სარდლობამ იტალიას ომის შეწყვეტა სთხოვა, 3 ნოემბერს კი კაპიტულაცია გამოაცხადა.
გერმანიის კაპიტულაცია
1918 წლის ოქტომბერში, როცა ანტანტის არმიის შეტევა მთელი დასავლეთი ფრონტის სიგრძეზე გაიშალა მიხვდნენ რომ დამარცხება გარდაუვალი იყო. ამიტომაც სცადეს ისეთი ზომები მიეღოთ, რომ არ დაეშვათ მოწინააღმდეგეები გერმანიის ტერიტორიაზე, შეენარჩუნებინათ არმია და სამხედრო მრეწველობა. 5 ოქტომბერს შეიქმნა გერმანიის ახალი მთავრობა ლიბერალი პრინცის მაქს ბადენელის მეთაურობით, რომელმაც თხოვა ვილსონს საზავო მოლაპარაკების დაწყება. გერმანია ვილსონის "14 მუხლზე" დაფუძნებულ ზავზეც თანახმა იყო, მაგრამ ანტანტის ქვეყნებმა მიანიშნეს გერმანიის მთავრობას, რომ არ დაუზავდებოდნენ გერმანიას ვიდრე მას ვილჰემი ედგა სათავეში. ამ მოლაპარაკებაში დაიკარგა ზუსტად ერთი თვე. ამასობში ნოემბერს კილში დაიწყო გერმანელ მეზღვაურთა შეიარაღებული აჯანყება, რომელიც მალე მთელ გერმანიის ფლოტს მოედო. 4 ნოემბერს გერმანიის დელეგაციამ გადაკვეთა ფრონტის ხაზი და მარშალ ფოშის შტაბში გამოცხადდა, რომელიც მოთავსებული იყო კომპიენის ტყეში სალონ–ვაგონში.დელეგაციამ ერთი პერიოდი სცადა მოლაპარაკების გაჭიანურება, მაგრამ როცა შეიტყვეს რომ გერმანიში დაიწყო დემოკრატიული რევოლუცია და დამხობილ ვილჰელმ მეორე ჰოლანდიაში გაიქცა მან ხელი მოაწერა კაპიტულაციას. კაპიტულაციის პირობები ერთობ მძიმე იყო გერმანიისთვის , მაგრამ იგი უფრო მძიმე იქნებოდა მოკავშირეებს რომ გერმანიაში რევლოლუციის შემდგომი განვითარებისა არ შეშინებოდათ.
პირველი მსოფლიო ომის შედეგები
11 ნოემბერს, დილის თერთმეთ საათზე დაზავებიდან ექვსი საათის შემდეგ, მენიშნემ, რომელიც მარშალ ფოშის შტაბ-ვაგონთან იდგა ბუკით მისცა ნიშანი " შეწყვიტეთ ცეცხლი!" ნიშანი მთელ ფრონტზე გადაეცა. შეწყდა საბრძოლო მოქმედებანი. პირველი მსოფლიო ომი დასრულდა. საფრანგეთში ომის დამთავებას 101 საარტილერიო გასროლითა და მარსელიოზას სიმღერით შეხვდა. ბევრს არც კი ჯეროდა, რომ ომი დამთავრდა. 1914–18 წლებში პირველი მსოფლიო ომი იყო ყველაზე საზარელი და სისხლისმღვრელი ომი რომელიც კაცობრიობა იცნობდა 1914 წლამდე. არასოდეს მეომარ მხარეებს არ გამოუყვანიათ ესოდენ დიდი არმიები ერთმანეთის გასაჟლეტად. ჯარისკაცთა საერთო რაოდენობა 70 მილიონ კაცს აღწევდა.
მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა მიღწევა გამოყენებულ იქნა ადამიანის მოსაკლავად.ადამიანებს კლავდნენ ყველგან – ხმელეთსა და ჰაერში, წყალსა და წყალქვეშ. მომწამვლელი გაზები, მსკდომარე ტყვიები, ავტომატური ტყვიამფრქვევები, მძიმე საარტილერიო ჭურვები, ტანკები და ცეცხლსაფრქვევები– ყველაფერი მიმართული იყო სიცოცხლის მოსასპობად. მოკლულ იქნა 10 მლნ ადამიანი. დაიჭრა და დასახიჩრდა 20 მლნ ადამიანი. ეს თითქმის იმდენივე იყო რაც ევროპამ დაკარგა 200 წლის განმავლობაში. ომმა გამოიწვია უდიდესი მატერიალური დანაკარგები. პირისაგან მიწისა აღიგავა ათობით ქალაქი და ათასობით სოფელი. დაინგრა ათასობით ხიდი, ფაბრიკა ქარხნები, აიყარა რკინიგზა. ომმა მოშალა თითქმის ევროპის ყველა ქვეყნის მეურნეობა და ფინანსები. მკვეთრად დაეცა მოსახლეობის ცხოვრების დონე. ომმა მხოლოდ გამარჯვებული და დამარცხებული ქვეყნების წრეებს მოუტანა დიდი მოგება.
კომპიენის დაზავების პირობები
1918 წლის 11 ნოემბრის კომპიენის დროებითი ზავით გერმანიას უნდა დაეტოვებინა მის მიერ დასავლეთში ოკუპირებული მიწები, ხოლო მისი არმია რაინის გადმოღმა უნდა გადმოსულიყო. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპაში ოკუპირებულ მიწებს აქედან გერმანელები გადიოდნენ მას შემდეგ, როცა მათ შესაცვლელად აქ ანტანტის ჯარები შემოვიდოდნენ. ყველა სამხედრო ტყვე და სამხედრო ქონება მოკავშირეებს უნდა გადასცემოდა.
No comments:
Post a Comment