ერთხელ კლინთ ისტვუდმა განაცხადა , რომ ამერიკაში შექმნეს ხელოვნების ორი უდიდესი ფორმა –– ვესტერნი და ჯაზი. ვესტერნების ვარსკვლავი ისტვუდი მუსიკის ამ მიმდინარეობის დიდი ტაყვანისმცემელია. ჯაზს დიდი ხნის ისტორია აქვს, 1940–ანი წლებიდან კი ის მუსიკის ერთ–ერთ მთავარ მიმდინარეობად იქცა.
თუ როგორ წარმოიშვა ჯაზი, დავის საგანია. არსებობს მოსაზრება, რომ პირველად იგი დაუკრეს ნიუ–ორლეანში და სწორედ აქ მაცხოვრებელი მუსიკოსები იყვნენ მისი შემქმნელები. თუმცა ჯაზის ისტორიის ფესვები შორს არის გადგმული და მისი ზუსტი დათარიღება ყოველთვის კამათს იწვევს. მიუხედავად იმისა ,რომ მუსიკის ეს მიმდინარეობა თავდაპირველად, შავკანიანთა მუსიკას წარმოადგენდა, პირველი ჩანაწერი თეთრკანიანტა ჯგუფმა მოამზადა. შესაძლოა ჯაზი სწორედ ნიუ–ორლეანში ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი პირველი მნიშვნელოვანი ჩანაწერები ჩიკაგოში გაკეთდა.
წყაროები
ახალი მუსიკის განვითარებაზე მხოლოდ ერთი სტილი ან მიმდინარეობა არ ახდენს გავლენას. პირველად ჯაზი ნიუ–ორლეანში იმიტომ გამოჩნდა, რომ აქ მეცხრამეტე საუკუნის ბოლო წლებში მუსიკის ბევრი მიმდინარეობა იყო გაბატონებული. აქ შეხვდებოდით ფრანგ მოცეკვავეებს, საინტერესო იყო ე.წ. "თეთრი ფოლკლორი" , რომელიც შემოიტანეს ევროპიდან და პოპულარული იყო აშშ–ის სამხრეთ შტატებში (არსებობს მოსაზრება,რომ ჯაზის განვითარებაზე გავლენა შოტლანდიურმა ფოლკლორმაც მოახდინა). ქალაქში პოპულარული იყო, ასევე სასულე ორკესტრები , რომლებიც ძირითადად, დაკრძალვებზე უკრავდნენ.
"თეთრი" სამყაროს მხრიდან ასეთი ზეგავლენა თანდათანობით შეერწყა შავკანიანტა მუსიკას. 1865 წლამდე, ჩრდილოეთის შტატების გამარჯვებამდე, ცოტა რამ არ არის ცნობილი შავკანიან მონათა მუსიკის შესახებ. ახალი საუკუნის დაწყებამდე მათ მუსიკალურ განვითარებაზე ახლა ცნობები მწირია.
აფრიკული მემკვიდრეობა
გასათვალისწინებელია რამდენიმე ასპექტი, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჯაზის ჩამოყალიბებაზე.პირველია შავკანიანთა მუსიკის თავისებური ძალა: მაგალიტად, შავკანიანთა ეკლესიებში შესრულებულ მუსიკას დიდი გავლენა ქონდა ადამიანის სულიერ მხარეზე. სიმღერებში იგრძნობოდა იმის იმედი, რომ მონათა საზოგადოებაში დაჩაგრული ცხოვრების შემდეგ საიქიოში ხსნა ელოდათ.
ასევე მნიშვნელოვანი იყო აფრიკის მუსიკალური ტრადიციები.მართალია ზუსტი ცნობები ამ ტრადიციების შესახებ შემონახული არ არის, თუმცა აშკარაა, რომ აფრიკულმა მემკვიდრეობამ დიდი გავლენა მოახდინა პენტატონიკური გამის განვითარებაზე. პენტატონიკა არის ხუთსაფეხურიანი ბგერითი სისტემა. აფრიკულმა მემკვიდრეობამ ასევე ჰაეროვანი და თავისუფალი გახადა ძალა, რომელიც აქამდე არ არსებობდა ევროპაში.
"მძვინვარე რეგტაიმი"
მეცხრამეტე საუკუნეში ბევრი ზანგური მუსიკა არსებობდა თუმცა მისი წარმოშობისა და განვითარების ისტორია უცნობია. პირველი ცნობილი მიმდინარეობაა ეგრეთწოდებული რეგტაიმი, რომელიც სინკოპორებულ საცეკვაო რიტმს წარმოადგენს და გულისხმობს ფორტეპიანოზე მძაფ რიტმში დაკვრას.ასეთი მუსიკა პოულარული გახდა 1900–იანი წლებიდან.
რეკტაიმის ცნობილი სახე იყო სკოტ ჯოპლინი(1868–1917),რომლის კომპოზიციებიც დღესაც წარმატებულია.
ჯოპლინი არ იყო ნიუ ორლეანელი, და არც მისი ხშირი სტუმარი, მაგრამ მისი მიმზიდველ მოტივებსა და "გადამდებ რიტმს" იგივე წინაპრები ჰყავს , რაც ჯაზს.
ნიო–ორლეანის ტრადიციები
ნიუ ორლეანის ჯაზის მომღელებზე ინფორმაცია და მათი რამდენიმე სურათი თარიღდება 1890 წლით. ნიუ–ორლეანში შავკანიან შემსრულებლებს დიდი შესაძლებლობები ეძლეოდათ, რომ შეექმნათ და განევიტარებინათ მუსიკის ახალი მიმართულება. აქ ტარდებოდა ყოველწლიური "მარდი–გრას" ფესტივალი – სახალხო შემოქმედების გამომჟღავნების ზეიმი. 1898 წელს ნიუ–ორლეანში დაარსდა ახალი უბანი – სტორვილი, რომელიც განკუთვნილი იყო მუსიკოსებისათვის.
ქალაქში, მოსახლეობისა და სტუმრების გასართობად ტარდებოდა უამრავი სხვა გასართობი საღამო, რომელიც საჭიროებდა მუსიკოსების მონაწილეობას. საზეიმო მუსიკას ასრულებდნენ ასევე დაკრძალვის დროსაც. შავკანიანთა ტრადიციები განსხვავდებოდა მკვიდრი მოსახლეობის ტრადიციებისაგან, თუმცა მათ მაინც შეძლეს ხალხში ათქვეფა და მალე მომრავდა თეთრკანიანთა შერეული ოჯახები.
ჟღერადობის დახვეწა
ჯაზის ისტორიის შესწავლის გზაზე არ შეიძლება დავასახელოთ ის ინდივიდუალები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ყველა ამ ტრადიციისა და მემკვიდრების უდიდესი მუსიკალური სტილის გარდაქმნაში. მათ შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა ისტორია კარგად იცნობს ორ მათგანს – კორნეტზე დამკვრელ ბადი ბოლდენსა (1877–1931) და მესაყვირეს ფრედი კი პარდს(1890–1933), რომელთა ისნტრუმენტები უძლიერეს და ლეგენდარულ ჟღერადობა გადმოსცემდა.
მათ მიერ შექმნილი მუსიკა დამახასიათებელი იყო მაშის შემსრულებელ მუსიკოსთა და მათი ინსტრუმენტებისათვის. ძირითადად ეს ყო ბანი (ხშირ შემთხვევაში ტუბა), ბანჯო ან გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტი და მელოდიური ინსტრუმენტები, მაგალითად საყვირი, ტრობონი და კლარნეტი.
მელოდიური ინსტრუმენტები უკრავდნენ უფრო თავისუფალ სტილში რომელშიც ერთმანეტს ერეოდა საყვირის ძირითადი მელოდია, ტორმბინის ბანი დაკლარნეტის უფრო ნარნარა ცვალებადი ჟღერადობა.
ასეთი ჟღერადობა ძალზე მიმზიდველი იყო. ეს იყო ისეთი მუსიკა, რომლის მოსმენაც უნდოდა ხალხს გართობისა თუ დასვენების დროს. ეს იყო ჩვეულებრივი ჰარმონიული მუსიკა, თუმცა "ბლუზის" ნოტები (კლასიკური დასავლური ტრადიციის შესაბამისად) მის ჟღერადობას უკიდურესად მაღალს ქმნიდნენ, ხოლო მისი რიტმი დაუძლეველი იყო.
გართობის საშუალება
1914 წელს ნიუ–ორლეანში ჯაზი იქცა მუსიკის აღარებულ სტილად, როგორც შავკანიანი მუსიკოსებისათვის ასევე თეთრებისათვის. მისი შესრულება შესაძლებელი იყო ინსტრუმენტთა სხვადასხვა კომბინაციით.
"ჯაზს" (ზოგჯერ იხმარება "ჯასი", Jass), აქვს დამატებითი სექსუალური მნიშვნელობა, ამიტომ იგი მოუხდა მუსიკის იმ სტილს, რომლის დაკვრა ხდება თავისუფალ და ბუნებრივ სტილში. ეს იყო პოპულარული და ყველასთვის საყვარელი მუსიკა რომელსაც არანაირი ამბიციები არ ჰქონდა. იგი მხოლოდ ხალხის გასართობად იქმნებოდა და მას უდავოდ გენიოსი მუსიკოსები ქმნიდნენ. აღსანიშნავია ნიუ–ოლეანელი მესაყვირე ჯონ კინგ ოლივერი (1865–1938).
No comments:
Post a Comment