აშშ I მსოფლიო ომში
პირველი მსოფლიო ომი, რომლის საბოლოო ოპერაციებიც ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობდა, უაღრესად სარფიანი აღმოჩნდა აშშ-სათვის. მეომარ ევროპას ხომ ყველაფერი ესაჭიროებოდა - იარაღი, სურსათი და ტანსაცმელი. ამერიკელი მრეწველები მეომარი ევროპის მომარაგებით უზარმაზა ოგებას ნახულობდნენ, რაც იმით დამთავრდა, რომ თანდათანობით მსოფლიოს ოქროს მარაგის ნახევარი მათ ხელში აღმოჩნდა. თუ ომამდე აშშ–ს ევროპის ქვეყნების 6 მლრდ დოლარი მართებდა, ომის პერიოდში მან არამარტო დაფარა ეს ვალები, არამედ ინგლისის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების დაფინანსებაც დაიწყო.
საომარი მოქმედებები 1917 წელს
ანტანტის სახელმწიფოთა სარდლობის მიერ 1917 წ. გაზაფხულისათვის დაგეგმილი ერთდროული გენერალური შეტევა მთელ ფრონტზე არ განხორციელდა. ინგლის-საფრანგეთის ჯარებმა შეტევა აპრილში წამოიწყეს ფრანგული ქალაქის რეიმსის მიმართულებით, მაგრამ იმის გამო, რომ გერმანელები კარგად მომადებული შეხვდნენ, იგი მარცხით დამთავრდა. ინგლისელებისა და ფრანგების ეს უაზრო, მოუმზადებელი შეტევა დიდ მსხვერპლად დაუჯდათ – მათ 280 ათასი კაცი დაკარგეს. მაშინ აღმოსავლეთისაკენ გერმანიის ჯარების მოზიდვის მიზნით მოკავშირეებმა რუსეთის დროებით მთავრობას მოთხოვეს ფართო შეტევის დაწყება. ეს მოთხოვნა დაემთხვა რუსეთის ხელმძღვანელობის მისწრაფებას – ფრონტზე წარმატების შემთხვევაში მასები ჩამოეცილებინა რევოლუციური ბრძოლებისაგან. რუსეთის ჯარების შეტევა დაიწყო ივნისში. გერმანელთა სარდლობამ აქეთ 11 დივიზია გადაისროლა და რუსეთის არმიის შეტევაც ჩაიფუშა.
დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრონტებზე შეტევის ჩაშლამ აიძულა ანტანტის ქვექნები გაეაქტიურებინათ ბრძოლა იტალიის ფრონტზე. მაგრამ 1917 წ. შემოდგომაზე კაპორეტოსთან ბრძოლაში იტალიის ჯარებმა კატასტროფული მარცხი განიცადეს. მხოლოდ იქ გადასროლილმა ინგლის-საფრანგეთის ჯარემა შეაჩერეს იტალიელთა სამარცხვინო გაქცევა. მოკავშირეთა ჯარები მარტო ამიერკავკასიის ფრონტზე მოქმედებდნენ წამატებით. აქ რუსეთის არმიამ გენერალ ბარათოვის მეთაურობით განავითრა შეტევა ქ. მოსულის მიმართულებით, შეუერთდა ინგლისის ჯარებს და ერთობლივი ძალით აიღეს ერაყის მთავარი ქალაქი ბაღდადი. 1917 წელს მსოფლიოს ომის ორბიტაში ჩათრეული აღმოჩნდნენ ახალი ქვეყნები – აშშ, ჩინეთი, ბრაზილია, კუბა, ლიბია, საბერძნეთი და ა.შ.
ბრესტის ზავი
ვ.ლენინმა კარგად იცოდა, რომ თებერვლის რევოლუციის წინ და შემდეგაც მასების უპირველსი მოთხოვნა იყო მსოფლიო ომიდან გამოსვლა. რადგან ანტანტის ქვეყნებმა არად ჩააგდეს საბჭოთა მთავრობის წინადადება საზაო მოლაპარაკების დაწყების შესახებ, საბჭოთა მთავრობამ 1917 წ. ნოემბერში ბრესტ–ლიტოვსკში სეპარატიული მოლაპარაკება დაიწყო გერმანიასა და მის მოკავშირეებთან. მოლაპარაკებისას გერმანელებმა ზავის მეტად მძიმე პირობები წამოაყენეს. ამავე დროს საბჭოთა სახლმწიფოს ხელმძღვანელობაში, ზავის გამო, თავი იჩინა განხეთქილებამ, რითაც კარგად ისარგებლეს გერმანელებმა და ახალი შეტევა წამოიწყეს საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ. მათი შეჩერება მხოლოდ 1918 წლის 23 თებერვალს შეძლეს წიტელი არმიის ახლად ჩამოყალიბებულმა ნაწილებმა. 1918 წლის 3 მარტს ბრესტში მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც გერმანიამ მიისაკუთრა ბალტიისპირეთი, უკრაინა და ბელორუსიის ნაწილი.მიუხედავად ამიერკავკასიის სეიმისა და მთავრობის სახელით ე. გეგეჭკორისა და კ. ჩხეიძის მიერ განცხადებული პროტესტისა,თურქეთმა ბრესტის ზავით მიიტაცა ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოლქები. ბრესტის ზავს, რომლითაც რუსეთისათვის დამთავრდა პირველი მსოფლიო ომი , დიდი მნიშვნელობა ქონდა საბჭოთა ხელისუფლებისათვის. მას მიეცა მშვიდობიანი შესვენების შესაძლებლობა, რათა განემტკიცებინა ძალაუფლება, შეექმნა წითელი არმია და დაეწყო სამეურნეო მშენებლობა. ვინაიდან გერმანელების მიერ ბალტიისპირეთის ოკუპაციამსაფრთხე შეუქმნა რუსეთის დედაქალაქ პეტროგრადს, გადაწყვიყტა საბჭოთა სახელმწიფოს დედაქალაქის მოსკოვში გადატანა. 11–12 მარტს საბჭოთა მთავრობა ვ. ლენინის მეთაურობით მოსკოვში გადავიდა.
ოქტომბრის გადატრიალება რუსეთში და დასავლეთი
1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებამ რუსეთში და ლენინის დეკრეტმა ახალი პრობლემები წარმოშვადასავლეთის ქვეყნების მმართველი წრეების წინაშე, მაგრამ პირველ რიგში, საჭირო იყო ზავის შესახებლენინური დეკრეტის განეიტრალება. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო აშშ–ის პრეზიდენტის ვ. წილსონის 1819 წ. იანვარში წამოყენებული " 14 პუნქტი", რომელიც მოითხოვდა საიდუმლო დიპომატიის გაუქმებას, კოლონიების პრობლემების გადაჭრას და იქ მცხოვრები ხალხების ინტერესების შესაბამისად, ბელგიის, სერბიის, რუმინეთისა და ჩერნოგორიის დამოუკიდებლობის აღდგენას. საფრანგეთისათვის ელზას–ლორნის დაბრუნებას, ზღვებზე ნაოსნობის თავისუფლებას, ერთა ლიგის შექმნას, რუსეთის ტერიტორიების გათავისუფლებას და მისთვის დახმარების აღმოჩენას და ა.შ. ვილსონის "14 პუნქტმა" მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ომის დამამთავრებელ ეტაპზე, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პაციფისტური ფრაზების ნიღბით ანტანტის ქვეყნები ცდილობდნენ თავისი საომარი მიზნების მიღწევას.
No comments:
Post a Comment