კარლოს მეხუთეს მემკვიდრეობით ერგო უზარმაზარი იმპერია, რომელიც XVI საუკუნის ევროპაში დომინანტ სახელმწიფოს წარმოადგენდა. იმპერიის უზარმაზარი ტერიტორიის შენახვა ქვეყანას უფრო ასუსტებდა ვიდრე აძლიერებდა. 36 წლის განმავლბაში თავდაუზოგავად იბრძოდა ქვეყანაში წარმოქმნილი სირთულეების დასაძლევად.
XV საუკუნის განმავლობაში ცენტრალურ ევროპაში ჰაბსბურგთა ოჯახი დიდი უპირატესობით სარგებლობდა. 1438 წლიდან ქვეყნის მმართველი "საღვთო რომმის იმპერიის" ტიტულს ატარებდა. მისი სუვენერიტეტის მიუხედავად, ეს ტიტული უფრო პრესტიჟის მომტანი იყო, ვიდრე ნამდვილი ძალაუფლების.
დინასტიის აღზევების ხანა
თითქმის საუკუნის შემდეგ, საქორწინო კავშირებმა და მეტოქე ოჯახებში მოულოდლენმა სიკვდილიანობამ, ჰაბსბურგები ევროპაში უძლეველ დინასტიად აქცია.
1516 წელს ესპანეთის მეფე 1500 წელს დაბადებული კარლოსი (კარლი) გახდა. 3 წლის შემდეგ მას საკუთარი ბაბუის, მაქსიმილიან პირველისგან მემკვიდრეობით ერგო ავსტრიული მიწები, ბურგუნდიის საჰერცოგო და, ასევე, "საღვთო რომის იმპერიის" იმპერატორის ტიტული. ჰაბსურგთა ხელისუფლება გავრცელდა უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავდა ესპანეთს, სამხრეთ იტალიას, სიცილიასა და სარდინიას, ასევე ამერიკაში არსებულ კოლონიებს. ბურგუნდიის ჰერცოგის სახელით, კაროლოსი ნიდერლანდებსაც (ბელგიასა და ჰოლანდიას) მართავდა. "ძველი და ახალი სამყაროს" გაერთიანებით, კარლოს V უზარმაზარი ევროპული იმპერიის სათავეში მოექცა.
კარლოს V-ის იმპერია საკმაოდ მდიდარი იყო. რადგანაც ნიდერლანდები ევროპული კომერციის ცენტრს წარმოადგენდა. სულ ცოტა ხანში კი ესპანეთის ამერიკული კოლონიების მაღაროებიდან ოქროსა და ვერცხლის შემოტანა დაიწყო. კარლოსი შორეულ პროვინციებს ოჯახი წევრების დახმარებით მართავდა.
მძიმე ტვირთი
მიუხედავად ყველა ამ უპირატესობისა კარლოსს მრავალი საზრუნავი გაუჩნდა. მისი იმპერია არაუბრალოდ დიდი, არამედ უზარმაზარი იყო. მის უამრავ შემადგენელ ნაწილს შორის კომუნიკაცია ძალიან ნელა და ძნელად მიმდინარეობდა, თანაც მოცულობიდან გამომდინარე, აქ ერთმანთის პოტენციურად მოქიშპე ძალები არსეობდნენ. კარლოსის განუწყვეტელმა ომებმა, რასაც თან დაერთო XVI საუკუნის ინფლაცია, საგრძნობლად გააღარიბა ქვექნის ეკონომიკა.
კარლოსი კეთილსინდისიერი მართველი იყო, თუმცა არცთუ ბრწყინვალე. აღსანიშნავია, რომ მას არასდროს მიეცა საშუალება თავისი გამარჯვებით დამტკბარიყო, რადგანაც სადღაც მაინც ყოველთვის იყო დასაძლევი ახალი კრიზისი.
ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენდა იმ საღვთო რომის იმპერიის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საშიშროება, რომელიც ასობით დამოუკიდებელი ხელისუფლებისაგან შედგებოდა. მათ რიცხვს ეკთვნოდა რამდენიმე დიდი სახელმწიფო, მაგალითად ბავარია, საქსონია და ბრანდერბურგი, სადაც პრინცები დიდი უპირატესობით სარგებლობდნენ და იმპერატორის ძლევამოსილების დამატებით ზრდის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი. იმპერატორის ყოველ რეფორმას მათი მხრიდნა წინააღმდეგობა ხვდებოდა, კარლოსმა, ასევე, ვერ მოახერხა ცენტრალიზებული "ახალი მონარქის" შექმნა გერმანიაში, რომელიც ინგლისსა და საფრანგეთისათვის მისაბაძი მაგალითი გახდებოდა.
კარლოსის სიძნელეები რელიგიური უთანხმოების შედეგად უფრო გაიზარდა, რაც 1517 წელს პროტენსტანტმა რეფორმატორმა მარტინ ლუთრნმა დაიწყო. 1521 წელს კრებაზე კარლოს V-მ მხარი ტრადიციულ კათოლიკრ ეკლესიას დაუჭირა და ლუთერი გაკიცხა, თუმცა მან რეაგირება ვერ მოასწრო, რადგანაც საფრანგეთის ომებში გაიწვიეს.
საშიში მტერი
ფრანსუა I
ჰაბსბურგების ყველაზე საშიში მტრები საფრანგეთის მეფეები იყვნენ. დუელის პირველი ფაზა იტალიაში (1522-29) განვითარდა, სადაც კარლოს V-მ პავიას ბრძოლაში (1525) დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. საფრანგეთის მეფე ფრანსუა I დაატყვევეს და თავისუფლების მოსაპოვებლად უზარმაზარი თანხა გადაახდევინეს, ამასთანავე, მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რომლის მიხედვითაც დიდი ტერიტორიები კარლოსს გადასცა. თუმცა სამშობლოში უკან მომავალმა ფრანსუამ დაარღვია ხელშეკრულება და ჰაბსბურგთა წინააღმდეგ ახალ ალიანსში გაერთიანდა. ალიანსის ერთ-ერთი წევრი იყო პაპი კლემენტ VII.
კარლოსი ომებში კვალვ უპირატესობით სარგებლობდა და როდესაც 1529 წელს მშვიდობა დამყარდა, ჰაბსბურგებმა თავისი მართველობა მილანშიც დაამყარეს. მათ ფრანგების იტალიის ნახევარკუნძულიდან გაყრა მოახერხეს. მათი ძლევამოსილება აქ საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა. შესაძლოოა ეს კარლოს V-ის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ჩაითვალოს, თუმცა გაუბედურეულმა და გაღატაკებულმა იტალიამ წინანდელი ბრწყინვალება დაკარგა. ფრანსუა კიდევ ორჯერ განაახლა საომარი მოქმედებები კარლოსის წინააღმდენ (1536-38წწ. და კვლავ 1542-44წწ.) თუმცა სიტუაციის შეცვლა ვერ მოახერხა.
კიდევ ერთი საშიში მეტოქე იყო ოსმალთა იმპერია. აღმოსავლეთ ევროპისაკენ მიმა–ვალი თურქები უნგრეთში შეიჭრნენ და 1526 წელს ვენას ალყა შემოარტყეს. მიუხედავად იმისა , რომ ალყა უშედეგოდ მდამთავრდა, თურქები ევროპასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ მისულები. ხმელთაშუა ქღვის აუქში მათ წარმატებას მიაღწიეს, დაიკავეს როდოსი, ალჟირი და ტუნისი. 1535 წელს კარლოს V-მ ტუნისის გამოხსნა შეძლო. თუმცა 1541 წელს ალჟირის გასათავისუფლებლად გაგზავნილმა ექსპედიციამ მარცხი განიცადა.
მმართველობის ბოლო წლებში, კარლოს V-მ გერმანიაში გარკველ წარმატებას მიაღწია. მან ისარგებლა ფრანგებთან და თურგებთან შერიგებით და 1547 წელს პროტენსტანტი პრინცების ლიგა დაამარცხა. თუმცა, როგორც სხვა შემთხვევების დროს, წარმატებამ მისი მტრები გააერთიანა. საფრანგეთი მთელი ძალით ჩაება ბრძოლაში, რომელიც 1555 წელს აუგსბურგის რელიგიური ზავით დასრულდა.
ამ დროისთვის კარლოსი უკვე ძალაგამოლეული იყო და ტახტიდან გადადგომდა გადაწყვიტა. კარლოსმა მისი უზარმაზარი იმპერია ძმა ფერდინანდს და ვაჟს ფილიპს გაუყო. ფერდინანდი ავსტრიის ჰერცოგი და საღვთო რომის იმერიის მომდევნო იმპერატორი გახდა, ფილიპემ კი ესპანეთი, იტალია და ნიდერლანდები მიიღო. თავად კარლოსმა საცხოვრებლად აირჩია ესპანეთი, სადაც სიკვდილამდე, 1558 წლამდე დაყო.
მნიშვნელვანი თარიღები
1516 წ. კარლოსი ესპანეთის მეფე ხდება
1517 წ. გერმანიაში რეფორმაცია იწყება
1519 წ. კარლოსი საღვთო რომის იპერატორი ხდება
1521 წ. ვორმსის ერდიქტი; კარლოსი გმობს ლუთერნს
1522-29 წწ. ომი ფრანგების წინააღმდეგ იტალიაში
1525 წ. გამარჯვება პავიასთან
1527 წ. რომის აოხრება
1529 წ. თურქი ალყაში აქცევენ ვენას
1535 წ. იმპერიული ძალები ტუნისს იკავებენ
1536-38 წწ. ომი საფრანგეთთან
1541 წ. ალჟირს გასათავისუფლებლად მოვლენილი ექსპედიცია მარცხით მთავრდება
1542-44 წწ. ომი საფრანგეთთან
1552 წ. საფრანგეთი და გერმანია კარლოს V-ის წინააღმდეგ ერთიანდებიან
1555 წ. აუგსბურგის რელიგიური ზავი. კარლოსის გადადგომა
1558 წ. კარლოს V-ის გარდაცვალება
No comments:
Post a Comment