Search This Blog

Saturday, August 11, 2012

I მსოფლიო ომი (II ნაწილი)

                   ომის შედეგები 1914 წლის ბოლოსათვის. პოზიციურ ომზე გადასვლა

      1914 წლის ბოლოსათვის, ომის დაწყებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, თითქმის ყველა ფრონტზე ბრძოლები ანტანტის გამაჯვებით დამთავრდა. 1914 წლის სამხედრო კამპანიის უმთავრესი შედეგი ის იყო, რომ გერმანიის სარდლობამ განიცადა მარცხი, ჩაეფუშა შლიფენის "ელვისებური ომის" გეგმა. ომის დასაწყისში მანევრულ ხასიათს ატარებდა. განუწყვეტლივ მიმდინარეობდა ჯარების დიდი შენაერთების გადაად–გილება, მანევრირება. მაგრამ 1914 წ. ბოლოსათვის დასავლეთის ფრონტმა სტაბილური მდგომარეობა მიიღო თითოეულმა მხარემ დაიწყო თავისი პოზიციების გამაგრება. ჯარისკაცები ჩაიმალნენ სანგრებში, დაიწყეს ძნელად დასანგრევი ბეტონირებული საცეცხლე წერტილების მშენებლობა.
     სანგრებისა და თხრილების წინ ფართო ზოლი, დანაღმული და ეკლიანი მავთულ–ხლართებით იყო დაფარული.აშკარა გახდა,რომ ომმა პოზიციური ხასიათი მიიღო. შეტევითი ოპერაციები შეცვალა მოწინააღმდეგის პოზიციების საარტილერიო დაბომბვამ და ფრონტის ცალკეულ უბნებზე შეტევებმა, მათი გარღვევის მიზნით. ასეთ პირობებში ორივე მეომარი მხარის სარდლებმა დაიწყეს ახალი გზების ძიება სტრატეგიული ამოცა–ნების გადასაჭრელად. გერმანიის სარდლობამ მიზნად დაისახა ამჯერად , გადამწყვეტი დარტყმა წარემართა აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთის წინააღმდეგ, მისი ომიდან გამოთიშვის მიზნით.


                                              ომის მსვლელობა1915–1916 წლებში

     "შლიფენის გეგმის" კრახიშ შემდეგ გერმანელებმა მოინდომეს სეპარატიული ზავით ანტანტის ქვეყნებს შორის განხეთქილების შეტანა. სეპარატიული ზავის დასადებად გერმანელებს ყველაზე რეალურ პარტნიორად რუსეთი მიაჩნდა. მაგრამ რუსეთი რომ იძულებული გამხდარიყო, საჭირო იყო მისი ფრონტზე დამარცხება. ამიტომაც 1915 წ. ომის მთელი სიმძიმე გერმანელებმა აღმოსავლეთის ფრონტზე გადაიტანეს. 1915 წლის აპრილში, გერმანიის სარდლობამ, აღმოსავლეთის ფრონტზე მნიშვნელოვან ძალებს მოუყარა თავი და გადავიდა შეტევააზე. რუსეთის არმიამ დიდი ზარალით დაიხია უკან და მხოლოდ სექტემბერში შეძლო გერმანელთა შეტევის შეჩრება, რის შედეგადაც ომმა აქაც პოზიციური ხასიათი მიიღო. იმ დროს, როცა აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთის არმია სისხლისგან იცლებოდა დასავლეთის ფრონტზე ანტანტა უმნიშვნელო ოპერა–ციებით შემოიფარგლა. რაც შეეხება გერმანიას, მან აპრილ–მაისში დასავლეთის ფრონტზე, მდინარე იპრის მიდამოებში განახორციელა შეტევა, სადაც პირველად გამოყენებულ იქნა მახრჩობელა გაზი. იპრიტისაგან – ასე უწოდეს ახალ ქიმიურ იარაღს–დაიღუპა 5000  ჯარისკაცი და ოფიცერი, 10 ართასი კი დასახიჩრდა.



     ამით გერმანელებმა უხეშად დაარღვიეს ჰააგის კონვენცია, რომელიც კრძალავდა მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებას. ვინაიდან ვერ შეძლო რუსეთის მწყობრიდან გამოყვანა, 1916 წ. საბრძოლო მოქმედებათა მთლი სიმძიმე დასავლეთ ფრონტზე გადაიტანა. მაგრამ ამასობაში ინგლისმა და საფრანგეთმა შეძლეს სათანადოდ მომ–ზადება. 1916 წ. თებერვალში გერმანელებმა მთავარი დარტყმა მიმართეს ვერდენის ციხე–სიმაგრის წინააღმდეგ. რომელიც პარიზისკენ მიმავალ გზას კეტავდა. ბრძოლები ვერდენთნ 10 თვე გაგრძელდა, დეკემბრამდე, მაგრამ არსებითი შედეგი არ მოუტანია. ვერდენის ოპერაცია გადაიქცა "ხოცისაკეპად" ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან მხარემ კოლოსალური ზარალი განიცადა: ფრანგებმა დაკარგეს 350 ათასი ჯა–რისკაცი, გემანელებმა – 600 ათასი. ვერდენთან ბრძოლები ჯერ კიდევ არ იყო დამთავ–რებული, რომ ინგლის–საფრანგეთის ჯარები შეტევაზე გადავიდნენ მდინარე სომაზე. შეტევაზე გადასვლამდე მოკავშირეებმა აქ დიდი საინჟინრო სამუშაოები ჩაატარეს, ხოლო საარტილერიო მომარაგება არნახული იყო. შეტევაზე გადასვლის წინ, ფრანგებმა საარტილერიო მომზადების პერიოდში, მიწის ყოველ კვადრატულ მეტრს ერთი ტონა ლითონი დაუშინეს. შეტევა ივლისში დაიწყო და შესვენებით ნოემბრამდე გაგრძელდა. სომაზე ბრძოლის დროს 1916 წ. სექტემბერში, ინგლისელებმა პირველად ისტორიაში გამოიყენეს ტანკები.მიუხედევად ამისა, მოკავშირეებმა მაინც ვერ შეძლეს გერმანელთა დაცვის ზოლის გარღვევა.

     სომაზე ბრძოლის დროს ორივე მხრიდან ზარალი 1 მლნ 300 ათას კაცს შეადგენდა, მაგრამ ვერცერთმა მხარემ ვერ მიიღო ხელშესახები შედეგი. სომაზე ბრძოლის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ აქ პირველად გამოჩნდა ინგლის–საფრანგეთის ტექნიკის უპირატესობა გერმანელებთან შედარებით. ეს იყო გერმანიის სამხედრო და ეკონომიკური დაუძლურების დასაწყისის პირველი ნიშანი. ვერდენთან ბრძოლის დროს  ფრანგების სარდლობამ კვლავ სთხოვა რუსეთს შეტევის დაჩქარება.რუსეთის ჯარებმა, გენერალ ბრუსილოვის მეთაურიბით, საგულდაგულოდ მოამზადეს შეტევა აღმოსავლეთის ფრონტის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში. 4 ივნისს დაწყებული შეტევის შედეგად რუსეთის არმიამ დაიკავა 25 ათასი კვ.კმ ფართობი, გაათავისუფლა გალიციისა და ბუკოვინის დიდი ნაწილი, ტყვედ იგდო 9000 ოფიცერი და 400 ათასი ჯარისკაცი. აგვისტოს შუა რიცხვებში ბრუსილოვი იძულებული შეიქმნა  შეეჩერებინა შეტევა, რადგან საბრძოლო მასლაა გამოელია. ბრუსილოვის ამ გარღვევამ შეაჩერა ავსტრიელთა შეტევა იტალიის ფრონტზე და ჯარების გადმოყვანის გამო და–ასუსტა გერმანელთა შეტევა ვერდენზე. ომმა დიდი ზარალი მოუტანა მასში მონაწილე ხალხებს. 1916 წლის მიწურულისათვის, ორივე მხარემ მოკლულთა სახით 6 მლნ, ხოლო დაჭრილტა სახით10 მლნ ადამიანი. ომის დამთავრებას კი ბოლო არ უჩანდა. ამასთან დაკავშირებით მკვეთრად გაიზარდა მასების რევოლუციურობა და ანტისაომარი გან–წყობილებები, რამაც შეაშფოთა მეომარ მხარეთა მმართველი წრეები. 1916 წლის ბოლოს, როცა გაირკვა არასახარბიელო მდგომარეობა, გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა ანტან–ტის ქვეყნებს შესთავაზეს საზავო მოლაპარაკება, მაგრამ 1917 წ. დასაწყისში ანტანტის ქვეყნებმა უაყვეს ეს წინადადება და გააფრთხილეს გერმანია, რომ ზავს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერდნენ ხელს, თუ გერმანია აღიარებდა დანაშაულს ომის გაჩაღების–თვის. ანტანტის ქვეყნების უარი კაიზერ ვილჰელმ II მთავრობამ გამოიყენა ომის კიდე უფრო მეტად გამწვავებისთვის. გერმანიის პროპაგანდამ მთელ მსოფლიოს ამცნო,რომ ომის გაგრძელებაში დამნაშავეა ანტანტის ქვეყნები და რომ იგი იძულებულია მიმართოს "თავდაცვით ღონისძიებებს". ასეთ ზონისძიებად გერმანიის მთავრობამ ჩათვალა შეუზ–ღუდავი წყალქვეშა ომი და 1917 წლის 1 თებერვლიდან გერმანიის წყალქვეშა ნავებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხერო ოპერაციები ზღვებზე.

              კრიზისის მოწიფება მეომარ ქვეყნებში და ომის მსვლელობა 1917 წელს

     ომის წლებში ხდებოდა მსხვილ მეწარმეთა და მიწადმფლობელთა სწრაფი ტემპით გამდიდრება. მაგალითად, იმ ფრანგული ფორმის შემოსავალი, რომელიც შაშხანებსა და  ტყვიამრფქვევებს ამზადებდა, ომის პირველი სამი წლის განმავლობაში 19–ჯერ გა–იზარდა. გერმანიაში "ზარბაზნების მეფედ" წოდებული კრუპის ფირმის შემოსავალი, ომის ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ გაიზარდა, ხოლო ქვეყანაში მილიონერთა რაოდენობა გაორმაგდა. ომი ამდიდრებდა არა მარტო მეომარი ქვეყნების მეწარმეებს. მეომარი ქვეყნების მოსახლეობას ყველაფერ ესაჭიროებოდა – პირველი მოხმარების საგნებიდან დაწყებული, ფუფუნების საგნებით დამთავრებული ამიტომაც, ნეიტ–რალური ქვეყნების (შვედეთის, შვეიცარია, აშშ და ა.შ.) მეწარმეები რომლებიც მეომარ ქვეყნებს ნაწარმითა და ნედლეულით ამარაგებდა, დიდ მოგებას ნახულობდა. ომის წლებში თითქმის ყველა საწარმოს დამკვეთი სახელმწიფო გახლდათ, რომელსაც ომისათვის ესაჭიროებოდა იარაღი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, საკვები, ტრანსპორტი, ქვანახშირი, ნავთობი, და ა.შ. სახელმწიფოებისაგან შეკვეთების მიღება საწარმოს უზ–რუნველყოფდა ნედლეულისა და სათბობის უწყვეტი მიღებით, პროდუქციის გასარების საიმედოობით და მაშასადამე მაღალი მოგებით. ამიტომაც სამრეწველო მონოპოლიათა ხელმძღვანელობისათვის მეტად ხელსაყრელი ყო იმ სხვადასხვა სამთავრობო კომიტე–ტისა თუ დაწესებულებაში საქმიანობა, რომელიც ეკონომიკი ამა ტუ იმ დარგებს არეგუ–ლირებდა. ამის გამო დაჩქარდა სახელმწიფო აპარატისა და მსხვილ მონოპოლიათა სამ–მართველოების დაახლოების პროცესი, აქედან გამომდინარე კი, ძლიერდებოდა მონო–პოლიათა გავლენა რა მარტო ეკონომიკაში, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც.





No comments:

Post a Comment