კალიგულას დას,
აგრაპინას, ნერონი შეეძინა პირველი ქმრისგან, გნეიუს დომიტიუს აჰენობარბუსისაგან, რომელიც
იყო ყოვლად უზნეო და უმსგავსო ადამიანი. აჰენობარბუსი მოღვაწეობდა იულიუს კეისრის დროს,
აღმოსავლეთ პროვინციებში, მაგრამ მან მონა მოკლა და ამის გამო თანამდებობა დატოვა.
ის სააბოლოოდ ბრუნდება რომში. მან აქაც ვერ შეძლო თავის შეკავება და კვლავ მოკლა რამოდენიმე
ადამიანი, მაგრამ იმის მაგივრად რომ დაესაჯათ იმპერატორმა ტიბერიუსმა ის კონსულად დანიშნა.
ამ უმსგავსო საქციელების გამო ის საბოოლოდ დაადანაშაულეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით,
მაგრამ ის აქაც გადარჩა, რადგან ტიბერიუსი გარდაიცვალა, ხოლო ახალმა იმპერატორმა, კალიგულამ,
შეიწყალა.
37 წელს დაიბადა
ნერონი. მან თავისი ვაჟის დაბადების შემდეგ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ჩემი და აგრაპინას
შვილი მხოლოდ ურჩხული თუ იქნება და კაცთა მოდგმის მაოხარიო“. მამის ნათქვამი ნამდვილად
გამართლდა, მაგრამ ის ამას ვერ მოესწრო, რადგან 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა.
აგრაპინა ძალიან
ვერაგი და მიზანსწრაფული ქალი იყო. ის ყოველთვის დიდებისკენ ილტვოდა. კალიგულამ ის
რომიდან გააძევა, მაგრამ მან კლავდიუსის დროს მოახერხა რომში დაბრუნება და თან იმდენი
შეძლო, რომ საკუთარი ბიძა მოხიბლა. 49 წლის
კლავდიუსმა იქორწინა აგრაპინაზე და, ფაქტობრივად, რომის მართვის სადავეები აგრაპინას ხელში
გადავიდა.
რა თქმა უნდა,
აგრაპინას ასეთი „დაწინაურება“ სასიკეთოდ წაადგა ნერონის მდგომარეობასაც. კალიგულას
დროს ჩამორთმეული მიწები, კლავდიუსმა მას უკან დაუბრუნა და საკუთარ ქალიშვილზე ოქტავიაზე
დააქორწინა. სანამ ნერონი რომიდან იყო გაძევებული, ის ცხოვრობდა მამინდა ლეპიდასთან.
მისი მეურვეები იყვნენ ბიძები.(ერთი მოცეკვავე იყო მეორე დალაქი). ამ ყველაფერის შემდეგ
დედამ მოახერხა ის, რომ კლავდიუსს ნერონი აშვილებინა. აგრაპინამ ასევე იზრუნა შვილის
განათლებაზეც და იმდროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ფილოსოფოსი სენეკა მიუჩინა. მან თავიდანვე
შეისწავლა სხვადასხვა მეცნეირები გარდა ფილოსოფიისა, რადგან დედამისს მიაჩნდა, რომ
ფილოსოფია მხოლოდ ხელს შუშლიდა.